შინაარსზე გადასვლა

სან-ანტონიო სპურსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტეხას ჩეპერელსი)
სან-ანტონიო სპურსი
San Antonio Spurs
სან-ანტონიო სპურსის სეზონი 2012–13
სან-ანტონიო სპურსი ლოგო
სან-ანტონიო სპურსი ლოგო
კონფერენცია დასავლეთი
დივიზიონი სამხრეთ-დასავლეთი
დაარსდა 1967 (NBA შემოუერთდა 1976 წელს)
ისტორია დალას ჩეპერელსი (ABA)
1967–1970, 1971–1973
ტეხას ჩეპერელსი (ABA)
1970–1971
სან-ანტონიო სპურსი (ABA)
1973–1976
სან-ანტონიო სპურსი (NBA)
1976-დღემდე
არენა AT&T Center
ქალაქი სან-ანტონიო, ტეხასი
გუნდის ფერები შავი, ვერცხლისფერი და თეთრი
              
მფლობელ(ებ)ი პიტერ ჰოლტი
გენერალური მენეჯერი არ სი ბაფორდი
მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი
D-ლიგის კლუბი Austin Toros
ჩემპიონები 4 (1999, 2003, 2005, 2007)
კონფერენციის ტიტულები 4 (1999, 2003, 2005, 2007)
დივიზიონის ტიტულები 18 (1978, 1979, 1981, 1982, 1983, 1990, 1991, 1995, 1996, 1999, 2001, 2002, 2003, 2005, 2006, 2009, 2011, 2012)
ოფიციალური საიტი
{{{title}}} jersey
გუნდის ფერები
ძირითადი
{{{title}}} jersey
გუნდის ფერები
სარეზერვო

სან-ანტონიო სპურსი (ინგლ. San Antonio Spurs) — ამერიკის პროფესიონალური საკალათბურთო გუნდი, რომელიც მდებარეობს სან-ანტონიოში, ტეხასის შტატში. „სპურსი“ არის სამხრეთ-დასავლეთ დივიზიონის წევრი, რომელიც დასავლეთ კონფერენციას ეკუთვნის NBA-ში.

„სპურსი“ არის იმ ოთხ გუნდთაგან ერთ-ერთი, რომელიც 1976 წელს ამერიკული საკალათბურთო ასოციაციიდან (ABA) შემოუერთდა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას ამ ორი ლიგის გაერთიანებისას. „სპურსი“ არის ერთადერთი ყოფილი ABA-ს გუნდი, რომელმაც შეძლო NBA-ს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, ისტორიაში კი მათ ეს 4-ჯერ შელძეს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“, „ბოსტონ სელტიქსისა“ და „ჩიკაგო ბულზის“ შემდეგ.[1] 2009 წლის ივლისის მონაცემებით, „სპურსს“ გამარჯვების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი გააჩნია და ამ მაჩვენებლით NBA-ს ისტორიაში მესამე ადგილზე. მას შემდეგ რაც NBA-ში მონაწილეობს, გუნდმა მხოლოდ და მხოლოდ 4-ჯერ გამოტოვა პლეი-ოფი.

1976-1977 წლების სეზონიდან მოყოლებული (NBA-ში გადმოსვლის შემდეგ) გუნდმა 36 სეზონში დივიზიონის 18 ტიტულის მოპოვება შეძლო. უკანასკნელი 22 სეზონიდან, 21-ჯერ მოახერხეს პლეი-ოფში გასვლა. არ გაუცდენიათ პლეი-ოფი უკანასკნელი 15 სეზონის მანძილზე, მას შემდეგ რაც გუნდმა დრაფტზე ტიმ დანკანი აირჩია 1997 წელს. მას შემდეგ რაც „სპურსმა“ 2011-12 წლების სეზონი 50 მოგებით დაასრულა, გუნდი ფლობს რეკორდს ზედიზედ ყველაზე მეტი, 50-ზე მეტი გამარჯვება სეზონში, რაც უკვე 13-ჯერ შელძეს.

სპურსი სან-ანტონიოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპურსი არის ქალაქის ერთადერთი გუნდი ამერიკის 4 მთავარ ლიგაში, რომელსაც 5 წელზე მეტი უარსებია. სპურსის მოთამაშეები აქტიური წევრები არიან სან-ანტონიოს მოსახლეობისთვის, ამასთანავე ბევრი ყოფილი სპურსის მოთამაშე კვლავ აქტიურად მოღვაწეობს სან-ანტონიოში. მათ შორის არიან: დევიდ რობინსონი, რომელიც კერვერის აკადემიაში მოღვაწეობს[2], ჯორჯ გერვინი კი ჯორჯ გერვინის ახალგაზრდულ ცენტრში.[3]

სპურს დამყარებული აქვს რამდენიმე NBA დასწრების სარეკორდო მაჩვენებელი, როდესაც გუნდი "Alamodome"-ში თამაშობდა. მათ შორის ყველაზე დიდი დასწრება აქვს NBA ფინალში 1999 წელს.[4]

2003 წლიდან მოყოლებული, AT&T Center მასპინძლობს San Antonio Stock Show ასევე Rodeo-ს, რომელიც ცნობილია, როგორც „Rodeo Road Trip“.[5] სპურსმა ამ პერიოდში შეძლო არაერთი გამარჯვების მოპოვება გასვლით შეხვედრებში, რომელიც ზედიზედ ასახავს NBA-ის ყველაზე გრძელი გასვლითი შეხვედრების გამარჯვების რეკორდს : (8 მატჩის მოგება 9-იდან, რომელიც 2003 წელს დაამყარეს).[6]

როდესაც სპურსი იგებს NBA-ის ტიტულს, გუნდი ყოველთვის აწყობს დიდ პარადს,სადაც შედის : სან ანტონიოს მდინარეზე გემით გასეირნება.[7]

1997 წლიდან მოყოლებული, სპურსის გამარჯვების პროცენტული მაჩვენებელია 69.6, რაც საუკეთესო პროცენტულ შედეგად ითვლება ყველა პროფესიონალურ სპორტში.

ABA-ს წლები: დალას ჩეპერელსი (1967-1973)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დალას/ტეხას ჩეპერელსის ლოგო

სან-ანტონიო სპურსმა არსებობა დაიწყო დალას ჩეპერელსი-ის სახელწოდებით, ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში ასპარეზობას კი (ABA) 1967 წლიდან იწყებს. როდესაც 11 გუნდიდან ერთ-ერთი იყო დალას ჩეპერელსი ABA-ს, გუნდს სათავეში ედგა: გუნდის ლიდერი და მწვრთნელი- კლიფ ჰაგენი . გუნდის მეორე სეზონი იმედგაცრუებით დასრულდა, რადგანგუნდი მე-4 ადგილზე გავიდა, 41-37 ქულების მაჩვენებლით. 'პლეი-ოფში' კი მალევე დამარცხდნენ 'ნიუ-ორლეან ბუკანერსთან'.[8] ამასთანავე, გუნდის დიდი პრობლემა მცირე დასწრება იყო დალასში, რის გამოც 1970-71 წლებში გუნდს რეგიონალური სახელი შეუცვალეს და პირდაპირ 'ტეხას ჩეპერელსი' უწოდეს, რითაც უფრო მეტი ხალხის მოწვევას იმედოვნებდნენ, თუმცა ეს იდეაც კრახით დასრულდაა და 1971-72 წლებში გუნდს ისევ პირვანდელი სახელი დაუბრუნდა.[9]

ABA-ს წლები: სან-ანტონიო (1973-1976)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სან-ანტონიო სპურსის ლოგო 1973-1989 წლებში.

როდესაც ჩეპერელსმა პოპულარობა მოიპოვა ხალხში, მფლობელებმა ფინანსურ მოგებაზეც დაიწყეს ფიქრი,ამიტომ ისინი შედარებით ნაკლებ ფულს ხარჯავდნენ გუნდზე. მას შემდეგ, რაც გუნდმა 1972-73 წლის სეზონში პირველად გამოტოვა 'პლეი-ოფი', მფლობელებმა გუნდის ქციების გაყიდვა გადაწყვიტეს. 'სან-ანტონიოსი' 36 კაციანმა ბიზნესმენთა ჯგუფმა შეისყიდა, ამ იდეას ლიდერობდნენ ანჯელო დროსო, ჯონ შაფერი და რედ მაკკომბსი . მათ სურდათ, რომ გუნდს კიდევ 3 წელი ეარსება დალასში და შემდგომ უკვე სან-ანტონიოში გადასულიყო. შეთანხმება კი შემდეგნაირად იქნა მიღწეული: თუ გუნდის შესყიდვა არ მოხდებოდა ამ დროის მანძილზე, 1975 წლისთვის გუნდი ისევ დალასშიდაბრუნდებოდა. ხელშეკრულების მიღწევის შემდეგ, მოხდა გუნდის სახელის შეცვლა'სან-ანტონიო განსლინგერსი'-ს სახელი,.[10] თუმცა ვიდრე გუნდი პირველ მატჩს ჩაატარებდა, მას და 'სპურსი' უწოდეს. გუნდის პირველი სახე : წითელ,თეთრსა და ლურჯ ფერებში შეცვლილ იქნა ცნობილ: შავ,ვერცხლისფერ და თეთრ ფერებში, რომელსაც გუნდი კვლავ იყენებს.

მიუხედავად იმისა, რომ სპურსს 6 000 ხმაურიანი გულშემატკივარი ამხნევებდა, პირველ მატჩში, რომელიც ჰემისფეირ არენაზე შედგა, 'სპურსი' , 'სან-დიეგო კონქუისტედორ'-თან დამარცხდა. 'სპურსი'-ს დაცვა გუნდის ყველაზე დადებითი მხარე იყო, რომელიც ოპონენტს 100 ქულის დაეგროვების საშუალებას არ აძლევდა. სწორედ ამიტომ , გუნდმა დაამყარა რეკორდი ABA ისტორიაში 49-ე ასეთი შემთხვევით. 'სპურსი'-ს ადრეულ წლებში, როდესაც ABA-ში გამოდიოდა, გუნდს ლიდეორბდა ვეტერანი- ჯეიმზ სილასი; იანვარში კი გუნდმა შეძლო ჯორჯ "ყინულის კაცი" გერვინის დამატება. ABA ცდილობდა არ მომხდარიყო გერვინის ხელშეკრულების გაფორმება, მაგრამ მოსამართლემ სპურსის მხარე დაიჭირა და საბოლოოდ ჯერვინის დებიუტი 7 თებერვალს შედგა. სპურსმა სეზონი 45-39 დაასრულა, რაც საკმაოდ კარგ შედეგს წარმოადგენდა მე-3 ადგილოსანისთვის დასავლეთ დივიზიონში. 'პლეი-ოფში' გუნდი შეხვდა ინდიანა პეისერსს და სამწუხაროდ მხოლოდ და მხოლოდ მე-7 თამაშში იქნა დამარცხებული. საბოლოოდ სარფიანი გამოდგა გუნდისსან-ანტონიოში გადასვლა, სადაც თითო თამაშში 6 300 გულშემატკივრის მოზიდვას ახერხებდა,რაც დალას ჩეპერელსისთვის მხოლოდ და მხოლოდ 18 თამაშის საერთო მაჩვენებელი იყო. დროსომ და მაკკომბსმა იცოდნენ,რომ სიტუაცია ესე წარიმართებოდა და ამიტომაც გადადგეს ეს ნაბიჯი. ერთი წლის შემდეგ, მათ შეასრულეს შეთანხმება და გუნდი შეისყიდეს, რითაც შეძლეს გუნისსან-ანტონიოში დატოვება.[11]

