ტერევაკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტერევაკა
ვულკანი ტერევაკა
ვულკანი ტერევაკა
კოორდინატები: 27°05′04″ ს. გ. 109°22′46″ დ. გ. / 27.08444° ს. გ. 109.37944° დ. გ. / -27.08444; -109.37944
ქვეყანა ჩილეს დროშა ჩილე
სიმაღლე 507 
ტიპი ფარისებრი ვულკანი
ბოლო ამოფრქვევა უცნობია
ტერევაკა — წყნარი ოკეანე
ტერევაკა

ტერევაკა (ესპ. Terevaka) — ჩამქრალი ფარისებრი ვულკანი აღდგომის კუნძულზე. სიმაღლე 507 მ. ქმნის კუნძულის ძირითად მთიან მასივს. უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირდა პლეისტოცენში. ტერევაკა წარმოადგენს ყველაზე დიდ და ყველაზე ახალგაზრდა ვულკანს იმ სამ ჩამქრალ ვულკანს შორის, რომელიც აღდგომის კუნძულზეა წარმოდგენილი. ვულკანის მწვერვალი კუნძულის უმაღლესი წერტილია. ტერევაკას ყველაზე მაღალ კრატერს რანო-აროი (Rano Aroi) ეწოდება. საკუთრივ რანო-აროი არის ტბის სახელწოდებაც, რომელიც ვულკანის ჩამქრალ კრატერს ავსებს. ტერევაკას გააჩნია ასევე რანო-რარაკუს (Rano Raraku) კრატერიც, რომელიც წარმოადგენს ტბას, მტკნარი წყლის დიდი მარაგით. ვულკანი ძნელად მისადგომია, მასზე ასვლა შესაძლებელია მხოლოდ ფეხით ან ცხენით. უმაღლესი ნაწილები მეტად ქარიანია. ტერევაკა როგორც აღდგომის კუნძულის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ვულკანი წარმოქმნილია პლიოცენსა და პლეისტოცენში.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Easter Island. წაკითხვის თარიღი: 22 აპრილი 2010. (ინგლისური)