შინაარსზე გადასვლა

ტამარა ბუნკე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტამარა ბუნკე
დაბადების თარიღი 19 ნოემბერი, 1937
ბუენოს-აირესი, არგენტინა
გარდაცვალების თარიღი 31 აგვისტო, 1967 (29 წლის)
ვალიეგრანდეს პროვინცია, ბოლივია
დაკრძალულია ჩე გევარას მავზოლეუმი, სანტა-კლარა,კუბა
საქმიანობა კომუნისტი, რევოლუციონერი,აღმოსავლეთ გერმანიის/კუბის ჯაშუში, ჟურნალისტი

ჰაიდე ტამარა ბუნკე ბიდერი (დ.19 ნოემბერი, 1937 – გ. 31 აგვისტო, 1967), ცნობილი როგორც ტანია ან პარტიზანი ტანია არგენტინაში დაბადებული, აღმოსავლეთ გერმანელი კომუნისტი რევოლუციონერი და ჯაშუში, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა კუბის მთავრობაში, კუბის რევოლუციის შემდეგ და ლათინური ამერიკის სხვადასხვა რევოლუციურ მოძრაობებში.[1] იგი იბრძოდა მარქსისტ პარტიზანებთან ერთად, ჩე გევარას მეთაურობით, ბოლივიის აჯანყების დროს (1966–1967), სადაც იგი მოკლეს ჩასაფრებულმა, ბოლივიის არმიის რეინჯერება, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დახმარებით.

ადრეული ცხოვრება (1937–52)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუნკე დაიბადა ბუენოს-აირესში, არგენტინაში, გერმანელი კომუნისტების ერიხ ბუნკესა და ნადია ბიდერის ქალიშვილი (რომელიც წარმოშობით პოლონელი იყო).[2][3] დედა ებრაელი იყო.[4] მისი მამა, ერიხი, გერმანიის კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანდა 1928 წელს და მეუღლესთან ერთად გაიქცა არგენტინაში, როდესაც ხელისუფლებაში ნაცისტები მოვიდნენ. მისი მშობლები დაუყოვნებლივ შეუერთდნენ არგენტინის კომუნისტურ პარტიას, შესაბამისად, ტამარა და მისი ძმა ოლაფი პოლიტიკურად დამუხტულ გარემოში გაიზარდნენ. ბუენოს-აირესში მათ ოჯახურ სახლს ხშირად იყენებდნენ შეხვედრებისთვის, ლტოლვილების დასახმარებლად, პუბლიკაციების დასამალად და ზოგჯერ იარაღის თავმოსაყრელად.

პატარა ასაკში, ბუნკე კარგი სპორტსმენი და შესანიშნავი მოსწავლე იყო, რომელსაც განსაკუთრებით უყვარდა სამხრეთ ამერიკის ხალხური მუსიკა.[3] თუმცა, 1952 წელს ოჯახი დაბრუნდა აღმოსავლეთ გერმანიაში და დასახლდა სტალინშტადტში . ბუნკემ ზრდასრულ ასაკამდე არ ისწავლა გერმანული ენა.[5]

უნივერსიტეტის წლები (1953–59)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუნკემ დაიწყო პოლიტოლოგიის შესწავლა აღმოსავლეთ ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში . მალე იგი შეუერთდა გერმანიის მმართველი სოციალისტური ერთობის პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას, „თავისუფალი გერმანელი ახალგაზრდობა“ (FGY).[3] გარდა ამისა, იგი ასევე შეუერთდა დემოკრატიული ახალგაზრდობის მსოფლიო ფედერაციას, რამაც საშუალება მისცა დასწრებოდა ახალგაზრდებისა და სტუდენტთა მსოფლიო ფესტივალს ვენაში, პრაღაში, მოსკოვში და ბოლოს ჰავანაში, კუბაში . მისმა ძლიერმა ინტერესმა და სიახლოვემ ლათინურ ამერიკასთან, რასაც ერთვოდა მისი ენობრივი შესაძლებლობები (ის თავისუფლად ლაპარაკობდა რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ, ესპანურ და გერმანულ ენებზე)[1] მალე განაპირობა FGY- ის საერთაშორისო დეპარტამენტის სახელით თარჯიმნობის დაწყება.

კუბა და ჩე გევარა (1960–64)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბუნკე, როდესაც ის პირველად ჩავიდა კუბაში 1961 წელს.

