ნანსის მირაბელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნანსის მირაბელიქლიავის ჯიში. საფრანგეთში ცნობილი იყო XVIII საუკუნის მეორე ნახევარში. გავრცელებულია მეხილეობის ყველა ქვეყანაში. დიდი ხანია რაც საქართველოშია შემოტანილი, თუმცა უკანასკნელ წლებში ეს ჯიში გაიშვიათდა.

ხე არ იზრდება დიდი, მომრგვალო მოყვანილობის ხშირად დატოტვილი ვარჯი ახასიათებს. ფოთოლი წვრილია, ოვალური ფორმის, შებუსვილი როგორც ზედა, ისე ქვედა მხარეზე. ნაყოფი მწიფდება აგვისტოს ბოლო რიცხვებში. წვრილია (1,5🞩3,0 სმ), მრგვალი ფორმის. კანი მკვრივია, ყვითელი ფერის, მოწითალო წინწკლებით. რბილობი ყვითელი ფერისაა, მდნარი, ძლიერ ტკბილი. კურკა ადვილად სცილდება ნაყოფის ხორცს.

ნაყოფი უმთავრესად საკომპოტედ იხმარება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხომეზურიშვილი ნ., ერისთავი ელ., საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები, საქართველოს სსრ მიწსახკომი, ლ. პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი, თბ.: „ტექნიკა და შრომა“, 1941.