პრეზიდენტი (ქლიავის ჯიში)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პრეზიდენტის ნაყოფი

პრეზიდენტიქლიავის ჯიში. გამოყვანილია XX საუკუნის დასაწყისში,[1] ჰერდფორდშირის საგრაფოში, გაერთიანებულ სამეფოში.[2] მსხმოიარობაში შედის ადრეულად, მე-3–4 წელს, ხასიათდება საშუალო-საგვიანო ყვავილობით. მაღალმოსავლიანი და რეგულარულად მსხმოიარე ჯიშია, ერთი ხის საშუალო მოსავალი სრულმსხმოიარობაში 50 კგ-ზე მეტია.[1] მწიფდება სექტემბრის ბოლოს, ხანგრძლივად ინახება სამაცივრო პირობებში. ძირითადად გამოიყენება სასუფრედ. ნაყოფი ძალიან მსხვილია, მასა 60–70 გრამია, ზოგჯერ 100 გრამსაც აღწევს. კვერცხისებრი ფორმისაა, კანი მუქი იისფერია, რომელიც გადადის მოწითალო ფერში, ნაფიფქით ოდნავაა დაფარული. რბილობი მკვრივია, ხასიათდება სასიამოვნო გემოთი, კურკა მსხვილი, რბილობს რთულად სცილდება. ქლიავის პერსპექტიულ ჯიშად ითვლება.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ქლიავის პერსპექტიული ჯიშები საქართველოსთვის. agronews.ge (5 ივნისი, 2017). ციტირების თარიღი: 14 აპრილი, 2020.
  2. Manfred Fischer (Hg.): Farbatlas Obstsorten. Verlag Eugen Ulmer 2003. ISBN 3-8001-5547-8. (გერმანული)
  3. მაღლაკელიძე, ელენე; ბობოქაშვილი, ზვიად (2015) ქლიავის ბაღის გაშენება. თბილისი: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. ციტირების თარიღი: 14 აპრილი, 2020.