გუნდმა მალევე შეძლო ჰემისფაირ არენაზე ადაპტაციის გავლა, სადაც მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის არმიის მოზიდვა შეძლო. გუნდმა 1974-75 წლის სეზონი 17-10 შედეგით დაიწყო, რასაც თან მოჰყვა მთავარი მწვრთნელი- ტომ ნისელკის გათავისუფლება დაკავებული პოსტიდან. მფლობელებმა კი ეს გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ დაიღალნენ გუნდის ნელი დაცვითი თამაშის სტილით. მწვრთნელის რანგში კი გუნდს ბობ ბაში ჩაუდგა, რომელმაც ახალი თამაშის სტილისაკენ გადააწყო გუნდი: "ეს არის თავდაჯერება.გუნდეს ვერ გადააწყობთ 48 წუთში თავდასხმით სტილზე,ამიტომ უნდა მისცეთ უფლება ხანდახან სკოლის კალათბურთიც ითამაშონ". ეს კომენტარი გულზე მოხვდა ჯორჯ გერვინს და ჯეიმზ სილას, რის გამოც 'სპურსი' უმალვე გახდა სწრაფი შემტევი გუნდი,სეზონი კი სოლიდური 51-33 შედეგით დაასრულა, რაც მე-2 ადგილისთვის ბრწყინვალე შედეგი იყო დასავლეთში. გერვინმა განაცხადა: "ჩვენი დავალება იყო გვესროლა ფარის მიმართულებით 100-ჯერ, ჩვენ უნდა გვესროლა 107-ჯერ". მიუხედავად ამისა , გუნდი 'პლეი-ოფ'-ში სპურსი დამარცხებული იქნა ინდიანა პეისერსის მიერ 6 თამაშში.

მიუხედავად 'პლეი-ოფ'-ის წარუმატებლობისა, სპურსმა მალევე გამოაჩინა თავი ABA ტოპ გუნდებს შორის, აქედან გამომდინარე არენაზე დასწრებაც უფრო და უფრო მეტი ხალხისთვის ხდებოდა მიმზიდველი. ამ ყველაფერს ხელს ისიც უწყობდა, რომ სან-ანტონიოში მოსახლეობის რაოდენობა 650 000 ადამიანს აღწევდა(რითაც უდიდეს ქალაქებში მოსახლეობის მიხედვით მე-7 ადგილს იკავებდა მთელს აშშ-ში). 1976 წლის ივნისში მოხდა ABA-სა და NBA-ს გაერთიანება, რითაც სპურსმა შეძლო ახალ ლიგაში პროფესიონალური გუნდის სტატუსით გადასვლა. სპურსის გარდა 1976-77 წლის სეზონისთვის, NBA-ში გადასვლა მოახერხა დენვერ ნაგეტსმა, ინდიანა პეისერსმა და ნიუ-იორკ ნეტსმა

სპურსმა და კიდევ ABA-ს სამმა გუნდმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ გადაეხადათ ABA-ს ორი ძლიერი გუნდისთვის, რომლებიც გაერთიანების დროს გაუქმდა. ჯონი ბრაუნ უმცრ. რომელიც კენტუკი კოლონელსის მფლობელი იყო, მიიღო 3 მილიონი აშშ დოლარი, რომელმაც მოგვიანებით NBA-ის ბუფალო ბრეივზი და უფრო მოგვიანებით კი ბოსტონ სელტიქსი შეისყიდა, მას შემდეგ რაც გაყიდა ვარსკვლავი გარდი ლუი დემპიერი სპურსის რიგებში. სენტ-ლუის სპირიტსის მფლობელებმა მიიღეს ყველა ტელევიზიიდან მოგება NBA-ის ყველა ჩვენებისას, რაც სპურსის სატელევიზიო მოგების 1/7 შეადგენდა წელიწადში. ამ შეთანხმებამ დიდი ფინანსური წნეხის ქვეშ დააყენა სპურსი და ასევე სამი ყოფილი ABA-ს კლუბები.[12]

NBA-ს წლები: ჯორჯ გერვინის წლები (1976-1985)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპურსმა ახალ ლიგაში პირველი სეზონი არცთუ ისე ცუდად დაიწყო და 1976-77 წლის სეზონი 44-38 შედეგით დაასრულა, რაც ნორმალური შედეგი იყო მე-4 ადგილოსანისთვის, რომელიც მან აღმოსავლეთ კონფერენციაში დაიკავა. ეს კი კარგი შედეგი იყო ABA გუნდისთვის, რადგან სხვა ლიგიდან შემოერთებულ გუნდებს ლიმიტირებული ჰქონდათ დრაფტზე არჩევანი, ასევე სატელევიზიო ჩვენებები და ფინანსებთან დაკავშირებული საქმიანობაც არცთუ ისე სახარბიელო იყო ადრეულ წლებში. ასევე ამ წლებში დაწიყო ახალი მეტოქეობა ჰიუსტონ როკეტსთან, გუნდთან რომელიც ასევე ტეხასიდან იყო 5 წლის განმავლობაში.

1977-78 წლის სეზონში, ჯორჯ გერვინი და დევიდ თომფსონი, რომელიც დენვერ ნაგეტსიდან იყო, იბრძოდნენ მექულის ლიდერობისთვის. სეზონის ბოლო დღეს, თომფსონმა აიღო გუნდის ლიდერობა და 73 ქულა მიითვალა დეტროიტ პისტონის წინააღმდეგ. გერვინმა იცოდა რომ მას 58 ქულა სჭირდებოდა ნიუ-ორლეან ჯაზის წინააღმდეგ. გერვინმა ბრწყინვალედ დაიწყო 1/4 და ანგარიშზე 20 ქულა მიითვალა. მეორე პერიოდში "ყინულის კაცი" უფრო უკეთესად გამოვიდა და ერთი პერიოდის რეკორდი დაამყარა და მხოლოდ მე-2 პერიოდში 33 ქულა ჩააგდო. ხოლო მესამე პერიოდის დასაწყისში, გერვინმა შეძლო და 58 ქულა მოაგროვა. როდესაც გერვინი ცდილობდა პირადი ჯილდოს მოპოვებას, ამ დროს სპურსი ეუფლებოდა ცენტრალური დივიზიონის ტიტულს 52-30 შედეგით. მიუხედავად ასეთი წარმატებისა, სპურსმა პლეი-ოფში ცუდად გამოიჩინა თავი და 6 თამაშში იქნა დამარცხებული ვაშინგტონ ბულეტსის მიერ, სერია სადაც მხოლოდ გერვინზე არ იქნა დამოკიდებული, რომელმაც საშუალო მაჩვენებელი 33.2 ქულამდე აიყვანა. შემდეგ სეზონში 1979 კონფერენციის ფინალში, სპურსი ლიდერობდა 3-1 ვაშინგტონ ბულეტსის წინააღმდეგ, თუმცა ვაშინგტონმა შეძლო 3-ვე თამაშში გამარჯვება, განსაკუთრებით კი მე-7 თამაშის გამორჩევა შეიძლება, სადაც მათ 107-105 მოიგეს. ამის შემდეგ, სპურსს მოუწია 20 წლის დალოდება, რომ კვლავ ანალოგიურ ეტაპზე - კონფერენციის ფინალში გასულიყო.

პლეი-ოფში წარუმატებელი თამაშის მიუხედავად, სპურსმა პირველი NBA-ში გატარებული 7 წლის განმავლობაში 5 დივიზიონის ტიტულის მოიპოვება შეძლო, მაგრამ არ გაუმართლა პლეი-ოფში, სადაც წააგო ისეთ გუნდებთან, როგორებიც არიან ვაშინგტონ ბულეტსი, ბოსტონ სელტიქსი, ჰიუსტონ როკეტსი და ლოს-ანჯელეს ლეიკერსი.

1980-იან წლებში სპურსმა მცირედი პროგრესირება დაიწყო. ისინი წარმატების მოპოვებას აგრძელებდნენ 1970-იანი წლებზე უკეთ. 1980-81 წელს სეზონი 52-30 შედეგით, 1981-82 წლის სეზონი 48-43, 1982-83 წლის სეზონი 53-29 დაასრულეს (ეს იყო იმ პერიოდში როდესაც გუნდი დასავლეთ კონფერენციაში გადავიდა). თუმცა რეგულარული სეზონის შედეგების გაუმჯობესება ვერაფერს შველოდა და სპურსი კვლავ ვერ ახერხებდა პლეი-ოფში თავის გამოჩენას და NBA ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას. 1981 წლის პლეი-ოფში დასავლეთ კონფერენციის პირველ რაუნდში დამარცხდა ჰიუსტონ როკეტსის და 1982 წელს ლოს-ანჯელეს ლეიკერსის წინააღმდეგ 4 თამაშში. 1983 წელს კი დასავლეთ კონფერენციის ფინალში 6 თამაშში დამარცხდა. ამ წლებში ლეიკერსის მეჯიქ ჯონსონი და კარიმ აბდულ-ჯაბარი უძლეველი ბარიერი იყო სპურსისთვის. სპურსს 1995 წლამდე აღარ მიუღწევია კონფერენციის ფინალამდე .

1984-85 წლის სეზონის შემდეგ, გერვინი, რომელიც უპირობოდ ყველაზე დიდი ვარსკვლავი იყო გუნდში, გაშვებული იქნა ჩიკაგო ბულზში, რითაც მისი ერა დასრულდა კიდეც სან-ანტონიოში.

შემდეგი 4 სეზონის განმავლობაში სპურსის ისტორიაში რთული პერიოდი დადგა, როდესაც 1985-86 წლიდან 1988-1989 წლამდე, გუნდის შედეგი 115-213 იყო. წაგებების სერია და გულშემატკივრების კლება არენაზე, პოტენციურ გუნდს სხვა ქალაქში გადასვლისკენ მიუთითებდა. ამ პერიოდში, ერთადერთი ნათელი წერტილი 1987 წლის NBA დრაფტზე გუნდის მიერ დევიდ რობინსონის არჩევა იქნებოდა, რომლის გამოყენებაც გუნდს მხოლოდ 1989-90 წელს შეეძლებოდა, რადგან რობინსონი აშშ საზღვაო ძალებში ირიცხებოდა. ასევე ეს ყველაფერი იყო ერთგვარი სპეკულაცია,თითქოს რობინსონი არ გააფორმებდა სპურსთან კონტრაქტს როდესაც საზღვაო ძალებში დაასრულებდა მოღვაწეობას.[13][14] საბოლოოდ რობინსონმა გადაწყვიტა ჩასულიყო სან-ანტონიოში.

