ჟოან ლაპორტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ხოან ლაპორტა)
ჟოან ლაპორტა
ჟოან ლაპორტა
„ბარსელონის“ 38-ე და 41-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 ივნისი, 2003 – 30 ივნისი, 2010
წინამორბედიენრიკ რეინა
მემკვიდრესანდრო როსელი
წინამორბედიხოსეპ ბართომეუ

დაბადებული29 ივნისი, 1962 (1962-06-29) (61 წლის)
ბარსელონა, ესპანეთი
მოქალაქეობაესპანეთი ესპანეთის დროშა ესპანეთი
პოლიტიკური პარტიაკატალონიის დემოკრატიული პარტია
მეუღლეკონსტანცა ეჩევარია
შვილებიპოლ ლაპორტა ეჩევარია
ხილეიმ ლაპორტა ეჩევარია
ხოან ლაპორტა ეჩევარია
პროფესიაადვოკატი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი

ჟოან ლაპორტა ესტრუჩი (ესპ. Joan Laporta i Estruch; დ. 29 ივნისი, 1962, ბარსელონა, ესპანეთი) — ესპანელი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, ადვოკატი, საფეხბურთო კლუბ „ბარსელონის“ პრეზიდენტი, არჩეული იქნა ორჯერ. კლუბს პირველად მართავდა 2003-2010 წლებში, 2021 წლის 7 მარტიდან კი მეორედ ჩაუდგა სათავეში.

ლაპორტა პროფესიით ადვოკატია, დაამთავრა ბარსელონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მის მიერ დაფუძნებული „Laporta & Arbós“ დღემდე ერთ-ერთი გავლენიანი სააგენტოა ესპანეთში. ჟოანმა თავდაპირველი პოპულარობა პოლიტიკური კარიერით მოიპოვა. 1990-იან წლებში იყო „კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა“ ლიდერი, თუმცა პარტია 1998 წელს გაუქმდა.

2002 წლიდან მუშაობა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „ბარსელონაში“. 2003 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მან ხმათა უმეტესობა, 52.7% მიიღო და გახდა კატალონიური გრანდის პრეზიდენტი. მისი უდიდესი მიღწევა პრეზიდენტობის პერიოდში კლუბის მსოფლიოს ვარსკვლავი ფეხბურთელებით დაკომპლექტება იყო.(რონალდინიო, დეკუ, სამუელ ეტოო, ტიერი ანრი და სხვ) ლაპორტას დროს „ბარსელონამ“ ფრანკ რეიკარდის ხელმძღვანელობით შეძლო 14 წლიანი პაუზის შემდეგ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მოგება, პეპ გუარდიოლას გაწრთვნილმა კლუბმა კი 2008/09 წლების სეზონში ტრიპლეტის დაუფლებით (ლა ლიფა, ესპანეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა) დაიწყო ახალი ერა კლუბისა და ფეხბურთის ისტორიაში.

ჟოან ლაპორტას საპრეზიდენტო ვადა 2010 წლის 30 ივნისს ამოეწურა, რის შემდეგაც დაუბრუნდა პოლიტიკურ კარიერას. ის სათავეში ჩაუდგა პარტიას, „კატალონიური სოლიდარობა დამოუკიდებლობისთვის“, რომელიც 2011 წელს დატოვა და შეუერთდა კატალონიის დემოკრატიულ პარტიას. 2010-2012 წლებში იყო კატალონიის პარლამენტის სრულუფლებიანი წევრი.

