უდე
| სოფელი | |
|---|---|
|
უდე | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| თემი | უდე |
| კოორდინატები | 41°38′22″ ჩ. გ. 42°47′38″ ა. გ. / 41.63944° ჩ. გ. 42.79389° ა. გ. |
| დაარსდა | ქვის ხანა |
| ადრეული სახელები | უდიველი |
| ცენტრის სიმაღლე | 1220 მ |
| მოსახლეობა | 2 335[1] კაცი (2024) |
| ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 99,3 % სომხები 0,4 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 366[2] |
| საფოსტო ინდექსი | 0300[3] |
უდე — სოფელი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: უდე, ზაზალო).[4] მდებარეობს ახალციხის ქვაბულის სამხრეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1220 მეტრზე. დაბა ადიგენიდან დაშორებულია 14 კილომეტრით, ახალციხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 20 კილომეტრით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადამიანის ცხოვრების კვალი უდეში ქვის ხანიდან დასტურდება. მიკვლეულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის განძი — უდის განძი, რომელიც დაცულია ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმსა და სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში.
XX საუკუნის დასაწყისში სოფლის მოსახლეობის უმრავლესობას კათოლიკეები შეადგენდნენ.[5]
საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეცხოველეობა, მებაღეობა, მეკატროფილეობა, მებოსტნეობა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2024 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2 335 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[6] | 3 505 | 1 707 | 1 798 |
| 2014[4] | 1 299 | 1 429 | |
| 2024[4] | 1 107 | 1 228 |
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელ უდესა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის უამრავი ძეგლია შემორჩენილი:
- XIV-XVI საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესია
- 1904-1912 წლების ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
- შუა საუკუნეების პერიოდის რვა ეკლესიის ნანგრევები, მათ შორის „შუშან ქალის“, „წყისისა“ და „ხვანის“ ნაეკლესიარები
- უდეს კათოლიკური ეკლესია
- ბუზმარეთის ორი ეკლესია (აღდგენილია 1999 და 2007 წელს)
- ხანდაკის შუა საუკუნეების ციხე-კოშკი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 102.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგები. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2024). ციტირების თარიღი: 23 ივნისი 2026.
- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები - „სილქნეტი“
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები - „საქართველოს ფოსტა“
- 1 2 3 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ ანდერსენი ე., სამუსლიმანო საქართველო 1918-1921 წლებში და პირველი რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთი საზღვრის ფორმირება // საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება ასი წლის შემდეგ, თბილისი: თსუ, 2018. — გვ. 283, ISBN 978-9941-13-771-6.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.