ვივიენ ვესტვუდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვივიენ ვესტვუდი

2011 წელს
მშობლიური სახელი Vivienne Westwood
დაბადების სახელი ვივიენ ისაბელ სუაირი
დაბადების თარიღი 8 აპრილი, 1941
ტინტვისტი, ჩეშირი, ინგლისი
გარდაცვალების თარიღი 29 დეკემბერი, 2022 (81 წლის)[1]
ლონდონი, ინგლისი
მოქალაქეობა დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
ეთნიკურად ინგლისელი
ალმა-მატერი უესტმინსტერის უნივერსიტეტი
საქმიანობა მოდის დიზაინერი
მეუღლე(ები)
ჯილდოები ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ქალბატონი-კომანდორი
საიტი viviennewestwood.co.uk

ვივიენ ვესტვუდი (ინგლ. Vivienne Westwood, დაბადებისას ვივიენ ისაბელ სუაირი; დ. 8 აპრილი, 1941 — გ. 29 დეკემბერი, 2022) — ინგლისელი მოდის დიზაინერი. ცნობილია თანამედროვე პანკისა და ახალი ტალღის მოდის მეინსტრიმში შემოტანისთვის. მალკოლმ მაკლარენის წყალობით, მისი სახელი სექს პისტოლზს უკავშირდება, რომელთან ერთადაც 1970-იან წლებში კინგზ როუდზე, ლონდონში ბუტიკი სახელწოდებით „სექსი“ ჰქონდა გახსნილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოდელი კოლექციიდან „შემოდგომა – ზამთარი“, 2012.

დაკავებული იყო საიუველირო ნაკეთობებით. 1970-იან წლებში მუშაობდა მუსიკოს და მხატვარ მალკოლმ მაკლარენთან ერთად: მომდგარი და სპეციალურად გახეული ლატექსისა და ტყავის ტანისამოსი მოქლონებით (კოლექცია, 1976), ფეხბურთის მაისურები პორნოგრაფიული წარწერებით. ვესტვუდის მიერ ჯგუფ „სექს პისტოლზისათვის“ შექმნილი ტანსაცმელი მოდაში პანკის მოძრაობის ესთეტიკის კლასიკური განსახიერება გახდა. 1981 წლის კოლექციაში („მეკობრე“) გამოჩნდა ვესტვუდის სტილისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი: ისტორიული კოსტიუმებისადმი მიდრეკილება, ასიმეტრიული გამოჭრილობა, მრავალფენიანობა, გეომეტრიასთან და პროპორციებთან თამაში, ფაქტურათა და მოხატულობათა კონტრასტი. ყოველ კოლექციისათვის შემუშავებული იყო განსაზღვრული თემა: კრინოლინისა — „მინი კრინი“-ში (1985), ინგლისური კოსტიუმისა — „ტვიდ ჰარის“-ში (1987). ექსპერიმენტებს ატარებდა გამოჭრილობებში (ტურნიურის გადაქცევა თანამედროვე ტანსაცმლის ელემენტად) და სხვ.[2]

მიღებული ჰქონდა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი (2006).[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Fashion designer Dame Vivienne Westwood has died at the age of 81“. Sky News (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 დეკემბერი, 2022. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archive-date=-ში (დახმარება)
  2. 2.0 2.1 Гусева А. В. Уэствуд, Вествуд Вивьен // Большая российская энциклопедия. т. 33. — М., 2017. — стр. 167.