1988-1989 წლის სეზონი,მეორე, ყველაზე ცუდი სეზონი გამოდგა სპურსის ისტორიაში, სადაც გუნდმა 21-61 შედეგით დაასრულა. მიუხედავად ამისა, ეს სეზონი სხვა დადებითი მხარეებით შეიძლება გამოვარჩიოთ: ეს სეზონი გამოდგა პირველი, როდესაც რედ მაკკომბსმა გუნდიტ სრული მფლობელობა მოიპოვა; იგი ოდითგანვე ამ გუნდის ინვესტორი იყო და სოლიდური დამხარებაც გაუწია გუნს წარმატების მოპოვებაში. ასევე 1988-1989 წლების სეზონში გუნდმა მთავარი მწვრთნელის რანგში დანიშნა ლარი ბრაუნი, რომელიც გადმოყვანილი იქნა NCAA (ნაციონალური კოლეჯის ათლეტური ასოციაცია), სადაც მან კანზას უნივერსიტეტთან ერთად 1988 წელს შეძლო ჩემპიონობის მოპოვება.

დევიდ რობინსონის ერა (1989-1997)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სპურსის ლოგო 1989–2002 წლებში

1989-90 წლების სეზონიდან საბოლოოდ რობინსონი შეუერთდა გუნდს, მას შემდეგ რაც საზღვაო ძალებში დაამთავრა კარიერა. მის გამოჩენას დიდი მოლოდინით ელოდნენ, ასევე არავინ გამორიცხავდა, რომ საუკეთესო სეზონს ჩაატარებდა ახალბედებს შორის. რობინსონის ლიდერობით, 1989 წელს, ასევე 1989 წლის დრაფტზე შონ ელიოტთან და ტერი კამინგსთან ერთად, რომელიც თავისუფალ აგენტად გადმოიბირა მილუოკი ბაქსიდან გუნდმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა 5 წლიანი კრიზის შემდეგ, სადაც სეზონი საბოლოოდ 56-26 დაასრულა, რამაც შუა-დასავლეთ დივიზიონის პირველ ადგილზე გადაიყვანა და დივიზიონის ტიტული პირველად მოიგეს ბოლო 7 წლის განმავლობაში.

თუმცა სპურსმა დასავლეთ კონფერენციის ნახევარ ფინალში წააგო პორტლენდ ტრეილ ბლეიზერთან. რობინსონმა ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი და წარმატებული ახალბედის სეზონი ჩაატარა მთელი NBA ისტორიაში როგორც ცენტრის მოთამაშემ, სადაც საბოლოოდ დასახელებული იქნა წლის ახალბედად, საშუალო მონაგარი კი 24.3 ქულა და 12.0 მოხსნა ჰქონდა.

სპურსმა 90-იანი წლები ოპტიმისტურად დაიწყო. გუნდი გახდა პლეი-ოფის ერთ-ერთი ფავორიტი, თუმცა წარმატებას მაინც ვერ ახერხებდა ბრაუნის ხელში. 1991-92 წლის მეორე ნახევრისკენ მაკკომბსმა პოსტიდან გაათავისუფლა ბრაუნი და ჩანაცვლება ბობ ბაშით მოახდინა, რომელმაც სეზონი "დროებითი მწვრთნელის" სახელით დაასრულა. რობინსონი ტრავმიანობამ შეაწუხა და საბოლოოდ კონფერენციის პლეი-ოფის პირველ რაუნდში დამარცხებული იქნა ფინიქს სანის მიერ. სეზონის დასრულების შემდეგ, მაკკომბსმა გუნდში ჯერი ტარკანიანი მოიყვანა, რომელიც პირველი 20 ტურის შემდეგ გაშვებული იქნა, რადგან გუნდი 9-11 შედეგით იყო ამ პერიოდში, ამის შემდეგ კი მწვრთნელის პოსტი ვეტერანმა ჯონ ლუკასმა დაიკავა. ეს იყო ლუკასისთვის პირველი NBA გუნდი, თუმცა ლიგის წრეში ლუკასი აღიარებული იქნა მწვრთნელი, რომელიც ეხმარებოდა კალათბურთელებს ნარკოტიკზე დაოკიდებულებაზე უარის თქმაში.

ლუკასის ერა წარუმატებლობით დაიწყო, რადგან დარჩენილ რეგულარული სეზონის მატჩებში მან 39-22 დაამთავრა, ხოლო კონფერენციის ნახევარ-ფინალში კი კვლავ ფინიქს სანთან დამარცხდა. 192-93 წლის სეზონი იმითაც არის აღსაღნიშნავი, რომ გუნდმა ბოლოჯერ ითამაშა HemisFair Arena-ზე. 1993 წელს, ადგილობრივმა ბიზნესმენმა პიტერ ჰოტლმა თავის 22 კაციან ჯგუფთან ერთად შეძლო გუნდში ინვესტიციების ჩადება და საბოლოოდ შესყიდვა რედ მაკკომბსისგან 75 მილიონ დოლარად.

ალამოდომი, სპურსის საშინაო არენა 1993-2002 წლებში.

შემდეგ სეზონში სპურსმა "ალამოდომში" გადაინაცვლა და 55-27 შედეგით დაასრულა სეზონი, პლეი-ოფში კი პირველივე რაუნდში იუტა ჯაზთან გამოვარდა, რასაც უმალვე მოჰყვა ლუკასის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლება. სეზონის დასაწყისში გუნდმა გულშემატკივრების ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე ელიოტი გაუშვა დეტროიტ პისტონსში, რითაც შეძლეს დაბრუნება მოხსნების ვარსკვლავ დენის როდმენის.

ლუკასის ადგილი პეისერსის ყოფილმა მწვრთნელმა ბობ ჰილმა დაიკავა 1994-95 წლების სეზონში, რომელმაც სპურსის ისტორიაში ყველაზე წარმატებული რეგულარული სეზონი ჩაატარებინა, რეკორდს კი გუნდი 2006 წლამდე ინარჩუნებდა. სეზონის შედეგი კი 62-20 იყო, რაც 60 გამარჯვება პირველად მოხდა გუნდის ისტორიაში. დევიდ რობინსონი დასახელებული იქნა ლიგის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ (MVP). სპურსმა შეძლო და გავიდა დასავლეთ კონფერენციის ფინალში, მაგრამ წააგო შემდგომ უკვე NBA ჩემპიონ ჰიუსტონ როკეტსთან 4-2. MVP ჯილდოს დევიდ რობინსონის გადაცემის შემდეგ, ჰაკიმ ოლეიუონმა დომინირება დაიწყო და 42-22 ქულაზე დაამთავრა რობინსონთან, როკეტსმა კი 1 ქულით შეძლო გამარჯვება. სპურსმა მეორე თამაში წააგო შინ, თუმცა მე-3 და მე-4 თამაშები მოიგო ჰიუსტონში. სპურსმა მე-5 მატჩში შინ დათმო 35 ათასი გულშემატკივრის თვალწინ 111-90, ხოლო სერია კი შემდეგ მე-6 თამაშშივე დამთავრდა ჰიუსტონში. სეზონის შემდეგ, გუნდმა დენის როდმენი გაუშვა ჩიკაგო ბულზში, სადაც დაეხმარა კიდეც გუნდს შემდეგი 3 NBA ტიტულის მოპოვებაში.

სპურსმა მომდევნო 1995-96 წლის სეზონი ჰილის დაქვემდებარების ქვეშ 59-23 დაასრულა, ხოლო პლეი-ოფში დასავლეთ კონფერენციის ნახევარ-ფინალში დამარცხდა ჯაზთან. 1996-97 წლის სეზონში კი გუნდში ტრავმიანობა იყო, როგორც რობინსონის, ასევე ელიოტის. ამ ორი მოთამაშის გარეშე გუნდი ულიდერო შემადგენლობას ჰგავდა. ერთადერთი ნორმალური მოთამაშე ამ დროს უილკინსი იყო, რომლის მოვალეობაშიც სკამიდან შემოსვლა იყო, სადაც საბოლოოდ საშუალო მაჩვენებელი 18.2 ქულა ჰქონდა. სპურსმა სეზონი 20-62 შედეგით დაასრულა, ეს კი ყველაზე საშინელი შედეგი იყო გუნდის ისტორიაში და ასევე ერთადერთი შემთხვევა ბოლო წლების მანძილზე, როდესაც გუნდმა პლეი-ოფის საგზური ვერ მოიპოვა. ჰილმა მხოლოდ 18 მატჩი ჩაატარა სეზონში, სადაც შემდგომ შეცვლილი იქნა სპურსის გენერალური მენეჯერ გრეგ პოპოვიჩით, რომელსაც ბრაუნის დროს დამხმარე მწვრთნელის გამოცდილებაც ჰქონდა.

1996-97 წლის სეზონი არ იყო წარმატებული გუნდისთვის, როგორც პარკეტზე, თუმცა მაინც იყო პოზიტიური მხარეებიც: მესამე ყველაზე ცუდი შედეგით დასრულებული სეზონის შემდეგ, გუნდმა დრაფტზე პირველი არჩევის საშუალება მოიპოვა, სადაც მათ ბრწყინვალედ გაართვეს თავი და აიყვანეს ტიმ დანკანი.

ტიმ დანკანის 1997 წლის NBA დრაფტზე არჩევა იყო გარდამტეხი სპურსის ისტორიისთვის.

ტიმ დანკანი და რობინსონი (1997-2003)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სპურსის ლოგო 2002-დღემდე

დანკანმა მალევე დაიწყო 1997-98 წლების სეზონში დომინირება, სადაც საშუალო 21.1 ქულას და 11.9 მოხსნას აგროვებდა თითოეულ თამაშში როგორც ფორვარდი. დანკანი დასახელებული იქნა NBA All Star პირველ გუნდში, ამავე დროს მოიგო "წლის ახალბედის" ტიტული. სპურსმა საბოლოოდ სეზონი 56-26 შედეგით დაასრულა, რითაც გააუმჯობესეს თავისი რეკორდი "ყველაზე გაუმჯობესებული ერთი სეზონის შედეგით", თუმცა კიდევ ერთხელ დამარცხდნენ დასავლეთ კონფერენციის ნახევარ-ფინალში იუტა ჯაზის წინააღმდეგ. 1998 წლის 14 მარტს, როდესაც შინ მართავდა შეხვედრას ჩიკაგო ბულზის წინააღმდეგ, მოხდა დასწრების რეკორდული მაჩვენებელი - 37 492. ალამოდომში ეს ხალხის რაოდენობა მოვიდა, რადგან ენახა მაიკლ ჯორდანის უკანასკნელი ვიზიტისთვის როგორც ბულზის წევრი, რომელმაც საბოლოოდ მე-3 ზედიზედ ჩემპიონის ტიტული მოიტანა, ხოლო უკანასკნელ 8 წელში კი 6 ტიტულის მოპოვება შეძლო.

ჯანმრთელი რობინსონის და დანკანის ლიდერობით, რომლებსაც ასევე ვეტერანი მარიო ელი და ჯერომ კერსი ედგათ გვერდში, მომავალ სეზონს დიდი იმედით ხვდებოდნენ. ასევე ცდილობდნენ სეზონი ცოტათი ადრე დაეწყოთ და ევარჯიშათ ერთად, რომ უფრო შეთამაშებულები ყოფილიყვნენ, თუმცა NBA მფლობელებმა, რომელსაც რწმუნებული დევიდ სტერნი მეთაურობდა, გამოაცხადეს გაფიცვა მოთამაშეებთან ხელშეკრულებების გამო. სეზონი გადადებული იქნა და მხოლოდ 1999 წლის იანვარში იქნა დაწყებული.

