გვარი (ბიოლოგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სიცოცხლედომენისამეფოტიპიკლასირიგიოჯახიგვარისახეობა
იერარქია ბიოლოგიური სისტემატიკის რვა ძირითადი ტაქსონომიურ რანგში. შუალედური კატეგორიები არ არის ნაჩვენები.

გვარი (ლათ. Genus) — ძირითადი ტაქსონომიური კატეგორია, რომელიც აერთიანებს ფილოგენეზურად ახლომდგომ სახეობებს. მაგალითად ფიჭვის გვარი (ლათ. Pinus) აერთიანებს ფიჭვის ყველა სახეობას; კატის გვარი (ლათ. Felis) — გარეული კატის სხვადასხვა სახეობას. ბოტანიკური და ზოოლოგიური ნომენკლატურით ყოველი გვარი ერთი სიტყვით (არსებითი სახელით) აღინიშნება. მაგალითად, ლათ. Pinus — ფიჭვი, ლათ. Felis — კატა.

ჩვეულებრივ, გვარში გაერთიანებულია მრავალი ან რამდენიმე სახეობა. მაგრამ არის ისეთი გვარებიც, რომლებშიც მხოლოდ თითო სახეობაა (გინკგოლათ. Ginkgo biloba, იხვნისკარტალათ. Ornithorhynchus anatinus), მათ მონოტიპური გვარი ეწოდებათ. მახლობელი გვარები ქმნიან ოჯახს. მაგალითად ძახველისა (ლათ. Viburnum) და ანწლის (ლათ. Sambucus) გვარები გაერთიანებულია ცხრატყავასებრთა (ლათ. Caprifoliaceae) ოჯახში, ძაღლისა (ლათ. Canis) და მელის (Vulpes) გვარები — ძაღლისებრთა ოჯახში. ზოგჯერ გვარში გამოყოფენ ქვეგვარებს; გვარსა და ოჯახს შორის კი შუალედ კატეგორიას — ქვეოჯახსა და ტრიბას. მაგალითად, ქერისა და ხორბლის გვარები შედის ქერისებრთა ტრიბაში, ხოლო ონდატრისა და წყლის მემინდვრიას გვარები ქმნიან მემინდვრიების ქვეოჯახს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]