სელტა (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სელტა ვიგო (საფეხბურთო კლუბი))
სელტა
სრული სახელი Deportivo Alavés, S.A.D.
მეტსახელი კელტები (გალ. Celta), (ესპ. Célticos)
ცისფერები (ესპ. Celestes)
დაარსდა 1923; 101 წლის წინ (1923)
სტადიონი ბალაიდოსი
ვიგო, გალისია
(ტევადობა: 29,000 მაყურებელი)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა კარლოს მოურინიო
მწვრთნელი ესპანეთის დროშა ხუან კარლოს უნსუე
კაპიტანი ესპანეთის დროშა უგო მალიო
ლიგა პრიმერა დივიზიონი
2018-19 მე-17 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

„სელტა“ (ესპ. და გალ. Real Club Celta de Vigo) — ესპანური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1923 წელს, გალისიის ავტონომიური გაერთიანების ქალაქ ვიგოში. ასპარეზობს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ ბალაიდოსზე, რომელიც 29 000 მაყურებელს იტევს.

„სელტა“ ჩამოყალიბდა 2 კლუბის, „რეალ ვიო სპორტინგისა“ და „რეალ ფორტუნას“ შერწყმის შედეგად. კლუბის ზედმეტსახელია „Celestes“ (ცისფერები), ვინაიდან კლუბი თამაშობს ცისფერი მაისურით და გეტრებით, შორტების ფერი თეთრია. კლუბის სახელწოდება მომდინარეობს კელტებისგან, რომლებიც იმყოფებოდნენ ვიგოში. „სელტას“ ლოკალური მოწინააღმდეგეა ასევე გალისიური „დეპორტივო ლა-კორუნია“, მათ დაპირისპირებას ეწოდება გალისიური დერბი.

კლუბი 3-ჯერ გავიდა ესპანეთის თასის ფინალში, მაგრამ სამივე შემთხვევაში დამარცხდა. „სელტას“ საუკეთესო სეზონი იყო 1970-71 წლებში, როდესაც ჩემპიონატი დაასრულეს საშინაო არენაზე დაუმარცხებლად და ცნობილები იყვნენ, როგორც „გიგანტი-მკვლელები“. ამ სეზონში კლუბმა დაიკავა მე-6 ადგილი და მოიპოვა უეფა-ს თასზე ასპარეზობის უფლება. პრიმერა დივიზიონში „სელტას“ საუკეთესო სეზონი იყო 2002-03 წლებში, როდესაც ჩემპიონატი დაასრულა მე-4 ადგილზე და გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე. 1/16 ფინალში დამარცხდა ლონდონის „არსენალთან“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„სელტა“ შეიქმნა ვიგოს 2 კლუბის შერწყმის შედეგად, რათა უფრო დიდ წარმატებას მიეღწიათ ეროვნულ დონზე. ამ იდეის ავტორი იყო მანუელ დე კასტრო, ზედმეტსახელად „ჰანდიკაპი“, რომელიც გაზეთ „Faro de Vigo“-ს ჟურნალისტი იყო. 1915 წელს, მან დაიწყო წერა მოძრაობა „Todo por y para Vigo“-ს (ყველაფერი ვიგოსთვის) და მოიპოვა ვიგოს კლუბების, „რეალ ვიგო სპორტინგისა“ და „რეალ ფორტუნას“ ხელმძღვანელების მხარდაჭერა, რომლებმაც დე კასტროს დაუჭირეს მხარი 1923 წლის 22 ივნისს, მადრიდში ჩატარებული ესპანეთის სამეფო საფეხბურთო ფედერაციის ასამბლეაზე დაყენებულ შუამდგომლობაში.

