სოფლის ძველი სახელწოდება ყოფილა ბელნარა. იგი პირველად მოიხსენიება „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ (1595 წ.), როგორც ახალციხის ლივის ალთუნყალის (ოქროს ციხე) ნაჰიეში შემავალი სოფელი. იმ პერიოდისათვის იქ 17 კომლი ქართველი ცხოვრობდა. მისდევდნენ მემინდვრეობას, მესაქონლეობას, მებოსტნეობას, მეფუტკრეობას და შეწერილი ჰქონდათ გადასახადი 20 000 ახჩის ოდენობით.