გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აღმოსავლეთ გერმანია)

გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა
Deutsche Demokratische Republik

ეუს-ის წევრი (1950–1990)[1]
ვარშავის პაქტის წევრი (1955–1990)[2]

Flag of the USSR (1936-1955).svg
1949 — 1990 Flag of Germany.svg გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (გაერთიანებული გერმანია)|
Flag of East Germany.svg Coat of arms of East Germany.svg
დროშა გერბი
დევიზი
Proletarier aller Länder, vereinigt Euch!
(„პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“)
East Germany 1956-1990.svg
აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორია (მუქი მწვანე)
დედაქალაქი აღმოსავლეთი ბერლინი[ა] (დე ფაქტო)
ენა გერმანული
სორბული (დრეზდენისა და კოტბუსის ოლქებში)
ფულის ერთეული
ფართობი 108 333
მოსახლეობა 16 111 000 (1990)
მმართველობის ფორმა ფედერალური მარქსისტულ-ლენინისტური ერთპარტიული სოციალისტური რესპუბლიკა
(1949–1952)
უნიტარული მარქსისტულ-ლენინისტური ერთპარტიული სოციალისტური რესპუბლიკა
(1952–1989)
უნიტარული საპარლამენტო რესპუბლიკა
(1989–1990)
გენერალური მდივანი
 - 1946–1950[გ] ვილჰელმ პიკი და ოტო გროტევოლი[ბ]
 - 1950–1971 ვალტერ ულბრიხტი
 - 1971–1989 ერიხ ჰონეკერი
 - 1989[დ] ეგონ კრენცი
ისტორია
 - კონსტიტუციის მიღება 7 ოქტომბერი 1949
 - 1953 წლის აჯანყება 16 ივნისი 1953
 - ვარშავის პაქტი 14 მაისი 1955
 - ბერლინის კრიზისი 4 ივნისი 1961
 - ფუნდამენტური შეთანხმება გფრ-თან 21 დეკემბერი 1972
 - გაეროში მიღება 18 სექტემბერი 1973
 - მშვიდობიანი რევოლუცია 13 ოქტომბერი 1989
 - ბერლინის კედლის დანგრევა 9 ნოემბერი 1989
 - საბოლოო შეთანხმება 12 სექტემბერი 1990
 - გაერთიანება 3 ოქტომბერი 1990

აღმოსავლეთ გერმანია (გერმ. Ost-Deutschland), ოფიციალურად გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა (გდრ) (გერმ. Deutsche Demokratische Republik, DDR) — ცენტრალური ევროპის ყოფილი სახელმწიფო 1949-1990 წლებში.

გდრ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ოთხი წლის შემდეგ, საბჭოთა კავშირის მიერ გერმანიის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 1949 წლის 7 ოქტომბერს შეიქმნა. ამავე დროს, დასავლეთ-მოკავშირეებმა მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე („trizone“) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა დააარსეს.

გდრ-ს სტრუქტურა შემუშავდა ულბრიხტის ჯგუფის ხელმძღვანელობით, რომელსაც სტალინის მხარდაჭერა ჰქონდა. 1952 წლიდან სახელმწიფოებრივ თვითშეგნებაში გდრ ხასიათდება, როგორც პირველი გერმანული „სოციალისტური მუშათა და გლეხთა სახელმწიფო“. 1961 წლის ბერლინის კედლის აშენებამდე, სახელმწიფო სისტემაში ჯერ კიდევ იყო შენარჩუნებული ფედერაციული და დემოკრატიული ელემენტები, რომლებიც საბოლოოდ აღმოიფხვრა. „სოციალიზმის მშენებლობა“ გერმანიის სოციალისტური ერთიანობის პარტიის (SED), როგორც „მარქსისტულ-ლენინისტური მუშათა კლასის პარტიის“ მითითებებით უფრო მეტად ავტორიტარულად და ცენტრისტულად ხორციელდებოდა.

1989-1990 წლების მშვიდობიანმა რევოლუციამ ხაზი გაუსვა გდრ-ის პოლიტიკურ და ეკონომიკურ წარუმატებლობას. პირველად 1990 წელს თავისუფლად არჩეულმა პარლამენტმა (Volkskammer) მიიღო გადაწყვეტილება, აღმოსავლეთგერმანული მიწების აღდგენისა და თვითგამორკვევის აქტით გდრ-ის შეერთებისა დასავლეთ გერმანიასთან. ამის შედეგად გერმანია კვლავ გაერთიანდა, რასაც 1990 წლის 3 ოქტომბერს გდრ-ის არსებობის შეწყვიტა მოჰყვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Grix, Jonathan. The Role of the Masses in the Collapse of the GDR Macmillan, 2000
  • Jarausch, Konrad H., and Eve Duffy; Dictatorship as Experience: Towards a Socio-Cultural History of the GDR Berghahn Books, 1999
  • Kupferberg, Feiwel. The Rise and Fall of the German Democratic Republic (2002) 228pp; online review
  • McCauley, Martin (1983). The German Democratic Republic since 1945. Palgrave Macmillan. ISBN 0-333-26219-0. ციტირების თარიღი: 2010-10-24. 
  • Naimark, Norman M. The Russians in Germany: A History of the Soviet Zone of Occupation, 1945–1949 (1997) excerpt and text search
  • Port, Andrew I. Conflict and Stability in the German Democratic Republic Cambridge University Press, 2007.
  • Pritchard, Gareth, The Making of the GDR 1945–53: From Antifascism to Stalinism (2000)
  • Ritter, Gerhard A. "Die DDR in der Deutschen Geschichte," [The GDR in German history] Vierteljahrshefte für Zeitgeschichte, Apr 2002, Vol. 50 Issue 2, pp 171–200
  • Steiner, André. The Plans That Failed: An Economic History of East Germany, 1945–1989 (2010)
  • Spilker, Dirk. The East German Leadership and the Division of Germany: Patriotism and Propaganda 1945–1953. (2006). online review
  • Stokes, Raymond G. Constructing Socialism: Technology and Change in East Germany, 1945–1990 (2000)
  • Weitz, Eric D. (1997). Creating German communism, 1890–1990. Princeton University Press. ISBN 0-691-02594-0. 
  • Zatlin, Jonathan R. The Currency of Socialism: Money and Political Culture in East Germany. (2007). 377 pp. online review

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Council for Mutual Economic Assistance“. Encyclopedia.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 March 2018. ციტირების თარიღი: 6 March 2018.
  2. „Warsaw Pact“. Encyclopedia Britannica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 March 2018. ციტირების თარიღი: 6 March 2018.
  1. არ აღიარებდა სამი ძალა: საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო და აშშ.
  2. მართავდნენ, როგორც თანათავმჯდომარეები.
  3. გდრ-ის დაარსებამდე გერმანიის საბჭოთა საოკუპაციო ზონაში შეიქმნა სეპ.
  4. ოქტომბერი–დეკემბერი