ქლიავი
ქლიავი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
|
||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Prunus domestica |
ქლიავი (ლათ. Prunus domestica) — კურკოვანთა გვარის საშუალო სიმაღლის ხე ვარდისებრთა ოჯახისა. იკეთებს წყვილ-წყვილად განლაგებულ ყვავილს და გრძელყუნწიან, კურკიან, მომჟავო-ტკბილ ნაყოფს.
ქვესახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- P. domestica ქვს. domestica – ჩვეულებრივი ქლიავი
- P. domestica ქვს. insititia – ღოღნოშო
- P. domestica ქვს. intermedia
- P. domestica ქვს. italica – რენკლოდი
- P. domestica ქვს. pomariorum
- P. domestica ქვს. prisca
- P. domestica ქვს. syriaca – მირაბელი
სამკურნალო თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქლიავი შეიცავს დიდი რაოდენობით B ვიტამინებს, რომელიც არის ნერვული სისტემის საკვები. ქლიავი ხსნის დაღლილობას, აუმჯობესებს ძილს და ეფექტურია კანის დაავადებებიბას. ვიტამინი ეხმარება ორგანიზმს გაუმკლავდეს სხვადასხვა ინფექციებს და გაახალგაზრდავოს ორგანიზმი. იგი აუმჯობესებს მხედველობას. ქლიავი შეიცავს ნატრიუმს, კალიუმს, რკინას და სპილენძს. ქლიავი აუმჯობესებს სისხლს და იცავს მას თრომბის წარმოქმნისაგან. ქლიავი შეიცავს ვიტამინ PP-ს რომელიც აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს და აძლიერებს არტერიებს. არის კარგი საშუალება ჭარბი ცუდი ქოლესტერინის დროს. ქლიავი გამოიყენება ქრონიკული შეკრულობის დასაძლევად. ასევე გამოიყენება ათეროსკლეროზის, თირკმლის დაავადებების, რევმატიზმის დროს, ზრდის მადას და კარგი შარდმდენია