აბასთუმანი (ადიგენის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბასთუმანი.
სოფელი
აბასთუმანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთი
მუნიციპალიტეტი ადიგენის მუნიციპალიტეტი
თემი ვარხანი
კოორდინატები 41°42′00″ ჩ. გ. 42°51′00″ ა. გ. / 41.70000° ჩ. გ. 42.85000° ა. გ. / 41.70000; 42.85000
ცენტრის სიმაღლე 1160
მოსახლეობა 256[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 85,2 %, სომხები 10,2 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
აბასთუმანი (ადიგენის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
აბასთუმანი (ადიგენის მუნიციპალიტეტი)
აბასთუმანი (ადიგენის მუნიციპალიტეტი) — სამცხე-ჯავახეთის მხარე
აბასთუმანი (ადიგენის მუნიციპალიტეტი)
აბასთუმანი (ადიგენის მუნიციპალიტეტი) — ადიგენის მუნიციპალიტეტი
აბასთუმანი (ადიგენის მუნიციპალიტეტი)

აბასთუმანი[2][3]სოფელი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში (ვარხანის თემი).[4] მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ოცხეს მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1160 მეტრზე. ადიგენიდან დაშორებულია 18 კილომეტრით.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 256 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[5] 371 181 190
2014[1] Decrease2.svg 256 133 123

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება აბასთუმანი, სახეცვლილი ფორმა „აბასთუბნისა“, წარმომდგარი უნდა იყოს ამ სოფელში მცხოვრებ აბასაძეთა (აბაზასძეთა) საგვარეულო სახელისაგან. სოფელი აბასთუმანი დადასტურებულია „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ (XVI საუკუნის მიწურული). ოსმალური ადმინისტრაციული დაყოფით აბასთუმანი ახალციხის ლივის ოცხის ნაჰიეში შედიოდა. 1829 წელს დაუბრუნდა საქართველოს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]