ატომური ელექტროსადგური
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ატომური ელექტროსადგური}} |

ატომური ელექტროსადგური ვენასთან ახლოს. სურათზე კარგად ჩანს გამაგრილებელი კოშკი და ორი რეაქტორის შენობა
ატომური ელექტროსადგური — ელექტროსადგური, სადაც ატომური ენერგია ელექტრულ ენერგიად გარდაიქმნება. მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგური ამუშავდა ყოფილ სსრკ-ში, ქალაქ ობნისკში (მოსკოვის მახლობლად), 1954 წლის 27 ივნისს. უცხოეთში სამრეწველო დანიშნულების პირველი ატომური ელექტროსადგური ამუშავდა ინგლისში 1956 წელს (კოლდერ-ჰოლში), ერთი წლის შემდეგ — აშშ-ში (შიპინგპორტში).
ატომური ელექტროსადგურის მთავარი დანადგარია ენერგეტიკის ბირთვული რეაქტორი. არსებობს თბურრეაქტორიანი და სწრაფრეაქტორიანი ენერგეტიკის ატომური ელექტროსადგურები. პირველში ბირთვულ სათბობად ბუნებრივ ან გამდიდრებულ ურანს იყენებენ, მეორეში — პლუტონიუმს.
კლასიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რეაქტორის ტიპის მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ატომურ ელექტროსადგურებში გამოყენებულია შემდეგი ტიპის რეაქტორები:
- რეაქტორი თბური ნეიტრონებით
- რეაქტორი მსუბუქი წყლით
- გრაფიტის რეაქტორები
- რეაქტორი მძიმე წყლით
- რეაქტორი სწრაფი ნეიტრონებით
- სუბკრიტიკული რეაქტორები
- თერმობირთვული რეაქტორები
გამომუშავებული ენერგიის მიხედვით არსებობს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ატომური ელექტროსადგური — გამოიმუშავებს მხოლოდ ელექტროენერგიას.
- ატომური თბოელექტროცენტრალი — გამოიმუშავებს როგორც ელქტრიენერგიას, ასევე თბურ ენერგიას.
- თბომომარაგების ატომური ელექტროსადგური — გამოიმუშავებს მხოლოდ თბურ ენერგიას.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ატომური ელექტროსადგური“ ვიკისაწყობში.