ემპრესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ემპრესიქლიავის კანადური ჯიში. მსხმოიარობაში შედის მე-3–4 წელს. ხასიათდება საშუალო პერიოდის ყვავილობითა და მაღალმოსავლიანობით (ერთი ხის საშუალო მოსავალი სრულმსხმოიარობაში 50-55 კგ-ია),[1] მწიფდება აგვისტოს ბოლოს – სექტემბრის დასაწყისში, ძირითადად გამოიყენება სასუფრედ. ნაყოფი ძალიან მსხვილია მასა 60–70 გრამს აღწევს, ზოგიერთი ეგზემპლარისა 120 გრამამდეცაა. ნაყოფი კვერცხისებრი ფორმისაა, კანი მუქი იისფერია, დაფარულია მუქი ნაფიფქით. რბილობი მკვრივი, სრულ სიმწიფეში ხასიათდება გამორჩეული გემოთი. კურკა მსხვილი, რბილობს ნახევრად სცილდება. ქლიავის ახლად ინტროდუცირებულ პერსპექტიულ ჯიშად ითვლება.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქლიავის პერსპექტიული ჯიშები საქართველოსთვის. agronews.ge (5 ივნისი, 2017). ციტირების თარიღი: 14 აპრილი, 2020.
  2. მაღლაკელიძე, ელენე; ბობოქაშვილი, ზვიად (2015) ქლიავის ბაღის გაშენება. თბილისი: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. ციტირების თარიღი: 15 აპრილი, 2020.