1923 წლის 12 ივლისს გაფორმდა კლუბების შერწყმა. ამგირად შეიქმნა „გალისიის გუნდი“. ამავე წლის 10 აგვისტოს დაიწყო კლუბის სახელის შერჩევა, ვარიანტები იყო: „რეალ უნიონ დე ვიგო“, „კლუბ გალისია“, „რეალ ატლანტიკი“, „ბრეოგანი“ და „რეალ კლუბ ოლიმპიკო“. საბოლოოდ, გალისიასთან დაკავშირებული ეთნიკური ჯგუფის გამო (კელტები), კლუბს „სელტა“ ეწოდა. კლუბის პირველი პრეზიდენტი იყო მანუელ ბარკენა დე ანდრესი.

ევროსელტა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1997-2003 წლებში „სელტამ“ დააფიქსირა საუკეთესო შედეგები ისტორიაში. ამ პერიოდში, ევროტურნირებზე წარმატებით გამოსვლის გამო, ესპანურმა პრესამ მათ „ევროსელტა“ უწოდა. 1998-99 წლების სეზონში უეფა-ს თასზე „სელტამ“ შეძლო „ლივერპულის“ დამარცხება, ანგარიშით 4-1. 1999-00 წლების სეზონში კი „იუვენტუსის“ დამარცხება შეძლო (4-0), ამავე სეზონში, საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით დაამარცხა პორტუგალიური „ბენფიკა“, ანგარიშით 7-0.

2003-04 წლების სეზონში „სელტა“ მონაწილეობას იღებდა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, საბოლოოდ 1/16 ეტაპზე დამარცხდა ლონდონის „არსენალთან“, 2 მატჩის ჯამში 5-2.

ამ პერიოდში კლუბის საკვანძო ფეხბუთელები იყვნენ ალექსანდრე მოსტოვოი და ჰაიმ რევივო. ასევე გუნდში თამაშობდნენ მეკარე პაბლო კავალიერო, მცველი და მომავალში მწვრთნელი ედუარდო ბერისო, ნახევარმცველები კლოდ მაკელელე და მაზინიო; გარემარბი გუსტავო ლოპესი; თავდამსხმელები კატანია და ლიუბოსლავ პენევი.

ჩავარდნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„სელტა“ ადგილობრივი მეტოქის, „დეპორტივო ლა-კორუნიას“ წინააღდეგ, 2012 წლის 27 ოქტომბერს.

2002-03 წლების სეზონში პრიმერა დივიზიონში დაიკავა მე-4 ადგილი, ჩემპიონთა ლიგაზე შეძლო ჯერ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის, შემდეგ ჯგუფური ეტაპის დაძლევა, 1/16 ფინალში კი „არსენალთან“ დამარცხდა, მიუხედავად ამისა, 2003-04 წლების სეზონში „სელტას“ ფორტუნამ ზურგი აქცია, გუნდი ფორმიდან ამოვარდა, რის გამოც პრიმერა დივიზიონში დაიკავა ბოლოდან მე-2 ადგილი. შედეგად „სელტა“ სეგუნდა დივიზიონში დაქვეითდა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი დატოვა ძირითადი შემადგენლობის დიდმა ნაწილმა, სეგუნდა დივიზიონში დაიკავა მე-2 ადგილი და 1 სეზონის შემდეგვე დაბრუნდა უმაღლეს დივიზიონში.

შემდეგ სეზონში „სელტამ“ ჩემპიონატში დაიკავა მე-6 ადგილი და კიდევ ერთხელ მიიღო უეფა-ს თასზე ასპარეზობის უფლება. 1/16 ეტაპზე დამარცხდნენ გერმანულ „ვერდერთან“. 2006-07 წლების სეზონი გალისიელებმა მე-18 ადგილზე დაასრულეს და კიდევ ერთხელ დაქვეითდნენ სეგუნდა დივიზიონში.

