ფრიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფრიარიქლიავის ამერიკული ჯიში. მიეკუთვნება ჩინურ-იაპონური ქლიავების რიგს. მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე-2–3 წელს, ხასიათდება საშუალო პერიოდის ყვავილობით. მსხმოიარობს რეგულარულად და უხვად.[1] ნაყოფი მსხვილია (70–80 გრამი), ზოგიერთი ეგზემპლარი 120–130 გრამსაც აღწევს, მწიფდება აგვისტოს შუა რიცხვებში, მოითხოვს რამდენიმე ვადაში კრეფას. სასუფრე დანიშნულების ჯიშია. ნაყოფი მრგვალი, სფერული ფორმისაა. კანი მუქი წითელია, რომელიც სიმწიფეში შავი ხდება. დაფარულია ინტენსიური ნაფიფქით. რბილობი მკვრივია, ხასიათდება მომჟავო-მოტკბო, სასიამოვნო გამორჩეული გემოთი. კურკა საკმაოდ წვრილია, რბილობს არ სცილდება. ქლიავის ახლად ინტროდუცირებული პერსპექტიული ჯიშია.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქლიავის პერსპექტიული ჯიშები საქართველოსთვის. agronews.ge (5 ივნისი, 2017). ციტირების თარიღი: 14 აპრილი, 2020.
  2. მაღლაკელიძე, ელენე; ბობოქაშვილი, ზვიად (2015) ქლიავის ბაღის გაშენება. თბილისი: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. ციტირების თარიღი: 15 აპრილი, 2020.  დაარქივებული 2021-08-03 საიტზე Wayback Machine.