ატმისებური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ატმისებური, წითელი ნეკტარინა, კაროლევის ქლიავიქლიავის ძველი ევროპული ჯიში. საშუალოზე ძლიერი ზრდის ხეა,[1] ინვითარებს გაშლილ მრგვალ ვარჯს, საკმაოდ გამძლეა ყინვისადმი. ხასიათდება არარეგულარული მოსავლიანობით. იკრიფება ივლისის II–III დეკადაში (დასავლეთ საქართველოში — თვის შუა რიცხვებში, აღმოსავლეთში — ბოლო), კარგად იტანს ტრანსპორტირებას. ფოთოლი მსხვილი, ოვალური ფორმისაა, შემრგვალებული წვეროთი, მუქი მწვანე ფერისა, შებუსვილი, კიდე ორმაგადაა დაკბილული. ყვავილობა საშუალო პერიოდისა აქვს. თვითსტერილია.[2]

საინტერესოა თავისი მსხვილი, ლამაზი ადრეულა სიმწიფის ნაყოფით, რომელიც გემოთი არ არის მაღალი ხარისხის, მაგრამ საუკეთესო პროდუქციას წარმოადგენს კომპოტისთვის. მსხვილია (4,5🞩4,7🞩4,6 სმ), მასა საშუალოდ 41 გრამს შეადგენს, მომრგვალო ფორმისაა, ბრტყელი და განიერი ფუძით და ბოლოთი. ნაყოფზე ღარი არ არის ღრმა. ნაყოფის კანი სქელია, მკვრივი, მოყვითალო მწვანე ფერის, ვარჯის დაჩრდილულ ადგილებზე შეფერვა მოწითალო ან მუქი წითელი აქვს, აყრია წვრილი თეთრი წერტილები.[2] დაფარულია ლამაზი ცვილისებრი მკრთალი ფერის სქელი ნაფიფქით.[2][1] რბილობი ყვითელი, მკვრივი, ძარღვიანი, წვნიანი, მოტკბო-მომჟავო გემოსი; შემოუსვლელი ნაყოფი მწკლარტე გემოსია. გემოს მხრივ მაღალი თვისებისა არ არის. მორგვალო ოვალური ფორმის კურკა რბილობს კარგად სცილდება, აქვს მობრტყო გვერდები, საშუალო ზომისაა, წონით ნაყოფის წონის 4%–ს შეადგენს.[2]

ფართოდ არის გავრცელებული მეხილეობის სამრეწველო რაიონებში,[3] გვხვდება ცალკე მდგომ ხეებად, ხშირადაა თბილისის საგარეუბნო ბაღებში.[2] ქლიავის რეკომენდებული ჯიშია.[1] აღმოსავლეთ საქართველოში, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში გავრცელებულია ატმისებურის ადგილობრივი ფორმა ალიბუხარი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მაღლაკელიძე, ელენე; ბობოქაშვილი, ზვიად (2015) ქლიავის ბაღის გაშენება. თბილისი: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. ციტირების თარიღი: 15 აპრილი, 2020. 
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 ხომეზურიშვილი ნ., ერისთავი ელ., საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები, საქართველოს სსრ მიწსახკომი, ლ. პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი, თბ.: „ტექნიკა და შრომა“, 1941.
  3. ქლიავის პერსპექტიული ჯიშები საქართველოსთვის. agronews.ge (5 ივნისი, 2017). ციტირების თარიღი: 14 აპრილი, 2020.