„ბარსელონის“ ტიტულები მისი პრეზიდენტობის პერიოდში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაპორტას შეძენილი ფეხბურთელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რანგი მოთამაშე ყოფილი კლუბი სატრანსფერო ფასი წელი
1. შვედეთის დროშა ზლატან იბრაჰიმოვიჩი იტალიის დროშა ინტერი
79,000,000 ევრო
2009
2. ესპანეთის დროშა დავიდ ვილია ესპანეთის დროშა ვალენსია
40,000,000 ევრო
2010
3. ბრაზილიის დროშა დანიელ ალვესი ესპანეთის დროშა სევილია
36,000,000 ევრო
2008
4. უკრაინის დროშა დიმიტრი ჩიგრინსკი უკრაინის დროშა შახტარი
28,000,000 ევრო
2009
5. ბრაზილიის დროშა რონალდინიო საფრანგეთის დროშა პარი სენ-ჟერმენი
27,000,000 ევრო
2003
6. კამერუნის დროშა სამუელ ეტოო ესპანეთის დროშა მალიორკა
24,000,000ევრო
2004
7. საფრანგეთის დროშა ტიერი ანრი ინგლისის დროშა არსენალი
24,000,000 ევრო
2007
8. პორტუგალიის დროშა დეკუ პორტუგალიის დროშა პორტუ
21,000,000 ევრო
2004
9. არგენტინის დროშა გაბრიელ მილიტო ესპანეთის დროშა რეალ სარაგოსა
17,000,000 ევრო
2007
10. პორტუგალიის დროშა რიკარდუ კვარეშმა პორტუგალიის დროშა პორტუ
16,500,000 ევრო
2003
11. ურუგვაის დროშა მარტინ კასერესი ესპანეთის დროშა ვილიარეალი
16,000,000 ევრო
2008
12. საფრანგეთის დროშა ერიკ აბიდალი საფრანგეთის დროშა ლიონი
15,000,000 ევრო
2007
13. მალის დროშა სეიდუ კეიტა ესპანეთის დროშა სევილია
14,000,000 ევრო
2008
14. ბრაზილიის დროშა კეირისონი ბრაზილიის დროშა პალმეირასი
14,000,000 ევრო
2009
15. იტალიის დროშა ჯანლუკა ძამბროტა იტალიის დროშა იუვენტუსი
13,500,000 ევრო
2006
16. ისლანდიის დროშა ეიდურ გუდიონსენი ინგლისის დროშა ჩელსი
12,000,000 ევრო
2006
17. ბელარუსის დროშა ალექსანდრ გლები ინგლისის დროშა არსენალი
11,800,000 ევრო
2008
18. ბრაზილიის დროშა ენრიკე ბრაზილიის დროშა პალმეირასი
10,000,000 ევრო
2008
19. კოტ-დ’ივუარის დროშა იაია ტურე საფრანგეთის დროშა მონაკო
9,000,000 ევრო
2007
20. საფრანგეთის დროშა ლუდოვიკ ჟიული საფრანგეთის დროშა მონაკო
8,500,000 ევრო
2004
21. ბრაზილიის დროშა ედმილსონი საფრანგეთის დროშა ლიონი
8,000,000 ევრო
2004
22. ესპანეთის დროშა ჟერარდ პიკე ინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი
5,000,000 ევრო
2008
23. საფრანგეთის დროშა ლილიან ტურამი იტალიის დროშა იუვენტუსი
5,000,000 ევრო
2006
24. ბრაზილიის დროშა მაქსველი იტალიის დროშა ინტერი
4,500,000 ევრო
2009
25. ბრაზილიის დროშა ჟულიანო ბელეტი ესპანეთის დროშა ვილიარეალი
3,700,000 ევრო
2004
26. მექსიკის დროშა რაფაელ მარკესი საფრანგეთის დროშა მონაკო
3,250,000 ევრო
2003
27. ბრაზილიის დროშა სილვინიო ესპანეთის დროშა სელტა ვიგო
2,000,000 ევრო
2004
28. ნიდერლანდების დროშა ჯოვანი ვან ბრონხორსტი ინგლისის დროშა არსენალი
2,000,000 ევრო
2003
29. ესპანეთის დროშა ხოსე მანუელ პინტო ესპანეთის დროშა სელტა ვიგო
500,000 ევრო
2008
30. ნიდერლანდების დროშა ედგარ დავიდსი იტალიის დროშა იუვენტუსი
იჯარა
2004
31. ნიდერლანდების დროშა ლუკ დე იონგი ესპანეთის დროშა სევილია
იჯარა
2021
32. ავსტრიის დროშა იუსუფ დემირი ავსტრიის დროშა რაპიდი ვენა
იჯარა
2021
33. შვედეთის დროშა ჰენრიკ ლარსონი შოტლანდიის დროშა სელტიკი
უფასოდ
2004
34. ნიდერლანდების დროშა მარკ ვან ბომელი ნიდერლანდების დროშა პსვ ეინდჰოვენი
უფასოდ
2005
35. ესპანეთის დროშა სანტიაგო ესკერო ესპანეთის დროშა ატლეტიკ ბილბაო
უფასოდ
2005
36. არგენტინის დროშა სერხიო აგუერო ინგლისის დროშა მანჩესტერ სიტი
უფასოდ
2021
37. ესპანეთის დროშა ერიკ გარსია ინგლისის დროშა მანჩესტერ სიტი
უფასოდ
2021
38. ნიდერლანდების დროშა მემფის დეპაი საფრანგეთის დროშა ლიონი
უფასოდ
2021

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]