შემოკლებული 50 მატჩიანი სეზონის დროს, სპურსმა საბოლოოდ ლიგაში საუკეთესო 37-13 შედეგით დაასრულა (.740 მოგების რატიო). გუნდი იყო უბრალოდ დომინანტი პლეი-ოფში, სადაც 11-1 დაასრულა დასავლეთი კონფერენცია, მათ შორის 4-0 ნახევარ-ფინალში ლოს-ანჯელეს ლეიკერსის წინააღმდეგ და კონფერენციის ფინალშიც 4-0 პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის წინააღმდეგ. NBA ფინალში სპურსი დაუპირისპირდა ნიუ-იორკ ნიქსს, რომლებმაც შეძლეს ლიგის ისტორიის მანძილზე პირველად (და დღემდე ერთადერთი გუნდია) ფინალში გავიდნენ მე-8 ადგილიდან, ხოლო 25 ივნისს 5 თამაშში შეძლო დამარცხება სპურსმა და საბოლოოდ გუნდის ისტორიაში პირველი NBA ტიტული მოიპოვეს მედისონ სკვერ გარდენში. დანკანი იქნა დასახელებული NBA ფინალის MVP. ასევე სპურსს სარეკორდო მაჩვენებელი გაუმჯობესდა, როდესაც ალამოდომში 39 514 მაყურებელი შეიკრიბა. ასევე სპურსი გახდა პირველი ყოფილი ABA გუნდი, რომელმაც გააღწია NBA ფინალში, და ასევე იყო პირველი ABA-ს გუნდი, რომელმაც მოიგო NBA ჩემპიონის ტიტული და დღემდე ერთადერთია ამ საკითხში.

მას შემდეგ რაც გუნდმა მოიგო NBA ჩემპიონობა, სპურსი კვლავ ინარჩუნებდა საუკეთესო გუნდის სტატუსს ლიგაში 1999-2000 წლების სეზონში, სადაც შუა-დასავლეთ დივიზიონში პირველი ადგილი დაიკავა. თუმცა სეზონის მეორე ნახევრისკენ, დანკანმა მუხლის ტრავმა მიიღო და სპურსმა მეორე ადგილზე დაასრულა რეგულარული სეზონი 53-29 შედეგით. დანკანის გარეშე, სპურსი იქნა დამარცხებული პლეი-ოფში ფინიქს სანსის მიერ 4 თამაშში.

სპურსმა დაასრულა 58-24 შედეგით შემდეგი ორი 2000-01 და 2001-02 სეზონები, პლეი-ოფში კი კონფერენციის ფინალში და 2002 წელს კი კონფერენციის ნახევარ-ფინალში, ორივეჯერ 5 თამაშში და ორივეჯერ ლოს-ანჯელეს ლეიკერსის წინააღმდეგ წააგო.

კვლავ ჩემპიონები (2002-2003)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002-03 წლების სეზონში, გუნდმა იცოდა, რომ ეს სეზონი იქნებოდა დასამახსოვრებელი სულ ცოტა ორი მიზეზის გამო. ერთი ის იყო, რომ რობინსონმა განაცხადა, რომ ეს იქნებოდა მისი უკანასკნელი სეზონი NBA-ში. ასევე გუნდი გადადიოდა ახალ არენაზე - SBC Center (რომელიც მოგვიანებით AT&T ცენტრი გახდა). ასევე გუნდმა დაიბრუნა პირველყოფილი გუნდის ფერები ვერცხლისფერი, შავი და თეთრი და ლოგოზეც შესაბამისად ეს ფერები იქნა გამოსახული.

სპურსი სტუმრად თეთრ სახლში 2003 წელს ჩემპიონობის შემდეგ.

სპურსის ახალი ვერსია იყო ძალიან განსხვავებული იმ გუნდისგან, რომელმაც რამდენიმე წლის წინ მოიგო ჩემპიონის ტიტული. მეორე-წლის ფრანგი ვარსკვლავი ტონი პარკეტი არჩეული იქნა 2001 წლის დრაფტზე სპურსისთვის პირველ ნომრად, რომელმაც 2002-03 სეზონი სპურსის დამწყები პოინტ გარდი იყო. ასევე გუნდში გადმოვიდნენ 3 ქულიანი მოთამაშეები, როგორებიც არიან: სტეფან ჯექსონი, დენი ფერი, ბრიუს ბოუენი, სტივ კერი, სტივ სმიტი და არგენტინელი მანუ ჯინობილი, რომელიც 1999 წლის დრაფტზე იქნა არჩეული მეორე ნომრად და NBA სეზონს კი პირველად ატარებდა. უსახური სეზონის დაწყების მიუხედავად, სადაც მათ პირველი ორი თამაში წააგეს, გუნმა შეძლო SBC Center-ში ტორონტო რაპტორსის 91–72 დამარცხება.[15] იანვრის თვეში გუნდი უკვე 19-13 შედეგით იყო. მძიმე იყო 25 იანვრიდან 16 თებერვლამდე განკუთვნილი კალენდარი, სადაც გუნდს 9 გასვლითი თამაში უნდა ჩაეტარებინა, თუმცა გუნდმა ბრწყინვალედ გაართვა ამ სიტუაციას თავი და 8 თამაშის მოგება შეძლო, საბოლოოდ კი სეზონი დალას მევერიქსთან გათანაბრებული შედეგით 60-22 დაასრულა, რაც ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო იმ წელს. სპურსმა შეძლო ზედიზედ მესამეჯერ დივიზიონის ტიტულის მოპოვება, ხოლო დანკანმა მეორეჯერ შეძლო NBA-ს MVP ტიტულის მოპოვება.[16]

პლეი-ოფში სპურსმა დაამარცხა სანსი, ლეიკერსი და მევერიქსი, NBA ფინალში კი ნიუ-ჯერსი ნეტსის შეხვდა. ეს შეხვედრა აღსაღნიშნავი ფაქტი იყო, რადგან ორი ABA ყოფილი გუნდი პირველად შეხვდა ერთმანეთს ამ ეტაპზე. საბოლოოდ სპურსმა შეძლო სერიის 4-2 მოგება. როთაც ისტორიაში მეორე NBA ჩემპიონის ტიტული ჩაიწერეს ანგარიშზე. დანკანი დასახელებული იქნა როგორც NBA რეგულარული სეზონის, ასევე ფინალის MVP. რობინსონმა როგორც თქვა სეზონის დაწყების წინ, ისეც მოიქცა და საბოლოოდ წავიდა კალათბურთიდან. NBA ჩემპიონის ტიტულის მოპოვებით, სპურსმა ხელი შეუშალა ნიუ-ჯერსის რომ ერთ სეზონში დუბლი შეესრულებინა NBA და NHL მოგებით (ნიუ-ჯერსი დევილსმა შეძლო მოგება NHL სტენლის თასი).

დიდი სამეული (2003-დღემდე)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ რაც გუნდმა მეორე NBA ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და დევიდ რობინსონმა თავი დაანება თამაშს, სან-ანტონიოს დაცვა უკვე იმდენად მედგრად ვეღარ იდგა, ასევე მოხდა პოინტ გარდ სპიდი კლაქსტონის უორიორსში გაშვება, სტეფან ჯექსონის კი ატლანტაში. როტაციისთვის გუნდი შეივსო ისეთი კალათბურთელებით, როგორებიც არიან რეშო ნესტეროვიჩი მინესოტადან, რომელსაც იდეაში რობინსონის საქმე უნდა შეესრულებილა. თურქოღლუ გადმობირებული იქნა საკრამენტოდან, მას შემდეგ რაც სახელფასო ჭერმა არ შეუწყო ხელი საკრამენტოს. ასევე ყველაზე აღსაღნიშნავი გადმონაბირი იყო ვეტერანი რობერტ ჰორის გადმოსვლა.

სპურსი თამაშობდა 9 ახალ მოთამაშესთან ერთად, სადაც თავიდანვე ირეოდა ყველაფერი და გუნდს დევიდ რობინსონის არ ჰყოფნა ეტყობოდა, მიუხედავად ამისა 3 დეკემბრისთვის გუნდის შედეგი 9-10 იყო. თუმცა სპურსმა შეძლო სეზონის შემოტრიალება და დეკემბერში ზედიზედ 13 თამაშიანი გამარჯვებების სერია გამოაცხო, რითაც დაუბრუნდა NBA ცხრილში ტოპ ადგილს. სპურსი იბრძოდა მთელი წელი დასავლეთ კონფერენციის უმაღლეს ადგილისთვის, რაშიც ასევე სეზონის დამთავრებისას 11 ზედიზედ მოგება შეძლეს კიდეც. თუმცა 1 მოგებით ნაკლები ჰქონდათ და ვერ შეძლეს დივიზიონის ტიტულის მოგება. პლეი-ოფის პირველ რაუნდში სპურსმა მემფის გრიზლი 4 თამაშში დაამარცხა, ხოლო მეორე რაუნდში უკვე გუნდს მოწინააღმდეგის რანგში ლოს-ანჯელეს ლეიკერსი ელოდა. სპურსის გამარჯვებების სერია გრძელდებოდა და პირველი 2 თამაშის მოგება შეძლეს შინ, რითაც რეგულარული სეზონის ჩათვლით ზედიზედ გამარჯვებების რიცხვი 17-მდე გაზარდეს. შემდეგი ორი თამაში ლოს-ანჯელესში შედგა და სპურს ძალიან გაუჭირდა, საბოლოოდ კი სერია 2-2 გახდა. მე-5 მატჩში, რომელიც SBC Center-ში შედგა, ტიმ დანკანმა შეძლო სპურსისთვის ლიდერობის მოტანა და ტაბლოზე 73-72 დააფიქსირა თამაშის დასრულებამდე 0.4 წამით ადრე. თუმცა ლეიკერსის დერეკ ფიშერმა თამაშის მომგები სროლა განახორციელა და ანგარიშიც ლეიკერსის სასარგებლოდ 74-73 დასრულდა, რითაც სპურსი სერიას უკვე 2-3 აგებდა.[17][18][19] სპურსმა პროტესტი განაცხადა უკანასკნელ სროლაზე, მათი თქმით წამზომი გვიან ჩაირთო, თუმცა მოხსენებაში აღნიშნულია სამი ოფიციალური დამსწრეს მიერ,[19][20] რომ ფიშერმა შეძლო ბურთის ჩაგდება, ვიდრე თამაში დასრულდებოდა.[19][21] ამ ყველაფრის შემდეგ, მე-6 თამაშში, რომელიც ლოს-ანჯელესში იმართებოდა, სპურსმა მარცხი განიცადა და სერიაც 2-4 დათმო.

