შინაარსზე გადასვლა

გლაუკონიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გლაუკონიტი (ძვ. ბერძნ. γλαυκός — „მოცისფრო-მწვანე“) — ცვალებადი ქიმიური შემადგენლობის ჰიდროქარსების ჯგუფის მინერალი (K, H2O), (Fe, Mg, Al)2 [(Al, Si) Si3O10] (OH)2; კრისტალდება მონოკლინურ სინგონიაში, აქვს ფსევდოჰექსაგონური იერი; აგრეგატები წვრილმარცვლოვანი და ქერცლოვანია, მწვანე, მოცისფრო-მწვანე ან მოყვითლო-მომწვანო ფერისა. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 2 - 3, სიმკვრივე 2200 - 2800 კგ/მ3. წარმოიქმნება ზღვიურ აუზში ნეიტრალურ ან აღდგენით გარემოში სედიმენტაციის შედეგად; არის აგრეთვე ჰიდროთერმული წარმოშობისაც. გავრცელებულია ზღვიურ დანალექ ფორმაციებში. გვხვდება საქართველოს ბელტის ცარცულ ნალექებში. იხმარება ხისტი წყლის დასარბილებლად, ნიადაგის სასუქად, საღებავების დასამზადებლად.