აბილაი-ხანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბილაი-ხანი
Абылай хан
ფაილი:Abylai Khan.jpg
შუა ჟუზის ხანი
მმართ. დასაწყისი: 1771
მმართ. დასასრული: 1781
წინამორბედი: აბილმამბეტ-ხანი
მემკვიდრე: უალი-ხანი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1711
დაბ. ადგილი: თურქესტანი
გარდ. თარიღი: 1781
გარდ. ადგილი: ტაშკენტი
მეუღლე: კარაშაში
შვილები: უალი-ხანი, კასიმ-სულთანი (სულ 30 შვილი ჰყავდა)
დინასტია: ჩინგიზიდები
რელიგია: სუნიტური ისლამი

აბილაი-ხანი (ყაზახ. Абылай-хан; დ. 1711, თურქესტანი — გ. 1781, ტაშკენტი) — შუა ჟუზის ხანი 1771-1781 წლებში.

ცხოვრება და მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი ნამდვილი სახელია აბილმანსური, აბილაი მისი სამხედრო მეტსახელია, რომელიც ეწოდა ბაბუის აბილაი-ხან კანშერის სახელის მიხედვით. აბილაი დაობლდა 7 წლის ასაკში, როდესაც მის სამშობლოში შეიჭრა ჯუნგარიის ხანი ცევან რაბდანი. 1739 წელს სამბეკეს გარდაცვალების შემდეგ ხანი გახდა აბილმამბეტ-ხანი ხოლო აბილაი - სამხედრო ლიდერი. 1742 წელს ტყვედ ჩაუვარდა ჯუნგარიელებს. ტყვეობაში ოირატების ნოინს ამურსანას დაუმეგობრდა. 1743 წელს გაათავისუფლეს ტყვეობიდან.

აბილმამბეტ-ხანის გარდაცვალების შემდეგ ხანად მისი შვილების და ძმების ნაცვლად აბილაი აირჩიეს. მან თავისი ხელისუფლება გაავრცელა უმცროსი და უფროსი ჟუზის ტერიტორიებზე და ითვლებოდა სამივე ჟუზის ხანად. პუგაჩოვის აჯანყების პერიოდში შეხვდა აჯანყების ლიდერს ემელიან პუგაჩოვს და დახმარებას დაპირდა. ამავდროულად მოლაპარაკებას აწარმოებდა რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან.

გარდაიცვალა 1781 წელს, დაკრძალულია ყაზახეთის ხანების პანთეონში, თურქესტანში. დარჩა 30 შვილი. მისი შვილიშვილია ყაზახი ისტორიკოსი, ეთნოგრაფი და ფოლკლორისტი ჩოკან ვალიხანოვი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]