მესამე ჩემპიონობა (2004-05)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მათი იმედგასაცრუებელი სეზონის შემდეგ, სპურსმა შეძლო ძალების მოკრება ახალი სეზონისთვის. მას შემდეგ რაც გუნდმა შეძლო ბრენტ ბარის გადმობირება სიეტლიდან, ნოემბრის თვეში უკვე 12-3 შედეგით ასპარეზობდა. ახალ წელს კი 25-6 შედეგით შეხვდა. გუნდმა შეძლო ნაზრ მოჰამედის ნიქსიდან გადმოყვანა, ასევე ვეტერანი გლენ რობინსონის თავისუფალ აგენტად აყვანა, რითაც საბოლოოდ მთელი სეზონის განმავლობაში ტოპ ადგილს არ თმობდა ფინიქსთან ერთად.[22] 20 მარტს დანკანმა ტრავმა მიიღო დეტროიტთან და გამოტოვა რეგულარული სეზონის დარჩენილი შეხვედრები, რითაც გუნდმა დარჩენილი 17 თამაშიდან მხოლოდ 9 თამაშის მოგება შეძლო და საბოლოოდ რეგულარული სეზონი 59-23 შედეგით დაასრულა. პლეი-ოფი კი მოახლოვდა და დანკანიც უკვე მზად იყო ასპარეზობისთვის.[16]

პირველ რაუნდში სპურსი დენვერს დაუპირისპირდა, სადაც სერია 5 თამაშში მოიგო.[23] მეორე რაუნდში სპურსი უკვე სიეტლ სუპერსონიქსს დაუპირისპირდა, სადაც სპურსმა სერია 2-0 ლიდერობდა, თუმცა მე-3 თამაშში დანკანმა საფინალო ზარზე ააცილა ფარს ბურთი და დათმო შეხვედრა ანგარიშით 92-91.[24] მე-4 თამაშში სიეტლმა გაათანაბრა სერია 2-2. მე-5 თამაშში ლიდერის თვისებები მანუ ჯინობილმა შეითავსა, რომელმაც 39 ქულა მოაგროვა და დაეხმარა გუნდს 103-90 მოგებაში. მე-6 თამაშში კი 98-96 გამარჯვება შეძლეს და სერიაც 4-2 მოიგეს. დასავლეთ კონფერენციის ფინალში სპურსი ფინიქსს დაუპირისპირდა, სადაც პირველ 2 თამაშში შეძლო გამარჯვება გასვლაზე, ხოლო მე-3 თამაშში უკვე სერიას 3-0 ლიდერობდა. მე-4 თამაშში სპურსმა 111-106 დათმო, ფინიქსში კი დანკანმა 31 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა და დაეხმარა გუნდს გაემარჯვა დასავლეთში 101-95.[25]

NBA ფინალში, სპურსი წინა წლის ჩემპიონ პისტონსს შეხვდა. პირველ ორ თამაშში სპურსმა შეძლო გამარჯვება, სადაც მანუ ჯინობილი ლიდერობდა გუნდს და 26-27 ქლები დააგროვა, შემდეგი ორი თამაში სპურსმა წააგო და სერია კი 2-2 გახდა,[26] მე-5 თამაში სპურსმა შეძლო გამარჯვება, ხოლო მე-6 თამაშში 95-86 დამარცხდა და სერია 3-3 გახადეს.[26] მთელი მსოფლიო უყურებდა მე-7 თამაშს სან-ანტონიოში, სადაც მესამე პერიოდის დასრულების შემდეგ ფრე 57-57 იყო ანგარიში.[27] მე-4 პერიოდში კი ბრწყინვალედ გამოიჩინა თავი დანკანმა, რომელმაც 25 ქულა მოაგროვა და დაეხმარა გუნდს მე-3 ტიტულის მოპოვებაში, თამაში კი 81-74 მოიგეს და სერიაც 4-3.[16] ტიმ დანკანი დასახელებული იქნა ფინალის MVP, რითაც გახდა მე-4 მოთამაშე, რომელმაც მოიგო 3-ჯერ ეს ჯილდო (შეუერთდა ჯონსონს, ონილს და ჯორდანს). ასევე მანუ ჯინობილმა მიიღო NBA ვარსკვლავის წოდება, გამოიმუშავა ადგილობრივი, ნაციონალური და ინტერნაცონალური გულშემატკივრების პრიზი (მათ შორის მისი საშინაო ქვეყნიდან - არგენტინიდან და ასევე მიწვეული იქნა NBA All Star თამაშზე.

AT&T Center ღამე, სპურსის საშინაო არენა.

მას შემდეგ რაც გუნდმა 3 NBA ჩემპიონის ტიტული მოიპივა 6 წლის მანძილზე, უკვე იგრძნობოდა, რომ სპურსი NBA გუნდებს შორის როგორც გრანდი ისე ჩანდა.[16] 2006-2006 წლის სეზონზე, სპურსმა გადმოიბირა 2-ჯერ NBA All Star მონაწილე მაიკლ ფინლი და ერთხელ NBA All Star მონაწილე ნიკ ვან ექსელი. სპურსმა სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და ფაქტობრივად დაფრინავდნენ პარკეტზე, როდესაც პირველი 19 თამაშიდან 16 მოგება შეძლეს. ამ წელსაც კიდევ ერთხელ ყველაზე დიდი გამოწვევა საკუთარი დივიზიონის გუნდისგან დალას მევერიქსისგან მიიღო. ორივე გუნდს საუკეთესო შედეგი ჰქონდა დასავლეთ კონფერენციაში და მთელი სეზონის განმავლობაში პირველი ადგილისთვის იბრძოდნენ. სეზონის დასასრულს, სპურსმა გამოცდილების ხარჯზე შეძლო სამხრეთ-დასავლეთი დივიზიონის მოგება გუნდის ისტორიაში საუკეთესო 63-19 შედეგით.[16]

სპურსმა ამ წელს შეძლო გასულიყო პლეი-ოფში ზედიზედ მე-9. (ამ სეზონის დაწყებამდე, სპურსი და ინდიანა პეისერსი იყვნენ ის ორი გუნდი, რომელბმაც ყველაზე გრძელი 9 პლეი-ოფი ითამაშეს ზედიზედ, 2006-07 წლის სეზონში კი სან-ანტოიომ მეათედ ითამაშა ზედიზედ, ხოლო ინდიანამ გააცდინა პლეი-ოფი.) პლეი-ოფში სპურს გაუჭირდა პირველივე რაუნდში, როდესაც საკრამენტო კინგსს შეხვდა, სპურსს დასჭირდა დამატებითი დრო, რომ გაემარჯვა მე-2 თამაშში შინ, სერიას კი 2-0 ლიდერობდა, შემდეგ 2 თამაში კი გუნდმა გასვლაზე წააგო. მე-5 თამაშში სპურსმა ბრწყინვალედ აჩვენა ბურთის კონტროლი და 109-98 მოიგო, მე-6 თამაშში კი 105-83 და შემდეგ რაუნდში 4-2 ანგარიშით გასვლის უფლება მოიპოვა, სადაც დივიზიონის მეტოქე დალას მევერიქსი შეხვდა.[16]

პირველ თამაშში, რომელიც გუნდმა შინ ჩაატარა, ტიმ დანკანმა 31 ქულა მოაგროვა და გუნდს 87-85 მოგებაში დაეხმარა. თუმცა მეორე თამაში, რომელიც ისევ სან-ანტონიოში იმართებოდა, სპურსი შერყეული იქნა დალასის მიერ, სადაც 22 ქულით დამარცხდა. სერიამ დალასში გადაინაცვლა, სადაც ორივე თამაშში, ძალიან ახლო ქულებში შეძლეს მოგება დალასელებმა და სერიას 3-1 ლიდერობდნენ. სპურსი უბრძოლელად არ დანებდა სერიას და მე-5 თამაში ფიზიკური ომი იყო სან-ანტონიოში, სადაც 98-97 გაიმარჯვა სპურსმა. ჯეისონ ტერი, რომელიც ბრწყინვალედ თამაშობდა სერიას სპურსის წინააღმდეგ, მე-6 თამაში ვერ ჩაატარა, სადაც სპურსმა შეძლო დალასის აღება და 91-86 გაიმარჯვა, სერია კი 3-3 გახადა. ყველაფერი კი ისევ იქ წავიდა, სადაც დაიწყო - AT&T Center. მე-7 თამაშში, ტიმ დანკანმა 41 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა ანგარიშზე, რომელიც ასევე შეძლო დირკ ნოვიცკიმ. სპურსმა შეძლო 20 ქულიანი დეფიციტის აღმოფხვრა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, სადაც დალასი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო და საბოლოოდ მე-7 თამაშში გამარჯვება შეძლო 119-111, ხოლო სერია კი 4-3 მოიგო.[16][28]

მეოთხე ჩემპიონობა (2006-07)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმედგასაცრუებელი დალასთან მარცხის შემდეგ, სპურსმა 2006-07 წლების სეზონი გადახალისებით დაიწყო. გუნდმა ვარჯიში 2006 წლის ოქტომბერში საფრანგეთში დაიწყო, რითაც გუნდი უფრო კომუნიკაბელური გახდა პარკეტზე, რადგან გუნში გაიზარდა ინტერნაციონალური მდგომარეობა (4 ეროვნების წარმომადგენლები ირიცხებოდნენ გუნდშI, მათ შორის საფრანგეთიდანაც).

სპურსმა 97-91 გაიმარჯვა სეზონის გახსნად მატჩში, 2 ნოემბერს დალასის წინააღმდეგ, რითაც გრეგ პოპოვიჩი გახდა მეოთხე მთავარი მწვრთნელი ჩრდილო ამერიკის პროფესიონალურ სპორტის ისტორიაში, რომლებმაც ზედიზედ 10 გამარჯვება მოიპოვეს სეზონის გახსნით შეხვედრაში (დანარჩენები არიან: ტომ ლენდრი, ბილ ფიტჩი და ჯორჯ ალენი). სპურსმა ძალიან ძლიერად დაიწყო რეგულარული სეზონი, სადაც შეძლეს 14 შეხვედრიდან 11-ის მოგება, რომელთა შორის იყო გამარჯვება დალასის, ფინიქსის და ჰიუსტონის წინააღმდეგ. ამ პერიოდის განმავლობაში, ტიმ დანკანი გახდა 98-ე მონაწილე გუნდის 15 000 ქულის მოპოვებაში, რომელიც სიეტლში მოიპოვეს. მიუხედავად ამისა, სპურსის 12 მატჩიანი გასვლითი მოგებების რეკორდი შეჩერდა 27 ნოემბერს გოლდენ-სტეიტ უორიორსის წინააღმდეგ, როდესაც 111-102 დამარცხდნენ. 2006 წლის 2 დეკემბერს, სპურსმა გადაასწრო სელტიქსს და გახდა მეორე გამარჯვებული გუნდი NBA-ის ისტორიაში (გამარჯვების პროცენტზე დაფუძნებით) .595 პროცენტით. საბოლოოდ სეზონი ისე შემოტრიალდა, რომ სპურსმა ვერ გაამართლეს მოლოდინი. იანვარში 9-7 შედეგით დასრულების შემდეგ, სპურსმა თებერვლის თვე 1-3 შედეგით დაიწყეს. ამ პერიოდის დროს, გუნდმა ბევრი მარცხი განიცხადა და საბოლოოდ ძალიან ჩამორჩა დალას მევერიქსს და ფინიქს სანსს. სპურსმა შეძლო დარჩენილი სეზონი წარმატებულ ნოტაზე ჩაეტარებინა, სადაც მოახერხეს თებერვლისა და მარტის თვეში ზედიზედ 13 მატჩის მოგება. გუნდის წარმატება როგორც კარგ დაცვით თამაშზე, ასევე კარგ შეტევაზე იყო აგებული. სპურსი NBA-ის ფინალურ 31 მატჩში საუკეთესო იყო, რომლებმაც 25-6 შედეგით ჩაატარეს. ამ 31 მატჩის განმავლობაში, გუნდმა საშუალოდ 98.8 ქულა მოაგროვეს, ხოლო მეტოქეს კი საშუალოდ 87.9 ქულის მოპოვების უფლებას აძლევდნენ. ზედიზედ გამარჯვებების დროს, გუნდმა შეძლო კვლავ დაბრუნებულიყო დასავლეთ კონფერენციის სათავისკენ ცოვა, თუმცა მიუხედავად მათი მასიური შემოტრიალებისა, სპურსმა ვერ შეძლო მევერიქსის დაწევა, რომლებმაც სამხრეთ-დასავლეთ დივიზიონის მოგება შეძლეს 9 მატჩით. მიუხედავად ამისა, NBA-ის ტოპ დაცვით მყოფი სპურსი, რომელმაც 58-24 დაასრულა სეზონი, პლეი-ოფს კარგი ადგილით შეხვდა.

