შინაარსზე გადასვლა

ნიკიტა ხრუშჩოვი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ხრუშჩოვი, ნიკიტა)
ნიკიტა ხრუშჩოვი
ნიკიტა ხრუშჩოვი
საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის
პირველი მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 სექტემბერი, 1953 – 14 ოქტომბერი, 1964
წინამორბედიიოსებ სტალინი
(როგორც გენერალური მდივანი)
მემკვიდრელეონიდ ბრეჟნევი

დაბადებული15 აპრილი, 1894
კალინოვკა, კურსკის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვლილი11 სექტემბერი, 1971 (77 წლის)
მოსკოვი, რუსეთის სფსრ
პოლიტიკური პარტიაკომუნისტური პარტია
მეუღლეიეფროსინია ხრუშჩოვა (1916–1919, გარდაიცვალა)
მარუსია ხრუშჩოვა (1922, გაეყარა)
ნინა კუხარჩუკი (1923–1971, გარდაცვალებამდე)
შვილებიიულია (1915)
ლეონიდ (1917)
რადა (1929)
სერგეი (1935)
ელენა (1937)
რელიგიაათეისტი
ხელმოწერა

ნიკიტა სერგის ძე ხრუშჩოვი (რუს. Никита Сергеевич Хрущёв; დ. 15 აპრილი [ძვ. სტ. 3 აპრილი], 1894, კალინოვკა, კურსკის გუბერნია — გ. 11 სექტემბერი, 1971, მოსკოვი) — სკკპ ცკ-ის პირველი მდივანი (1953–1964), სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (1958–1964), საბჭოთა კავშირის გმირი (1964), სოციალისტური შრომის გმირი (1954, 1957, 1961).

ხრუშჩოვი დაიბადა გლეხის ოჯახში. ბავშვობაში მწყემსავდა საქონელს. ზამთარში დადიოდა სკოლაში, სადაც ისწავლა წერა-კითხვა, თუმცა დაწყებითი სკოლა არ დაუსრულებია.12 წლის ასაკში მუშაობდა დონბასის ქარხანასა და შახტებში. 1918 წელს გახდა ბოლშევიკური პარტიის წევრი. იყო რუსეთის სამოქალაქო ომის მონაწილე.[1]სამოქალაქო ომი დასრულების დროს იყო სამხედრო კომისარი და იმყოფებოდა ყუბანში 1920 წელს აირჩიეს მეშახტეთა უჯრედში პოლიტხელმძღვანელად.1921 წელს დონბასში გაიხსნა ტექნიკუმი, სადაც ხრუშჩოვმა სწავლა დაიწყო, მაგრამ არ დაუსრულებია. ამას არ შეუშლია ხელი აერჩიათ ერთ-ერთი რაიკომის მდივნად. 1925 წლის დეკემბერში ჩავიდა მოსკოვში, როგორც უკრაინის დელეგაციის წევრი კომუნისტური პარტიის XIV ყრილობაზე. ხრუშჩოვი დააწინაურეს საოლქო ცენტრში. დონეცკის ორგანიზაცია იყო ერთ-ერთ პირველ ადგილზ პარტიის წევრთა რაოდენობით საკავშირო მასშტაბით. 1928 წელს უკრაინის კომუნისტური პარტიის ცკ გენერალურმა მდივანმა კოსიორმა ხრუშჩოვი გადაიყვანა საორგანიზაციო განყოფილების გამგის მოადგილედ.

1929 წელს მოსკოვში ჩაირიცხა მსმენელად სამრეწველო აკადემიაში, სადაც გაიცნო სტალინის მეუღლე ნადეჟდა ალილუევა, რომელიც ამავე აკადემიაში სწავლობდა. 1931 წელს ის აირჩიეს მოსკოვის ბაუმანის რაიკომის პირველ მდივნად. 1932 წლიდან იყო მოსკოვის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივანი, ხოლო 1935 წლიდან მოსკოვის საოლქო პარტიული ორგანიზაციის პირველი მდივანი. 1938 წლის იანვარში გახდა პარტიის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი. XVIII ყრილობაზე აირჩიეს საკავშირო ცკ-ს პოლიტბიუროს წევრად. დიდი სამამულო ომის დროს იყო კიევის სამხედრო ოკრუგის სამხედრო საბჭოს წევრი, ჰქონდა გენერალ-მაიორის წოდება. ომის დროს მიიღო სუვოროვის მეორე ხარისხის ორდენი. ომის დროს დაიღუპა მისი შვილი, ლეონიდ ხრუშჩოვი. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ის, როგორც მოღალატე, დახვრიტა საბჭოთა ხელისუფლებამ, მიუხედავად იმისა, რომ ხრუშჩოვი სტალინს სთხოვდა მის შეწყალებას.[2]

1946 წელს ის ეწვია ავსტრიას, უნგრეთსა და აღმოსავლეთ გერმანიას, სადაც რეპარაციების საკითხი წყდებოდა. 1947 წელს დაინიშნა უკრაინის კპ ცკ-ის პირველ მდივნად. 1949 წელს დაინიშნა მოსკოვის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად. პარალელურად გახდა საკავშირო ცკ-ს მდივანი და ძალია დაუახლოვდა სტალინს ამ უკანასკნელის სიცოცხლის ბოლო თვეებში. სტალინის სიკვდილის შემდეგ კრემლის სათავაშემო მოსულმა 1956 წლის 25 თებერვალს გამართულ დახურულ სხდომაზე ხრუშჩოვმა დაგმო „პიროვნების კულტი“ და გააკრიტიკა სტალინი. ხრუშჩოვმა ამით დარტყმა მიაყენა სტალინის თანამებრძოლებს მოლოტოვს, კაგანოვიჩს, მიქოიანს, მალენკოვს, ვოროშილოვს, რომელთა პრეზიდიუმში ყოფნა მას ხელს უშლიდა და მოამზადა ნიადაგი მათი ხელისუფლებიდან მოცილებისთვის. 1956 წლის 9 მარტს მან თბილისში დაარბია პროსტალინური სტუდენტური დემონსტრაცია. 1961 წელს სკკპ XXII ყრილობაზე მიღებულმა პარტიის ახალმა პროგრამამ გამოაცხადა კომუნიზმის დადგომა 1980-იანი წლებისთვის.

1964 წელს ხრუშჩოვმა 9 თვე გაატარა საზღვარგარეთ მოგზაურობაში. ამით ისარგებლა პარტიული ელიტის ერთმა ჯგუფმა და მოამზადა ხრუშჩოვის ჩამოცილება ხელისუფლებიდან. მათ მიიმხრეს სკკპ ცკ მეორე მდივანი ლეონიდ ბრეჟნევი და თავდაცვის მინისტრი მალინოვსკი. 1964 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს „ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“.

  • Рой Медведев „Н. С. Хрущев“ — Москва 1989

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Сборник Никита Сергеевич Хрущев გვ. 3 — Москва 1989
  2. გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ N29 2014 წ.