შავქლიავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

შავქლიავაქლიავის ქართული ჯიში. ხე ძლიერ იზრდება, აქვს განიერი ვარჯი, მსხვილი კვერცხისებრი ნაყოფი, რომლის საშუალო მასაა 32,8 გ. მოლურჯო-შავი კანი, რომელიც დაფარულია მოცისფრო სანთლისებრი ფიფქით, საშუალო ზომის, ელიფსური, წვრილი კურკა. რბილობი მომწვანო-მოყვითალოა, წვნიანი, ტკბილი, საკმაოდ მკვრივი. ნაყოფის შაქრიანობა — 8,2%, მჟავიანობა — 0,91%. კრეფენ აგვისტოს II ნახევარში. იყენებენ ხილად, კომპოტად, ჩირად, მწიფდება ერთდროულად, ტრანსპორტირებულია, იძლევა საუკეთესო ხარისხის პროდუქციას. დარაიონებულია საქართველოს ყველა ზონაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]