როდესაც პლეი-ოფი დაიწყო, სპურსმა შეძლო დენვერ ნაგეტსის დამარცხება 5 თამაშში. როდესაც სპურსი ამარცხებდა ნაგეტს, ამ დროს NBA-ის საუკეთესო 67-15 შედეგიანი მევერიქსი დამარცხდა პირველივე ეტაპზე გოლდენ-სტეიტ უორიორსის წინააღმდეგ 6 თამაშში. მევერიქსის გამოვარდნის შემდეგ, სპურსი მეორე რაუნდშI დაუპირისპირდა ფინიქს სანსს, რომელიც NBA პლეი-ოფის გადამწყვეტი სერია აღმოჩნდა, რადგან ამ ორივე გუნდს საუკეთესო შედეგი ჰქონდათ დასავლეთ კონფერენციაში. დაძაბულ სერიაში გამარჯვებული სპურსი გამოვიდა, რომელმაც სანსის დამარცხება 6 მატჩში შეძლო. სერიაში ასევე შევიდა რობერტ ჰორის ჯარიმა სტივ ნეშზე, რომელიც მეოთხე მატჩში მოხდა, რის შედეგადაც ჰორის მომდევნო 2 თამაშის გამოტოვება მოუწია. ის, ვინც მეორე რაუნდის სერია სპურსი და სანს შორის აღიარა როგორც NBA ფინალური სერია, აღმოჩნდა მართალი, რადგან კონფერენციის ფინალში გუნდმა ადვილად დაამარცხდა იუტა ჯაზი 5 მატჩში. 2007 წლის NBA ფინალში კი სპურსი დაუპირისპირდა კლივლენდ კავალიერსს, სადაც შეძლო 4-0 გაემარჯვებინა, რითაც მეოთხე ტიტული მოიპოვეს უკანასკნელ 9 წლის განმავლობაში. დანკანმა ეს ჩემპიონობა აღიარა, როგორც „საუკეთესო ჩემპიონობა ამ ოთხ ჩემპიონობის შორის“. თუმცა მას ამჯერად არ შეხვდა NBA-ის ფინალის MVP-ის ჯილდო.[29] ჯილდო გადაეცა ტონი პარკერს, რომელიც ფინალში დომინირებდა და საშუალო 24.5 ქულა მოაგროვა 57% ზუსტი სროლით. ტონი პარკერი გახდა პირველი ევროპელი მოთამაშე, რომელმაც ფინალის MVP-ის ჯილდო მოიგო.[1]

2007 წლის NBA-ის დრაფტამდე, სპურსმა ოსტინ ტოროსი გადმოიყვანა NBA-ის D-ლიგიდან, რითაც გახდა NBA-ის მეორე გუნდი, რომელმაც გადმოიყვანა მოთამაშე განვითარების ლიგიდან. ამ ქმედებით, მის მოკავშირეს განვითარების ლიგაში ტოროსს, მისვა საუკეთესო მენეჯმენტის კონტროლი გუნდზე, რომელშიც ასევე შევიდა სამწვრთნელო, დაცვითი და თავდასხმითი სქემები.

2007-08 წლის სეზონში სპურსმა რეგულარული სეზონი 56-26 შედეგით დაასრულა და დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილი დაიკავა, სადაც 7 მოგება აშორებდა ყველა 8 პლეი-ოფში მონაწილე გუნდს. სეზონი გამოირჩეოდა მთავარი გაცვლებით ლიგაში, ყველაზე ცნობადი გაცვლა მოხდა, როდესაც ბოსოტნ სელტიქსმა გადაიბირა კევინ გარნეტი და რეი ალენი, ლეიკერსმა პოლ გასოლი, ხოლო სანმა კი შაკილ ონილი. სპურსმა შუა სეზონში შეძლო ქურთ თომასის გადმობირება სიეტლიდან. მიუხედავად იმისა, რომ სპურსმა 17-3 დაიწყო სეზონი და მათ შორის ზედიზედ 11 თამაში მოიგო თებერვალი - მარტის პერიოდში, სპურსი რჩებოდა მთავარი სამიზნე გაცვლების.

პლეი-ოფში სპურსი კვლავ ფინიქსს შეხვდა პირველ რაუნდში, სადაც პირველ თამაშში დამატებით დროში შეძლო გამარჯვება, საბოლოოდ კი სერია 4-1 მოიგო სპურსმა. მეორე რაუნდში გუნდს კრის პოლი და მისი ჰორნეტსი შეხვდა, სადაც გუნდებმა მძიმე ბრძოლა გამართეს 7 თამაშში, სადაც საბოლოოდ მაინც მოიპოვა სპურსმა გამარჯვება, ხოლო კონფერენციის ფინალში კობი ბრაიანტი და მის ლეიკერსს შეხვდა, სადაც 5 მატჩში დამარცხდა.

2009 წლის NBA-ის დრაფტამდე 2 დღით ადრე, სპურსის გენერალურმა მენეჯერმა არ სი ბაფორდმა განაცხადა, რომ დაიწყებდა გუნდის გადახალისებას ასაკის გამო,[30], მას შემდეგ რაც 29 წლის რიჩარდ ჯეფერსონი გადმოიყვანა მილუოკი ბაქსიდან. სპურსმა გაუშვა 38 წლის ბრუს ბოუენი, 36 წლის კურტ თომასი და 34 წლის ფაბრისიო ოლბერტო ბაქსში. რითაც საბოლოოდ გუნდმა 3 მე-2 რაუნდის არჩევნის უფლება მოიპოვა 2009 წლის დრაფტზე. მათმა არჩევანმა პიტსბურგ პანთერსიდან ფორვარდის დეხუან ბლეირის #37 არჩევანი შეფასებულია როგორც „მოპარული“ ანალიტიკოსების მიერ.[31][32] სპურსმა მოგვიანებით აირჩია 2 გარდი,[33], მაიამი ჰარიკეინიდან შუთინგ გარდი ჯეკ მაკლინტონი და პოინტ/შუთინგ გარდი ნანდო საფრანგეთიდან, #51 და #53 არჩევნებად. 2009 წლის 10 ივლისს, სპურსმა დეტროიტ პისტონსის რიგებიდან გადმოიყვანა ანტონიო მაკდაიესი 3 წლიანი კონტრაქტით, რომელსაც $15 მილიონი გარანტირებულად უნდა მიეღო.[34]

საბოლოო ჯამში, სპურსი ტრამვიანობის გამო ძალიან წვალობდა რეგულარული სეზონის განმავლობაში, თუმცა მაინც მოახერხა გუნდმა კიდევ ერთი 50 მოგებიანი სეზონი ჩაეტარებინა, პლეი-ოფში გასულებს კი დალას მევერიქსის წინააღმდეგ მოუწია გადათამაშება. სპურსი #1 მატჩში დამარცხდა, თუმცა მოახერხა სერიის 6 მატჩში გამარჯვება. მიუხედავად ამისა, გუნდი 0-4 დამარცხდა შემდეგ ეტაპზე ფინიქს სანსის წინააღმდეგ.

ტრავმების სეზონი (2010-11)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ესპანური ლიგის MVP ტიაგო სპლიტერი (მარჯვნივ) იყო სპურსის უდიდესი დამატება 2010 წელს.

2010 წლის NBA დრაფტზე, სპურსმა შეძლო და პირველად ტიმ დანკანის მერე აიღო უმაღლესი დრაფტის არჩევანი. გუნდმა აიყვანა ჯეიმზ ანდერსონი #20.[35] თუმცა ანდერსონს ნახევარი სეზონი გაუცდა ტრავმების გამო. მიუხედავად ამისა, "დიდ სამეულს" ბრწყინვალე სეზონი ჰქონდათ და ლიგის საუკეთესოდაც დაიწყეს - 25-4 შედეგით შეობის დღემდე. სპურსს ასევე ჰყავდა რიჩარდ ჯეფერსონი, რომელსაც პოპოვიჩი პირადად ავარჯიშებდა ზაფხულში. ინგლისელი დიდი კაცი რაიან რიჩარდსი იყო ასევე ერთ-ერთი არჩევანი სპურსის მიერ #49. გუნდში ასევე დამატებული იქნა 7 ფუტიანი ტიაგო სპლიტერი ესპანეთიდან. სპლიტერმა პრესეზონი გააცდინა, ასევე იყო ტრავმირებული 2010 FIBA მსოფლიო ჩემპიონატზე თურქეთში. პოპოვიჩის გამოცდილება კვლავ უდიდესი ფაქტორი გამოდგა, რომელმაც შეძლო ახალგაზრდების წარმატებულად მოზიდვა გუნდში და მათი სპორტული თვალსაზრისით გაუმჯობესება - კრის ქუინი და გარი ნილი. პლე-ოფის პირველ რაუნდში, გუნდი მემფის გრიზლის შეხვდა, სადაც პირველ თამაშში 101-98 წააგო, მეორე თამაშში შეძლო და 93-87 მოგება. სპურსმა შემდეგი ორი თამაში წააგო და სერიასაც 3-1 აგებდა. მე-5 თამაშში გუნდი თამაშის დასრულებამდე 9 წამით ადრე 95-92 აგებდა, მანუ ჯინობილმა 3 ქულიანი სროლა განახორციელა რომ გაეთანაბრებინა თამაში და ჩააგდო კიდეც, თუმცა მსაჯების გამეორებების შემდეგ განაცხადეს, რომ სროლა 2 ქულიანი იყო. თამაშის დასრულებამდე 2.9 წამით ადრე სპურსმა აიღო ჯარიმა ზაკ რენდოლფზე, რენდოლფმა კი ორივე თავისუფალი სროლა გამოიყენა, ანგარიში კი 97-94 გახადა თამაშის დასრულებამდე 1.7 წამით ადრე.სპურსმა ბურთი გარი ილს გადააწოდა და ნილმა კი 3 ქულიანის ჩაგდება შეძლო, სადაც დამატებითში გადასულებმა შეძლეს თამაშის მოგება 110-103. თუმცა დამარცხდნენ მე-6 თამაშში 99-91 და სრიაც 4-2 დათმეს.