2007 წლის ზაფხულში კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა. რის გამოც კლუბ 3 თვეში უნდა გაეფორმებინა კონტრაქტი კრედიტორებთან, წინააღდეგ შემთხვევაში ლიკვიდაცია იქნებოდა საჭირო. დიდი ვალის გამო კლუბს მოუწია ბევრი ფეხბურთელის გაყიდვა. შემდეგ კლუბმა დააწინაურა ბევრი ფეხბურთელი დუბლებიდა, ასევე გაფორმდა რამდენიმე იაფიანი ტრანსფერი. სეგუნდა დივიზიონში გატარებულ მომდევნო 3 სეზონში, „სელტა“ ცდილობდა არ დაქვეითებულიყო, ასევე იყო კლუბის გაუქმების საშიშროება. ეს იყო არასტაბილურობის პერიოდი, რომლის დროსაც მუდმივად იცვლებოდა შემადგენლობა და სამწვრთნელო შტაბი. T

2010-11 წლების სეზონში, „სელტამ“ გაიფორმა თავდამსხმელი დავიდ როგრიგესი და გარემარბი ენრიკე დე ლუკასი, მწვრთნელის პოსტი კი პაკო ერერამ დაიკავა. ახალმა ძალამ შეძლო სიტუაციის შემობრუნება, ჩემპიონატში მე-6 ადგილის დაკავების შემდეგ „სელტა“ აღსაზევებელ პლეი-ოფში გავიდა, სადაც „გრანადასთან“ დამარცხდა, პენალტების სერიაში (ძირითადი დრო 1-1).

დაბრუნება პრიმერაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

5 წლიანი პაუზის შემდეგ, 2012 წლის 3 ივნის „სელტა“ დაბრუნდა პრიმერა დივიზიონში.[1] დაბრუნებიდან პირველ სეზონში, სეგუნდა დივიზიონში დაქვეითება აიცილა ბოლო ტურში „ესპანიოლის“ დამარცხებით, ანგარიშით 1-0 და დაიკავა მე-17 ადგილი. 2013 წლის 8 ივნისს, „სელტას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა წარსულში „ბარსელონა ბ“-სა და „რომას“ თავკაცი, ლუის ენრიკე. მისი მეთაურობით კლუბმა პროგრესი განიცადა და მე-9 ადგილი დაიკავა. 2014 წლის ივნისში „სელტა“ ედუარდო ბერისომ ჩაიბარა. 2014-15 წლების სეზონში კლუბმა დაიკავა მე-8 ადგილი პრიმერა დივიზიონში, ხოლო 2015-16 წლების სეზონში მე-6, რაც საუკეთესო შედეგი იყო კლუბის ისტორიაში.[2] ამ შედეგით მოიპოვა 2016-17 წლების სეზონის უეფა-ს ევროპის ლიგის გათამაშებაში ასპარეზობის უფლება.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩემპიონი (3): 1935/36, 1981/, 1991/92
მე-2 ადგილი (4): 1968/69, 1975/76, 2004/05, 2011/12
ჩემპიონი (1): 1980/81
ჩემპიონი (1): 1930/31
მე-2 ადგილი (3): 1947/48, 1993/94, 2000/01

ევროტურნირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამარჯვებული (1): 2000

რეგიონალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩემპიონი (6): 1923/24, 1924/25, 1925/26, 1929/30, 1931/32, 1933/34
  • ასტურიულ-გალისიური ჩემპიონატი
ჩემპიონი (1): 1934–35
გამარჯვებული (2): 2007, 2008

ამხანაგური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამარჯვებული (22): 1972, 1973, 1975, 1976, 1980, 1984, 1986, 1988, 1991, 1992, 1993, 1994, 1997, 1998, 1999, 2000, 2002, 2005, 2006, 2008, 2009, 2012
ფინალისტი (14): 1971, 1974, 1978, 1979, 1981, 1982, 1987, 1989, 1995, 1996, 2001, 2003, 2004, 2007
გამარჯვებული (18): 1995, 1996, 1998, 1999, 2000, 2001, 2002, 2003, 2004, 2005, 2007, 2008, 2009, 2011, 2012, 2013, 2014, 2015
ფინალისტი (2): 1997, 2010
გამარჯვებული (1): 2016
გამარჯვებული (1): 1999
  • ჩაკობეოს თასი
გამარჯვებული (1): 1999

იდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1947–48 – ესპანეთის დროშა პაჰინიო (23 გოლი)
1992–93 – ესპანეთის დროშა სანტიაგო კანისარესი (30 გოლი/36 მატჩში – კოეფიციენტი 0.83)
2002–03 – არგენტინის დროშა პაბლო კავალიერო (27 გოლი/34 მატჩში – კოეფიციენტი 0.79)
2005–06 – ესპანეთის დროშა ხოსე მანუელ პინტო (28 გოლი/36 მატჩში – კოეფიციენტი 0.78)

მიმდინარე შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე ესპანეთი ესპანეთი სერხიო ალვარესი
2 მცველი ესპანეთი ესპანეთი უგო მალიო (კაპიტანი)
3 მცველი ესპანეთი ესპანეთი ანდრეუ ფონტასი
4 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი პაპ დიოპი
5 ნახევარმცველი ჩილე ჩილე მარსელო დიასი
6 ნახევარმცველი სერბეთი სერბეთი ნემანია რადოია
7 ნახევარმცველი ბელგია ბელგია თეო ბონგონდა
8 ნახევარმცველი ჩილე ჩილე პაბლო ერნანდესი
9 თავდამსხმელი შვედეთი შვედეთი იონ გვიდეტი
10 თავდამსხმელი ესპანეთი ესპანეთი იაგო ასპასი
11 ნახევარმცველი დანია დანია პიონე სისტო
12 ნახევარმცველი გვადელუპა გვადელუპა კლაუდიო ბოვიუ
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
13 მეკარე ესპანეთი ესპანეთი რუბენ ბლანკო
15 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ალვარო ლემოსი
16 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ხოსაბედი
17 ნახევარმცველი დანია დანია ენდრიუ ჰიულსაგერი
18 ნახევარმცველი დანია დანია დანიელ ვასი
19 მცველი ესპანეთი ესპანეთი ხონი
20 მცველი ესპანეთი ესპანეთი სერხი გომესი
21 მცველი ესპანეთი ესპანეთი კალრეს პლანასი
22 მცველი არგენტინა არგენტინა გუსტავო კაბრალი
23 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ხოსეპ სენე
24 მცველი არგენტინა არგენტინა ფაკუნდო რონკალია
25 თავდამსხმელი იტალია იტალია ჯუზეპე როსი

ევროტურნირებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„სელტას“ გოლების რაოდენობა წერია ყოველთვის პირველი.
სეზონი ეტაპი ტურნირი კლუბი შინ გასვლითი ჯამში
1971-72 უეფა-ს თასი 1-ლი ეტაპი შოტლანდიის დროშა აბერდინი 0–2 0–1 0–3
1998-99 უეფა-ს თასი 1-ლი ეტაპი რუმინეთის დროშა არჯეში 7–0 1–0 8–0
მე-2 ეტაპი ინგლისის დროშა ასტონ ვილა 0–1 3–1 3–2
მე-3 ეტაპი ინგლისის დროშა ლივერპული 3–1 1–0 4–1
1/4 ფინალი საფრანგეთის დროშა მარსელი 1–2 0–0 1–2
1999-00 უეფა-ს თასი 1-ლი ეტაპი შვეიცარიის დროშა ლოზანა 2–3 4–0 6–3
მე-2 ეტაპი საბერძნეთის დროშა არისი 2–2 2–0 4–2
მე-3 ეტაპი პორტუგალიის დროშა ბენფიკა 7–0 1–1 8–1
მე-4 ეტაპი იტალიის დროშა იუვენტუსი 0–1 4–0 4–1
1/4 ფინალი საფრანგეთის დროშა ლენსი 0–0 1–2 1–2
2000 უეფა-ს ინტერტოტოს თასი მე-3 ეტაპი მონტენეგროს დროშა პელისტერი 3–0 2–1 5–1
ნახევარფინალი ინგლისის დროშა ასტონ ვილა 1–0 2–1 3–1
ფინალი რუსეთის დროშა ზენიტი სანქტ-პეტერბურგი 2–1 2–2 4–3
2000-01 უეფა-ს თასი 1-ლი ეტაპი ხორვატიის დროშა რიეკა 0–0 1–0 1–0
მე-2 ეტაპი იუგოსლავიის დროშა ცრვენა ზვეზდა 0–1 3–0 3–1
მე-3 ეტაპი უკრაინის დროშა შახტარი დონეცკი 0–0 1–0 1–0
მე-4 ეტაპი გერმანიის დროშა შტუტგარტი 0–0 2–1 2–1
1/4 ფინალი ესპანეთის დროშა ბარსელონა 3–2 1–2 4–4 ()
2001-02 უეფა-ს თასი 1-ლი ეტაპი ჩეხეთის დროშა სიგმა 4–0 3–4 7–4
მე-2 ეტაპი ჩეხეთის დროშა სლოვანი ლიბერეცი 3–1 0–3 3–4
2002-03 უეფა-ს თასი 1-ლი ეტაპი დანიის დროშა ოდენსე 2–0 0–1 2–1
მე-2 ეტაპი ნორვეგიის დროშა ვიკინგი 3–0 1–1 4–1
მე-3 ეტაპი შოტლანდიის დროშა სელტიკი 2–1 0–1 2–2 ()
2003-04 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპი ჩეხეთის დროშა სლავია პრაღა 3–0 0–2 3–2
ჯგუფი H ნიდერლანდების დროშა აიაქსი 3–2 0–1 მე-2
ბელგიის დროშა ბრიუგე 1–1 1–1
იტალიის დროშა მილანი 0–0 2–1
1/16 ეტაპი ინგლისის დროშა არსენალი ლონდონი 2–3 0–2 2–5
2006-07 უეფა-ს თასი 1-ლი ეტაპი ბელგიის დროშა სტანდარდი ლიეჟი 1–0 3–0 4–0
ჯგუფი H გერმანიის დროშა აინტრახტი ფრანკფურტი 1–1 არ არის მე-2
ინგლისის დროშა ნიუკასლ იუნაიტედი არ არის 1–2
თურქეთის დროშა ფენერბაჰჩე 1–0 არ არის
იტალიის დროშა პალერმო არ არის 1–1
1/32 ფინალი რუსეთის დროშა სპარტაკი მოსკოვი 1–1 2–1 3–2
1/16 ფინალი გერმანიის დროშა ვერდერი ბრემენი 0–1 0–2 0–3
2016-17 უეფა-ს ევროპის ლიგა ჯგუფი G ნიდერლანდების დროშა აიაქსი 2–2 2–3 მე-2
ბელგიის დროშა სტანდარდი ლიეჟი 1–1 1–1
საბერძნეთის დროშა პანათინაიკოსი 2–0 2–0
1/32 ფინალი უკრაინის დროშა შახტარი დონეცკი 0–1 2–0 2–1
1/16 ფინალი რუსეთის დროშა კრასნოდარი 2–1 2–0 4–1
1/4 ფინალი ბელგიის დროშა გენკი 3–2 1–1 4–3
ნახევარფინალი ინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი 0–1 1–1 1–2

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Editorial, Reuters. Celta back in La Liga after five-year absence. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-19. ციტირების თარიღი: 2017-05-12.
  2. http://www.espnfc.co.uk/spanish-primera-division/15/table?season=2015
  3. Spain – List of Champions of Galicia. Rsssf.com (30 ივლისი, 2004). ციტირების თარიღი: 2012-03-24.