ვარხანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ვარხანი

ვარხანის მეჩეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ადიგენის მუნიციპალიტეტი
თემი ვარხანი
კოორდინატები 41°41′28″ ჩ. გ. 42°50′25″ ა. გ. / 41.69111° ჩ. გ. 42.84028° ა. გ. / 41.69111; 42.84028
ცენტრის სიმაღლე 1130
მოსახლეობა 671[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,4 %
სომხები 1,0 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ვარხანი — საქართველო
ვარხანი
ვარხანი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ვარხანი
ვარხანი — ადიგენის მუნიციპალიტეტი
ვარხანი

ვარხანისოფელი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ვარხანი, აბასთუმანი, ფარეხა, საღრძე).[1] მდებარეობს მდინარე ოცხის მარცხენა მხარეს, ბენარა-ბაღდათის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 1130 მეტრზე, ახალციხიდან დაშორებულია 22 კილომეტრით, ადიგენიდან 17 კმ. სოფელში დგას XIX საუკუნის მეჩეთი. საბჭოთა პერიოდში ვარხანის სასოფლო საბჭოში აგრეთვე შედიოდა სოფლები ბენარა, ნაქურდევი, უნწა, ქიქინეთი, შორაველი, წახანი, წახნისწყარო, ხარჯამი, ხევაშენი. მოქმედებდა მებოსტნეობა-მერძევეობის მეურნეობა[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1595 წლის „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით ახალციხის ლივის ალთუნკალეს ნაჰიეს (რ-ნი) ეკუთვნოდა, სადაც ცხოვრობდა 25 კომლი ქართველი. იხდიდნენ 14 000 ახჩას. 1870 წელს ვარხანში 52 კომლი ცხოვრობდა. 1944 წელს აქ მცხოვრები მაჰმადიანი ქართველები შუა აზიაში გადაასახლეს, აქ კი მოსახლეობა იმერეთიდან გადმოიყვანეს.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 671 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 814 375 439
2014[1] 671 321 350

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 188.
  • ჯიქია ს., „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“, წგ. 2-3, თბ., 1941-1958

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 317, თბ., 1979 წელი.
  3. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.