1960 წელს, 23 წლის ასაკში, ბუნკემ გაიცნო მარქსისტი რევოლუციონერი ჩე გევარა.[2] გევარა სტუმრობდა აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ ლაიფციგს კუბის სავაჭრო დელეგაციასთან ერთად და ბუნკეს, რომელიც მას გმირად აღიქვამდა, დაევალა მისთვის თარჯიმნობის გაწევა .[1] კუბის რევოლუციით შთაგონებული, რომლის საერთაშორისო სახე გევარა გახდა, ბუნკე 1961 წელს კუბაში გადავიდა საცხოვრებლად[5] . მან, თავდაპირველად, მოიძია მოხალისეობრივი სამუშაო, ასწავლიდა სოფლებში. მისმა კუბელმა მასპინძლებმა მალევე შეამჩნიეს მისი შედეგიანობა, დისციპლინა და კეთილგანწყობა სამსახურის მიმართ. იგი ასევე მუშაობდა განათლების სამინისტროში, კუბის ხალხთა მეგობრობის ინსტიტუტში და კუბელი ქალების ფედერაციაში .

საბოლოოდ იგი შეირჩა, მონაწილეობის მისაღებად ჩე-ს უიღბლო პარტიზანულ ექსპედიციაში, ბოლივიაში, სახელწოდებით „ოპერაცია მოჩვენება“. გევარას მიზანი იყო კონტინენტის მასშტაბით რევოლუციური აჯანყების გაღვივება მეზობელ არგენტინაში, პარაგვაიში, ბრაზილიაში, პერუსა და ჩილეში; "ორი, სამი, ბევრი ვიეტნამის " შექმნით, ამერიკული იმპერიალიზმის შეცვლა.[1][3] მოსამზადებლად, გევარამ ბუნკე მიაბარა დანიელ ალარკონ რამირესს პინარ-დელ-რიოში, დასავლეთ კუბაში. გევარას სურდა, რომ მას ესწავლა თავდაცვა, მაგალითად როგორ უნდა გამოეყენებინა დანა ან ავტომატი; და როგორ გაეგზავნათ და მიეღოთ ტელეგრაფული კოდირებული შეტყობინებები რადიოთი. ამ პერიოდში მან მიიღო ფსევდონიმი „ტანია“. კუბაში და მოგვიანებით პრაღის გარეუბანში მდებარე პატარა ფერმაში სწავლების დროს, ბუნკემ შთაბეჭდილება მოახდინა კუბელებზე თავისი ინტელექტით, გამძლეობითა და ჯაშუშობის უნარით.

ბოლივიის აჯანყება (1964–67)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კუბის მთავრობაში მუშაობის წლებში (1961 – 1967) ბუნკემ გამოიყენა სხვადასხვა სახის შენიღბვა. მათ შორის იყო ჩეხი ქალი მართა ირიარტე, ჰაიდე გონსალესი და ვიტორია პანსინი, ევროპაში მოგზაური იტალიის მოქალაქე.[1]

1964 წლის ოქტომბერში ბუნკე გაემგზავრა ბოლივიაში, ლაურა გუტიერეს ბაუერის სახელით, როგორც გევარას ბოლო კამპანიის საიდუმლო აგენტი. მისი პირველი მისია იყო ბოლივიის პოლიტიკური ელიტისა და მისი შეიარაღებული ძალების შესახებ ინფორმაციის მოგროვება.[1] არგენტინული წარმოშობის მემარჯვენე, ფოლკლორის ექსპერტად თავის გამოცხადებით, სწრაფად იპოვა ადგილი მაღალ საზოგადოებასა და ბოლივიის აკადემიურ და ოფიციალურ წრეებში.[3][6] აჩვენა თუ რამდენად მაღალ დონეზე შეეძლო ლა-პასის საზოგადოების აწევა, მან დაიმსახურა ბოლივიის პრეზიდენტის, რენე ბარიენტოსის, თაყვანისცემა და მასთან ერთად დასასვენებლადაც კი გაემგზავრა პერუში . იდენტობის დაფარვის შესანარჩუნებლად, ნახევარ დროს უთმობდა ხალხური მუსიკის კვლევას (ამ პროცესში ბოლივიური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული კოლექცია აწარმოა) და მოქალაქეობის მისაღებად დაქორწინდა ახალგაზრდა ბოლივიელზე.