კონფერენციის ფინალში დაბრუნება (2011-12)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011-12 წლების სეზონის დაწყებისას სპურსმა დიდი ცვლილებები განახორციელა, რომელშიც შედიოდა ჯორჯ ჰილის გაშვება მის ქალაქში ინდიანა პეისერსის რიგებში დიეგო ლეონარდის სანაცვლოდ, რომელიც 2011 წლის NBA-ის დრაფტზე პეისერსმა #15 ნომრად აირჩია. სპურსმა ასევე აირჩია ტეხას ლონგორნსის კორი ჯოზეფი #29 არჩევნად. ლოკაუტის განმავლობაში, დენი გრინი, დეხუან ბლეირი და ტონი პარკერი ოკეანის იქით თამაშობდნენ. ლოკაუტის შემდეგ კი, სპურსმა თი ჯეი ფორდი აიყვანა, რომელმაც მხოლოდ 14 მატჩის ჩატარების შემდეგ დაანება თამაშს თავი, რადგან იდაყვი მოხვდა ბარონ დევისისგან, ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ თამაშის დროს 2012 წლის 7 მარტს. მისი კალათბურთის დანებების შესახებ ოფიციალური განცხადება 2012 წლის 12 მარტს გაკეთდა. თებერვლის თვეში, სპურსმა მხოლოდ 2 მატჩი წააგო და ჰქონდა 11 მატჩიანი მოგების სერია 30 იანვრიდან 21 თებერვლამდე. ეს სერია შეწყდა პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის წინააღმდეგ, როდესაც პარკერი და დანკანი არ თამაშობდნენ.

სანამ გაცვლების პერიოდი დასრულდებოდა, სპურსმა გადაწყვიტა რიჩარდ ჯეფერსონის გაშვება გოლდენ-სტეიტ უორიორსის რიგებში სტეფენ ჯექსონის სანაცვლოდ, რომელიც იყო 2002-03 წლების სან-ანტონიო სპურსის ჩემპიონის გუნდის წევრი. რის შემდეგადაც კაუი ლეონარდი გახდა დამწყები მცირე ფორვარდი. იმავე კვირაში, სპურსმა ასევე გადმოიბირა ფორვარდი ბორის დიაო, რომლის კონტრაქტიც მოგვიანებით შარლოტ ბობკეტსმა შეიძინა, ასევე ყოფილი პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის გარდი პატრიკ მილსი, რომელიც ლოკაუტის პერიოდში ჩIნეთის ხინჯიანგ ფლაინგ ტაიგერსში თამაშობდა. ამით სპურსმა სკამი გააძლიერა საპლეი-ოფოდ. 2012 წლის 6 აპრილს, ჯინობილი გახდა გუნდის ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომელმაც 1 000 3-ქულიანი ჩააგდო. სპურსმა ასევე კიდევ ერთხელ ზედიზედ 11 მატჩიანი გამარჯვებების სერია 21 მარტიდან 8 აპრილამდე მოასწრო, რომელშიც ასევე შევიდა დალას მევერიქსის, ნიუ-ორლეან ჰორნეტსის და ფილადელფია სიქსერსის წინააღმდეგ გამარჯვებები. პოპოვიჩი დასახელებული იქნა თებერვლის და მარტის თვეებში საუკეთესო მწვრთნელად. ასევე მოგვიანებით გუნდმა მოახერხა გოლდენ-სტეიტ უორიორსის, ლოს-ანჯელეს ლეიკერსის და საკრამენტო კინგსის დამარცხება და გახდა NBA-ის პირველი გუნდი, რომელმაც შეძლო მსგავსი, რითაც გუნდმა მოიგო დივიზიონის და კონფერენციის ცხრილში პირველი ადგილები ზედიზედ მეორე სეზონში.

მიუხედავად შემოკლებული 66 მატჩიანი NBA სეზონისა, რომელიც NBA-ის ლოკაუტის გამო მოხდა, სპურსმა მაინც მოიგო 50 მატჩის მოგება და გაუთანაბრდა ჩიკაგო ბულზის შედეგს, საუკეთესო რეკორდით ლიგაში. მათ 50+ გამარჯვება კი უკვე ზედიზედ 13 სეზონს ითვლიდა, რომელიც სათავეს 1999-00 სეზონიდან იწყებოდა და რაც რეკორდად ითვლებოდა. 2012 წლის 2 მაისს, პოპოვიჩმა მოიგო მეორედ NBA-ის მწვრთნელის ჯილდო.[36] 2012 წლის NBA-ის პლეი-ოფის პირველ რაუნდში, სპურსმა დაამარცხა მე-8 ადგილით გასული იუტა ჯაზი 4-0. სპურსი ლიდერობდა ყოველი მატჩის ყოველ მეოთხედში ჯაზის წინააღმდეგ. მეორე რაუნდში სპურსმა კვლავ 4-0 დაამარცხა ლოს-ანჯელეს კლიპერსი. დასავლეთი კონფერენციის ფინალში, სადაც სპურსმა პირველი მატჩი მოიგო ოკლაჰომა-სიტი თანდერის წინააღმდეგ, გახდა ყველაზე გრძელი ზედიზედ გამარჯვებების სერია (19 მატჩი) NBA-ის ისტორიაში. 2 ღამის მოგვიანებით, სპურსმა კვლავ გააუმჯობესა რეკორდი და გაზარდა 20 მატჩამდე. თუმცა თანდერმა მოახერხა და შემდეგ 4 მატჩში მოუგო სპურსს და გავიდა NBA-ის ფინალში, რითაც სპურსის პლეი-ოფის გარბენი დასრულდა.

მეხუთე ჩემპიონობისთვის ბრძოლა (2012-13)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპურსმა პრე-სეზონი დაიწყო, მას შემდეგ რაც დამარცხდა ოკლაჰომა-სიტი თანდერის წინააღმდეგ დასავლეთ კონფერენციაში 4-2, და ჩაერთო 2012 წლის NBA-ის დრაფტზე ბოლოდან მე-2 არჩევნით, რომელიც მათთვის ერთადერთი არჩევანი იყო. გუნდმა აირჩია მისური ტაიგერსის პოინტ გარდი მარკუს დემონი #59 არჩევნად. 9 ივლისს, სპურსმა კვლავ გააფორმა კონტრაქტი დენი გრინთან, რომელსაც 3 წლიანი კონტრაქტი და $12 მილიონი ერგო. მომდევნო დღეს, გუნდმა ასევე ახალი კონტრაქტი გაუფორმა ტიმ დანკანს 3 წლიანი კონტრაქტი $30 მილიონით,[37] ბორის დიაუ 2 წლიანი კონტრაქტით, რომელიც $9 მილიონს მიიღებს და ასევე პატრიკ მილსი, რომელიც გუნდს იმედს აძლევს გუნდს ჩემპიონობის მოპოვებაში. 2013 წლის 13 ივლისს, გუნდმა გადმოიბირა მათი 2009 წლის დრაფტის არჩევანი ნანდო 2 წლიანი კონტრაქტით.[38]

30 ნოემბერს სპურსი დაჯარიმიებული იქნა 250 000 აშშ დოლარით, გრეგ პოპოვიჩის გადაწყვეტილების გამო, რომელმაც ტიმ დანკანს, ტონი პარკერს, მანუ ჯინობილს და დენი გრინს მისცა დასვენების საშუალება მაიამი ჰიტის წინააღმდეგ მაიამიში წინა ღამეს.

2012 წლის 8 დეკემებერს, სპურსის გუნდის არსებობის მანძილზე ახალი რეკორდი დაამყარა 19 3-ქულიანის ჩაგდებით, რომელიც შარლოტ ბობკეტსის წინააღმდეგ გამარჯვებაში ადეხმარა, რაც მოგვიანებით - 23 დეკემბერს გაუმჯობესებული იქნა 20 3-ქულიანი ჩაგდება დალას მევერიქსის წინააღმდეგ.

სპურსის უნიფორმა 1980-იან წლებში.

მას შემდეგ რაც გუნდი გახდა სან-ანტონიო სპურსი 1973 წელს, ფორმის ფერებია შავი, ვერცხლისფერი და თეთრი.

სპურსი ყოველთვის იმოსებოდა შავი ფორმით გასვლით თამაშებზე და თეთრი მაისურებით საშინაო მატჩებში, გამონაკლისი მხოლოდ 1973-1975 წლებია, რადგან ABA საშინაო ფორმები, ყოველთვის ვერცხლისფერი იყო. 1988-1989 წლებში, გასვლითი უნიფორმას ეწერა "სან-ანტონიო", ხოლო საშინაო ფორმას კი "სპურსი". 1973-82 წლებში გუნდის გასვლითი ფორმაზე ვერცხლისფრად იყო დაწერილი, 1989-90 წლებიდან კი თითქმის იგივე ნაირად არის შეფერილი.

სპურსი გასვლით თამაშებში შავ ბოტასებს და წინდებს ხმარობს, ხოლო საშინაო მატჩებში კი თეთრ ბოტასს და წინდებს, რომელიც 2002-03 სეზონიდან მოყოლებულია დამკვიდრებული. ხშირად გუნდი ხმარობდა ფორმას რომელზეც "ლოს სპურს" ეწერა, რადგან ლათინური მოსახლეობის მხრიდან დიდი ინტერესი გამოეწვია და მოეზიდა ქომაგები, აქედან გამომდინარე საღამოებსაც "ნოჩე ლათინა" (ლათინოსების საღამო) ეწოდებოდა. ეს ხრიკი ასევე სხვა გუნდებშიც წარმატებული იყო.

დალას (ტეხას) ჩეპერელსი:

  • State Fair Coliseum (1967–1973)
  • Moody Coliseum (1967–1973)
  • Tarrant County Coliseum (1970–1971)
  • Lubbock Municipal Coliseum (1970–1971)

სან-ანტონიო სპურსი:

  • HemisFair Arena (1973–1993)
  • Alamodome (1993–2002)
  • AT&T Center (ყოფილი SBC Center) (2002–დღემდე)

