ჭანჭური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭანჭურისაქართველოში ფართოდ გავრცელებული ხილის ადგილობრივი ჯიში. ჭანჭური საშუალი სიმაღლის ხეა. აქვს ძლიერგანტოტვილი, პირამიდული ვარჯი, მოწითალო ან მოყვითალო ფერის, გამოკვეთილყელიანი, მოგრძო ნაყოფი; ნაყოფის კანი თხელი და მკვრივია, რბილობი — მოყვითალო, წვნიანი, სპეციფიკური არომატი აქვს. დამწიფებას იწყებს აგვისტოს დასაწყისში. იყენებენ ნედლად ხილის სახით, ჩირად და ხილფაფად. ხე მსხმოიარობაში შედის მე-5—მე-6 წელს, მაღალმოსავლიანია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]