ტაქტიკურად, თავდაპირველად იგი ფასდაუდებელი იყო გევარას პარტიზანებს შორის, რადგან იგი ინახავდა რადიო აღჭურვილობას კედლის უკან, მის ბინაში, რომლითაც უგზავნიდა დაშიფრულ შეტყობინებებს ფიდელ კასტროს, ჰავანაში.[1]

"ნუთუ დავიწყებას მიეცემა ერთ დღეს ჩემი სახელი
და აღარაფერი დარჩება ჩემგან დედამიწაზე?"
— — ტამარა ბუნკე, 1966 [1]

1967 წლის 31 აგვისტოს 17:20 საათზე წამყვან პარტიზანულ კოლონას ჩაუსაფრდნენ რიო- გრანდეზე გადასვლისას, ვადო-დელ-ესოში.[1] ტანია წელის სიღრმე წყალში იყო, შაშხანა თავს ზემოთ ეჭირა, როდესაც მას ცეცხლი გაუხსნეს და მკლავსა და ფილტვებში მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა, რვა აჯანყებულთან ერთად.[3] მისი სხეული დინებამ წაიღო და მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ აღმოაჩინა ბოლივიის არმიამ, 6 სექტემბერს. როდესაც მისი გვამი წარუდგინეს ბარიენტოსს, გადაწყდა, რომ დაკრძალავდნენ საერთო სამარხში დანარჩენ პარტიზანებთან ერთად. თუმცა, ადგილობრივი ფერმერი ქალები მოითხოვდნენ, მისი, როგორც ქალის, სათანადო ქრისტიანული წესით დაკრძალვის უფლებას.

როდესაც რადიოთი განაცხადეს მისი გარდაცვალების შესახებ, გევარამ, რომელიც ჯერ კიდევ ჯუნგლებში იბრძოდა, არ დაიჯერა; ეჭვი ჰქონდა, რომ ეს იყო სახელმწიფო პროპაგანდა მისი დემორალიზაციისთვის.[1] მოგვიანებით, როდესაც ფიდელ კასტრომ შეიტყო მისი დაღუპვის შესახებ, მან „პარტიზანი ტანია“ კუბის რევოლუციის გმირად გამოაცხადა.

მას შემდეგ, რაც 1997 წელს ბიოგრაფმა, ჯონ ლი ანდერსონმა, კვლევებისას აღმოაჩინა ჩე გევარას ნაშთები, ბუნკეს ნეშტიც ვალიეგრანდეს სამხედრო ბაზის მახლობლად მდებარე მოუნიშნავ სამარხში აღმოაჩინეს 13 ოქტომბერს, 1998 წელს. ის გადაასვენეს კუბაში ჩე გევარას მავზოლეუმში, სანტა კლარაში, თავად გევარასა და ბოლივიის აჯანყების დროს (1966–1967) მოკლულ რამდენიმე სხვა პარტიზანთან ერთად.

  • Tania, the Woman Che Guevara Loved, by José Antonio Friedl Zapata, Planeta, 1997, ISBN 978-3-351-02465-9
  • Tania: Undercover With Che Guevara in Bolivia, by Ulises Estrada, Ocean Press (AU), 2005, ISBN 1-876175-43-5
  • Henderson, James D., Linda R. (1978). Ten notable women of Latin America. p. 213–240. OCLC 641752939.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 Haydée Tamara Bunke Bider: the woman who died with Che Guevara[მკვდარი ბმული] by Christine Toomey, The Sunday Times, August 10, 2008 შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name "Times" defined multiple times with different content; $2
  2. 2.0 2.1 Mother Fights Che Film Over 'Lover' Claims by Tony Paterson & Oliver Poole, Daily Telegraph, March 17, 2002
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Tania: Undercover with Che Guevara in Bolivia დაარქივებული 2020-10-20 საიტზე Wayback Machine. A Book Review by Bob Briton, The Guardian, January 26, 2005
  4. Bunke, Tamara (1937–1967) | Encyclopedia.com. ციტირების თარიღი: 2020-06-20
  5. 5.0 5.1 Bunke, Tamara (1937–1967) (September 21, 2017).
  6. Tania: Undercover with Che Guevara in Bolivia, by Ulises Estrada, 2005, Ocean Press, ISBN 1-876175-43-5
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტამარა_ბუნკე“-დან