ვარდისებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვარდისებრნი
Crataegus oxyacantha
Crataegus oxyacantha
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ვარდისებრნი
ლათინური სახელი
Rosaceae

ვარდისებრნი (Rosaceae) — ორლებნიან ფურცლებგანცალკევებულ მცენარეთა ოჯახი. ხეები, ბუჩქები და ბალახებია. აქვთ თანაფოთლებიანი და მორიგეობით განლაგებული ფოთლები, ყვავილედებად შეკრებილი ან მარტოული ორსქესიანი, აქტინომორფიული ყვავილები, 5-5 ჯამის ფოთოლი და გვირგვინის ფურცელი. უმრავლესობას ჯამქვეშაც აქვს. ვარდისებრნი იმტვერება მწერებით, ზოგიერთი კი — ქარით. ნაყოფი კრებადი ფოთლურა, კურკიანა, კენკრასებრი, თესლურა და სხვა. თესლი მეტწილად უენდოსპერმოა. აერთიანებს 115 გვარის 3200-მდე სახეობას.

საქართველოში ველურად 35 გვარის 232 სახეობა იზრდება. ოჯახი შეიცავს რამდენიმე ქვეოჯახს: გრაკლოვანნი (Spiraeoideae), ვაშლოვანნი (Maloideae ანუ Pyroideae, Pomoideae), ვარდოვანნი (Rosoideae), ტყემლოვანნი (Prunoideae). ზოგ მათგანს გამოყოფენ ცალკე ოჯახად (Malaceae). ვარდისებრთა შორის ბევრია ხეხილი (ვაშლი, მსხალი, კომში, ალუბალი, ბალი და სხვა), კენკროვანი (ჟოლო, მარწყვი, ხენდრო, მაყვალი და სხვა) და დეკორატიული (ვარდი, კუნელი, გრაკლა, ჩიტაკომშა და სხვა) მცენარე.

ლიტერატურა[რედაქტირება]