მანუ ჯინობილი
მანუ ჯინობილი | |
---|---|
მანუ ჯინობილი სან-ანტონიოში, 2010 წელი | |
№ 10, 6, 20 | |
მსროლელი | |
პირადი ინფორმაცია | |
დაიბადა |
28 ივლისი, 1977 ბაია-ბლანკა, არგენტინა |
სიმაღლე | 1,98 მ სმ |
წონა | 93 კგ კგ |
კარიერა | |
პროფესიონალური კარიერა | 1995–2018 |
კარიერის ისტორია | |
1995-1996 | ანდინო |
1996-1998 | Estudiantes de Bahía Blanca |
1998–2000 | Viola Reggio Calabria |
2000-2002 | ვირტუს ბოლონია |
2002-2018 | სან-ანტონიო |
ემანუელ (მანუ) დევიდ ჯინობილი მაკარი (ესპ. Emanuel David Ginóbili Maccari; დ. 28 ივლისი, 1977) — არგენტინელი პროფესიონალი კალათბურთელი. პროფესიონალურ კარიერაში გატარებული 23 სეზონის განმავლობაში გახდა ერთ-ერთი იმ ორ ადამიანს შორის, რომელმაც მოიგო ევროლიგის ტიტული, მოიპოვა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონობა და ოლიმპიური ოქროს მედალი. ოთხგზის NBA-ს ჩემპიონი, ჯინობილი იყო სან-ანტონიოს წევრი. თანაგუნდელებთან - ტიმ დანკანთან და ტონი პარკერთან ერთად ის მოიხსენიება „დიდი სამის“ სახელით.
მანუ ჯინობილი პროფესინალი კალათბურთელების ოჯახში გაიზარდა. კარიერის ადრეული წლები არგენტინასა და იტალიაში გაატარა, სადაც მან მოიგო მრავალი ინდივიდუალური და გუნდური ჯილდო. განსაკუთრებით წარმატებული იყო მისი მოღვაწეობა იტალიის კლუბ ვირტუს ბოლონიაში. ის ორჯერ გახდა იტალიის ლიგის ყველაზე ღირებული მოთამაშე (MVP) და ევროლიგის ფინალის ყველაზე ღირებული მოთამაშე.
ოჯახი და პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მანუ ჯინობილი პროფესინალი კალათბურთელების ოჯახში გაიზარდა. მისმა დიდმა ძმამ, ლიანდრომ, კარიერა დაასრულა 2003 წელს, შვიდი წელი არგენტინის ეროვნულ ლიგაში ყოფნის შემდეგ. ხოლო მეორე ძმა, სებასტიანი თამაშობდა, როგორც არგენტინის ლიგაში, ასევე ესპანეთის ჩემპიონატში. მათი მამა, ჯორჯი, იყო კლუბის მწვრთნელი არგენტინაში, ბაია-ბლანკაში, სადაც ჯინობილმა ისწავლა თამაში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: მანუ ჯინობილი
- სპორტსმენის კარიერა საიტზე NBA.com (ინგლისური)
- Basketball-Reference.com (ინგლისური)
- ოფიციალური საიტი (ესპანური)
- Manu Ginóbili at euroleague.net
- Manu Ginóbili დაარქივებული 2018-08-28 საიტზე Wayback Machine. at legabasket.it (იტალიური)