ახლანდელი შემადგენლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2012–13 სან-ანტონიო სპურსი შემადგენლობა
მოთამაშეები მწვრთნელები
პოზ. # სახელი სიმაღლე წონა დ.თ. (წ–თ–დ) საიდან
F/C 45 ბლეირი, დეხუან 6 ft 7 in (2.01 მ) 270 lb (122 კგ) 1989–04–22 Pittsburgh
F/C 15 ბონერი, მეთ 6 ft 10 in (2.08 მ) 235 lb (107 კგ) 1980–04–05 ფლორიდა
G 25 დე კოლო, ნანდო 6 ft 5 in (1.96 მ) 200 lb (91 კგ) 1987–06–23 საფრანგეთი
F/C 33 დიაუ, ბორის 6 ft 8 in (2.03 მ) 235 lb (107 კგ) 1982–04–16 საფრანგეთი
F/C 21 დანკანი, ტიმ (C) 6 ft 11 in (2.11 მ) 255 lb (116 კგ) 1976–04–25 Wake Forest
G 20 ჯინობილი, მანუ 6 ft 6 in (1.98 მ) 205 lb (93 კგ) 1977–07–28 არგენტინა
G/F 4 გრინი, დენი 6 ft 6 in (1.98 მ) 210 lb (95 კგ) 1987–06–22 North Carolina
G/F 3 ჯექსონი, სტეფენ 6 ft 8 in (2.03 მ) 220 lb (100 კგ) 1978–04–05 Oak Hill Academy (HS)
G 5 ჯოსეფი, კორი 6 ft 3 in (1.91 მ) 185 lb (84 კგ) 1991–08–20 Texas
G/F 2 ლეონარდი, კაუი 6 ft 7 in (2.01 მ) 225 lb (102 კგ) 1991–06–29 San Diego State
G 8 მილსი, პეტრიკ 6 ft 0 in (1.83 მ) 185 lb (84 კგ) 1988–08–11 Saint Mary's
G 14 ნილი, გარი 6 ft 4 in (1.93 მ) 210 lb (95 კგ) 1984–10–03 Towson
G 9 პარკერი, ტონი 6 ft 2 in (1.88 მ) 185 lb (84 კგ) 1982–05–17 საფრანგეთი
F/C 22 სპლიტერი, ტიაგო 6 ft 11 in (2.11 მ) 240 lb (109 კგ) 1985–01–01 ბრაზილია
მთავარი მწვრთნელი
  • გრეგ პოპოვიჩი
მწვრთნელის ასისტენ(ებ)ი
  • მაიკ ბადენჰოლზერი
  • ბრეტ ბრაუნი
  • ჩიპ ინგელენდი
  • ჩედ ფორსიერი
  • აიმ უდიოკა
ათლეტების ტრენერი
  • უილ სივნინგი
სიძლიერის და კონდიციების მწვრთნელ(ებ)ი
  • მეთ ჰერინგი

მნიშვნელობები
  • (C) გუნდის კაპიტანი
  • (და) დრაფტზე არ იქნა არჩეული
  • (თა) თავისუფალი აგენტი
  • (დ) დასჯილი
  • (DL) D-ლიგა
  • ტრავმირებული ტრავმირებული

შემადგენლობაოპერაციები
უკანასკნელი ოპერაცია: 2012–10–26

დიდების დარბაზის წევრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაუქმებული ნომრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 00 – ჯონი მური, G, 1980–88 & 1989–90;
  • 6 – ევერი ჯონსონი, G, 1991, 1992–1993, 1994–2001;
  • 12 – ბრუს ბოუენი, F, 2001–09;
  • 13 – ჯეიმზ სილასი, G, 1972–81;
  • 32 – შონ ელიოტი, F, 1989–93 & 1994–2001;
  • 44 – ჯორჯ ჯერვინი, G, 1974–85; (დიდების დარბაზის წევრი)
  • 50 – დევიდ რობინსონი, C, 1989–2003; (დიდების დარბაზის წევრი)

მთავარი მწვრთნელები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდის ჯილდოები და მიღწევები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამუქებული აღნიშნულია ის მოთამაშეები რომლებიც ამჟამად კვლავ აქტიურები არიან გუნდთან ერთად. "სახელი*" შესულია ქულები, რომელიც ABA-ში ყოფნის დროსაც დააგროვა. დახრილი აღნიშნულია ის მოთამაშეები, რომლებიც ამჟამად კვლავ აქიურები არიან ოღონდ სხვა გუნდში იმყოფებიან.

ქულების შედეგი (რეგულარული სეზონი) (განახლებულია 2011-12 სეზონის დასრულების შემდეგ)

  • 11. რიკ ჯონსი* (6,466)
  • 12. ელვინ რობერტსონი (6,285)
  • 13. არტის გილმორი (6,127)
  • 14. ჯონ ბისლი* (5,983)
  • 15. უილი ანდერსონი (5,946)
  • 16. მარკ ოლბერდინგი* (5,626)
  • 17. ბილი პოლცი* (5,297)
  • 18. ტერი კამინგსი (5,181)
  • 19. ჯონი მური (4,890)
  • 20. ვინი დელ ნეგრო (4,844)
  • 21. სინსინეტუს პაუელი* (4,392)
  • 22. ბრუს ბოუენი (4,061)
  • 23. დონი ფრიმენი* (3,920)
  • 24. კობი დიტრიკი* (3,857)
  • 25. გლენ კომბსი* (3,839)
  • 26. მელიკ როუზი (3,815)
  • 27. ჯენ ბენკსი (3,800)
  • 28. ჯოუ ჰემილტონი* (3,781)
  • 29. რონ ბუნი* (3,495)
  • 30. მაიკ გეილი* (3,299)

სხვა სტატისტიკები (რეგულარული სეზონი) (განახლებულია 2011-12 სეზონის დასრულების შემდეგ)

ჩატ. წუთები

მოხსნები

ასისტენი

მოპარვები

NBA წლის ყველაზე ღირებული მოთამაშე (MVP)

NBA წლის ახალბედა

NBA წლის მცველი

NBA წლის მეექვსე კაცი

  • მანუ ჯინობილი – 2007;

NBA ყველაზე გაუმჯობესებული მოთამაშე

  • ელვინ რობერტსონი  – 1986;

NBA წლის მწვრთნელი

  • გრეგ პოპოვიჩი – 2003, 2012;

NBA წლის ახალბედის მეორე გუნდი

  • შონ ელიოტი  - 1990;
  • მანუ ჯინობილი   - 2003;
  • დეჟან ბლეირი  - 2010;

ყველა-NBA პირველი გუნდი

ყველა-NBA მეორე გუნდი

ყველა-NBA მესამე გუნდი

NBA ყველა-დაცვითი პირველი გუნდი

  • ელვინ რობერტსონი – 1987;
  • დევიდ რობინსონი – 1990, 1993, 1994, 1997, 1998;
  • ტიმ დანკანი – 1999, 2000, 2001, 2002, 2003, 2005, 2007, 2008;
  • ბრუს ბოუენი  – 2004, 2005, 2006, 2007, 2008;

NBA ყველა დაცვითი მეორე გუნდი

NBA ახალბედა პირველი გუნდი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Lee, Michael (June 15, 2007). „For Spurs, a Familiar Ring“. The Washington Post. pp. E01. ციტირების თარიღი: July 17, 2009.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-28. ციტირების თარიღი: 2013-01-10.
  3. http://www.iceman44.org/
  4. http://www.spursportal.com/
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-09. ციტირების თარიღი: 2013-01-11.
  6. http://www.basketball-reference.com/teams/SAS/2003_games.html
  7. http://www.chinadaily.com.cn/sports/2007-06/18/content_896910.htm
  8. Dallas Chaparrals (1967–1973). sportsecyclopedia.com (October 6, 2005). ციტირების თარიღი: January 26, 2012.
  9. Dallas Chaparrals History. Remembertheaba.com (January 5, 1971). ციტირების თარიღი: May 21, 2009.
  10. San Antonio Spurs page. Remembertheaba.com. ციტირების თარიღი: May 21, 2009.
  11. Spurs ABA History. Remembertheaba.com. ციტირების თარიღი: May 21, 2009.
  12. Darren Rovell. Spirit of ABA deal lives on for Silna brothers. ESPN.com, January 22, 2001.
  13. Dave Anderson. SPORTS OF THE TIMES; THE ROBINSON PLOT THICKENS, The New York Times, May 18, 1987.
  14. Tom Orsborn. 14, 2015%2011:59%20PM&s_username=safree&s_accountid=AC0106020315182914953&s_upgradeable=no?p_action=doc&p_theme=saec&p_topdoc=1&p_docnum=1&p_sort=YMD_date:D&p_product=SAEC&p_docid=11944F93C77C7D18&p_text_direct-0=document_id=(%2011944F93C77C7D18%20)&&s_dlid=DL0107060621382819968&s_ecproduct=SUB-FREE&s_subterm=Subscription%20until:%2012/14/2015%2011:59%20PM&s_subexpires=December 14, 2015%2011:59%20PM&s_username=safree&s_accountid=AC0106020315182914953&s_upgradeable=no&mysa_login=1 The Summer Our Ship Came In San Antonio Express-News, May 20, 2007.
  15. [1] დაარქივებული 2011-07-08 საიტზე Wayback Machine. , databasebasketball.com, accessed May 19, 2008.
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 16.5 16.6 [2], sportsecyclopedia.com, April 23, 2009, accessed May 13, 2008.
  17. "Parker perplexed once again", San Antonio Express-News, May 14, 2004.
  18. "S.A. is heartbreak city", San Antonio Express-News, May 14, 2004.
  19. 19.0 19.1 19.2 Fisher's Jumper Gives Lakers Dramatic Game 5 Win, NBA.com, May 13, 2004. Retrieved February 7, 2007.
  20. David Barron. Triple Crown bid nabs viewers დაარქივებული 2012-10-11 საიტზე Wayback Machine. , Houston Chronicle, May 17, 2004.
  21. Steve Wyche. No Time to Lose, The Washington Post, May 14, 2004. Retrieved February 7, 2007.
  22. [3] დაარქივებული 2012-10-21 საიტზე Wayback Machine. , sports.yahoo.com, March 20, 2005, accessed May 13, 2008.
  23. [4][მკვდარი ბმული], sports.yahoo.com, April 24, 2005, accessed May 20, 2009.
  24. [5] დაარქივებული 2013-01-22 საიტზე Wayback Machine. , basketball-reference.com, May 12, 2005, accessed May 20, 2009.
  25. [6], sportsecyclopedia.com, April 23, 2009, accessed May 20, 2008.
  26. 26.0 26.1 [7] დაარქივებული 2012-05-17 საიტზე Wayback Machine. , sports.yahoo.com, June 20, 2005, accessed May 20, 2008.
  27. [8], hiphopmusic.com, May 20, 2006, accessed May 20, 2009.
  28. [9] დაარქივებული 2011-10-25 საიტზე Wayback Machine. , sports.yahoo.com, May 24, 2006, accessed May 20, 2009.
  29. Duncan says his fourth ring finest of all, espn.com, June 18, 2007. Retrieved August 21, 2007.
  30. Ford, Chad. (June 24, 2009) San Antonio Spurs get Richard Jefferson from Milwaukee Bucks for 3 players – ESPN. ESPN. ციტირების თარიღი: July 11, 2009.
  31. Arnovitz, Kevin. (July 9, 2009) The Back of the (Really Large Manila) Envelope Guide to the Las Vegas Summer League – TrueHoop By Henry Abbott – ESPN. ESPN. ციტირების თარიღი: July 11, 2009.
  32. Flores, David. (July 9, 2009) Spurs fans are going to enjoy watching Blair work under the boards. mysanantonio.com. ციტირების თარიღი: July 11, 2009.[მკვდარი ბმული]
  33. McDonald, Jeff. (June 25, 2009) Spurs see Blair as steal. mysanantonio.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 29, 2009. ციტირების თარიღი: July 11, 2009.
  34. Monroe, Mike. (July 11, 2009) Spurs' low-key tactics land McDyess. mysanantonio.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 8, 2021. ციტირების თარიღი: July 16, 2009.
  35. http://www.nba.com/spurs/news/spurs_sign_james_anderson_100723.html
  36. Official Release. Spurs' Popovich named Coach of the Year.
  37. Yahoo Sports: Tim Duncan cut his paycheck in half, so that his San Antonio Spurs could remain whole Retrieved Oct. 12, 2012
  38. Report: Nando De Colo To Sign Two Year Deal With Spurs (Update)[მკვდარი ბმული]", Air Alamo, 13 July 2012.