კლუბს სახელი საჩხერეში არსებული მდინარეჩიხურას სახელწოდებიდან დაერქვა. „ჩიხურას“ ივანწმინდის ცენტრალური სტადიონი 2000 მაყურებელს იტევს, თუმცაღა უეფა-ს ევროპის ლიგის მატჩების ჩატარება მათ საჩხერიდან 180 კილომეტრის მოშორებით, საქართველოს დედაქალაქ თბილისშიმიხეილ მესხის სტადიონზე მოუწიათ, რომელიც 27 223 მაყურებელს იტევს. 2013 წელს საჩხერის „ჩიხურამ“ დიდ წარმატებას მიაღწია, დავით ყიფიანის თასის ფინალში გავიდა და 3:1 დამარცხდა დედაქალაქის გუნდთან, თუმცაღა მათ პროგრესი განიცადეს და 2013-2014 წლის ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახეს, სადაც მათ ასპარეზობას გამოთიშეს შვეიცარიის მეორე ლიგაში მოასპარეზე, ლიხტენშტაინის თასის მფლობელი „ვადუცი“. ეს იყო პირველი ფაქტი, როდესაც „ჩიხურამ“ მოახერხა უეფას ტურნირზე მონაწილეობა, ისინი შემდეგ ეტაპზე შვეიცარიულ „თუნთან“ დამარცხდნენ, გუნდთან, რომელმაც შემდეგ მოახერხა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა. ახალი სეზონის დასაწყისში „ჩიხურამ“ საქართველოს უმაღლესი ლიგისა და დავით ყიფიანის თასის მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა სუპერთასზე და პირველი ტიტული მოიპოვა მას შემდეგ, რაც კლუბი უმაღლეს ლიგაში აღზევდა.
მონაცემები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ.
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.