ზაზალო
| სოფელი | |
|---|---|
|
ზაზალო | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| თემი | უდე |
| კოორდინატები | 41°37′30″ ჩ. გ. 42°45′06″ ა. გ. / 41.62500° ჩ. გ. 42.75167° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 1480 მ |
| მოსახლეობა | 35[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ზაზალო — სოფელი სამხრეთ საქართველოში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ადიგენის მუნიციპალიტეტში (უდის ადმინისტრაციული ერთეული).[2]
მდებარეობს ახალციხის ქვაბულის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ქვაბლიანის ხეობაში, ზღვის დონიდან 1480 მეტრზე. დაბა ადიგენიდან დაშორებულია 18 კილომეტრით. სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხე და ნაეკლესიარი, ასევე მაჰმადიანური სამაროვანი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით 1595 წელს ახალციხის ლივის უდის ნაჰიეში შემავალ სოფელ ზაზალოში 4 კომლი ქართველი ცხოვრობდა. მათ მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, მუხუდო, ოსპი, სელი, ბოსტნეული კულტურები. ჰყავდათ ღორი, ფუტკარი, ცხვარი და წლიურად იხდიდნენ 7 500 ახჩას. XX საუკუნის დასაწყისში სოფლის მოსახლეობის უმრავლესობას კათოლიკეები შეადგენდნენ.[3] 1944 წლამდე ზაზალოში ასევე ცხოვრობდნენ მუსლიმი მესხები. მათი ქართული გვარები იყო ამილახვარი და ბოჭორიძე. ისინი შუა აზიაში გადაასახლეს. 1982 წელს კი სოფელი ხელმეორედ დასახლდა.[4] ამჟამად სოფელში უდელები ცხოვრობენ (15 კომლი).
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 35 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[2] | 63 | 32 | 31 |
| 2014[1] | 17 | 18 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერძენიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 299.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- 1 2 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ ანდერსენი ე., სამუსლიმანო საქართველო 1918-1921 წლებში და პირველი რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთი საზღვრის ფორმირება // საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება ასი წლის შემდეგ, თბილისი: თსუ, 2018. — გვ. 283, ISBN 978-9941-13-771-6.
- ↑ ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