პორტალი:ბოტანიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

ბოტანიკის პორტალში

ვიკი-პორტალი მცენარეებზე
რედ. რჩეული სტატია
მარცვლოვანნი.
მარცვლოვანნი.

მარცვლოვანნი (Poaceae ანუ Gramineae), ერთლებნიან მცენარეთა ოჯახი. ერთწლოვანი, ორწლოვანი და მრავალწლოვანი ბალახები, იშვიათად ბუჩქისებრი ან ხისმაგვარი მცენარეებია. მარცვლოვანთა ღერო ჩალისებრია, უმეტესად ცილინდრული სწორმდგომი, წამოწეული ან გართხმული; დაყოფილია მუხლებად და მუხლთშორისებად, ჩვეულებრივ ღრუიანია (ქარის დროს მარცვლოვანთა წვრილი ღრუ ღერო იღუნება და არ იმტვრევა), იშვიათად ამოვსებულია ფაშარი ქსოვილით. მათი სიმაღლე 1 სმ-იდან ათეულ მეტრს აღწევს, ზოგიერთისა კი (ბამბუკის გახევებული ღერო) — 40 მ. ფოთლები ღეროს მუხლიდან გამოდის: როგორც წესი, შედგება ღერომხვევი ხალთის (ვაგინის), ვიწროხაზური ფირფიტისა და ქერქლისებრი ენაკისაგან, რომელიც ამოზრდილია ფირფიტისა და ხალთის საზღვარზე. ფესვები ფუნჯაა. პირველადი ფესვები ადრევე სცილდება. ზოგ მარცვლოვანს ზედაპირული ფესვთა სისტემა აქვს, ზოგს — ღრმად ჩახრდილი ნიადაგში (1—1,5 მ და მეტი). მარცვლოვანთა ყვავილები პატარა, ორსქესინი, იშვიათად — ერთსქესიანი, შეკრებილია მარტივ ყვავილელებად — თავთუნებად, რომლებიც თავის მხრივ, თავმოყრილია რთულ ყვავილედებად (რთული თავთავი, საგველა, თავთავისებური საგველა, ცრუ თავთავი და სხვა).

რედ. იცოდით, რომ...
ნარცისი
ნარცისი
  • ...ლეგენდა ნარცისზე მოგვითხრობს, რომ ეს მშვენიერი ყმაწვილი მდინარის პირას გარდაიცვალა, ვინაიდან საკუთარ გამოსახულებას მზერა ვერ მოაშორა. მისი დაღუპვის ადგილას ამოვიდა ულამაზესი ყვავილი - ნარგიზი (Narcissus, სურათზე). აქედან მომდინარეობს ტერმინი ნარცისიზმი...
რედ. რა შეგიძლიათ გააკეთოთ

აქ ჩამოთვლილია ზოგიერთი საქმე, რომელიც თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ:


  1. ჩასვით ინფოდაფები მცენარეების სტატიებში.
  2. გააკეთეთ გადამისამართებები ლათინური სახელწოდებებიდან ქართულ სახელებზე.
  3. მოიძიეთ ინტერვიკი ბმულები ობლად დარჩენილი სტატიებისთვის.
  4. დაალადეთ კატეგორია:ბოტანიკა და მისი ქვეკატეგორიები.
  5. შექმენით მოთხოვნილი სტატიები

რედ. რჩეული ბიოგრაფია
გურანდა ღვალაძე
გურანდა ღვალაძე

გურანდა ღვალაძე (დ. 23 ივნისი, 1932, თბილისი), ქართველი ბოტანიკოსი, მცენარეთა ემბრიოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, აკადემიკოს ს. ნავაშინის სახელობის საერთაშორისო მედლის ლაურეატი (1990), ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1990), აფხაზეთის მეცნიერებათა რეგიონული აკადემიის აკადემიკოსი (1998).

პროფ. ღვალაძე არის 180-მდე სამეცნიერო შრომის, მათ შორის 3 მონოგრაფიისა და 1 დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი. მას ეკუთვნის ფუძემდებლური გამოკვლევები ფარულთესლოვან მცენარეთა ორმაგი განაყოფიერების, კულტურულ მცენარეთა ციტოგენეტიკის, საქართველოს ენდემურ მცენარეთა ემბრიოლოგიის, ფარულთესლოვან მცენარეთა სტრუქტურულ-ფუნქციური თავისებურებების კვლევის დარგში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია არაერთი საკანდიდატო დისერტაცია, არის 30-ზე მეტი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის ოფიციალური ოპონენტი.

რედ. რჩეული ფოტო


მზესუმზირას თესლიდან გამოხდილი ზეთი გამოიყენება საჭმლის მოსამზადებლად, კოსმეტიკაში და ბიოდიზელის მისაღებად. ბოლო დროს სელექციონერთა მიერ გამოყვანილ ზოგიერთ ჯიშს თავი დახრილი აქვს, შედეგად ეს ჯიში ფრინველს ნაკლებად იზიდავს და ამგვარად დანაკარგიც ნაკლები აქვს.
ფოტოს ავტორი: ბრიუს ფრიცი (USDA)


რედ. კატეგორიები