ჯონ ლი ანდერსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჯონ ლი ანდერსონი
John Lee Anderson 2010.JPG
დაბადების თარიღი 15 იანვარი, 1957
საქმიანობა ბიოგრაფი, მწერალი, ჟურნალისტი

ჯონ ლი ანდერსონი (დ. 15 იანვარი, 1957) — ამერიკელი ბიოგრაფი, ავტორი, საგამოძიებო რეპორტიორი, ომის კორესპოდენტი და სტატიების ავტორი ჟურნალ ნიუ-იორკერისთვის, რომელიც ამზადებს რეპორტაჟებს საომარი ზონებიდან, როგორიცაა ავღანეთი, ერაყი, უგანდა, პალესტინა, სალვადორი, ირლანდია, ლიბანი ირანი და სრულიად ახლო აღმოსავლეთი. ანდერსონი ასევე წერდა გაზეთებისთვის ნიუ-იორკ ტაიმზი, Harper’s, Life და The Nation. ანდერსონის ინტერესი მიმართული იყო ისეთი პოლიტიკური ლიდერებისკენ, როგორებიცაა უგო ჩავესი, ფიდელ კასტრო, ჩე გევარა და აუგუსტო პინოჩეტი.[1]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდერსონმა 1979 წელს დაიწყო რეპორტიორად მუშაობა პერუში, Lima Times- ში. გასული საუკუნის 80-იანი წლების განმავლობაში იგი აშუქებდა ცენტრალურ ამერიკას, თავდაპირველად სინდიკატური მესვეტე ჯეკ ანდერსონისთვის,[2] შემდეგ კი გამოცემებისთვის ტაიმი, Life, The Nation და Harper’s .[3]

ანდერსონი, ასევე, არის მარქსისტი რევოლუციონერის, ჩე გევარას ბიოგრაფიის ავტორი, სახელწოდებით „ ჩე გევარა: რევოლუციონერის ცხოვრება“, რომელიც პირველად გამოიცა 1997 წელს. ბოლივიაში, წიგნისთვის ჩატარებული კვლევებისას, მან აღმოაჩინა გევარას დაკრძალვის საიდუმლო ადგილი, საიდანაც 1997 წელს მისი ნეშტის ექსჰუმაცია და კუბაში დაბრუნება მოხერხდა.[4]

ლიტერატურული მიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩე გევარა: რევოლუციონერის ცხოვრებამ ფართო აღიარება მოიპოვა[5][6][7] როგორც ნიუ-იორკ ტაიმზის, წლის ყველაზე ცნობილმა წიგნმა[8] და კიდევ მრავალჯერ გამოიცა.


პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯოი ანდერსონის, ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორისა და ჯონ ანდერსონის, USAID– ისა და მშვიდობის კორპუსის დიპლომატის და სოფლის მეურნეობის მრჩევლის, ვაჟი ანდერსონი გაიზარდა და განათლება მიიღო სამხრეთ კორეაში, კოლუმბიაში, ტაივანში, ინდონეზიაში, ლიბერიაში, ინგლისსა და შეერთებულ შტატები. მისი ძმაა სკოტ ანდერსონი, ნოველისტი და ჟურნალისტი. მათ თანაავტორობით ორი წიგნი აქვთ გამოცემული.[9]

ის ამჟამად ცხოვრობს ინგლისში, დორსეტში, თავის მეუღლესთან, ერიკასთან და სამ შვილთან ერთად: ბელა, როზი და მაქსიმო.[10]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Jon Lee Anderson and Andrew Bacevich in Conversation. Sydney Writers' Festival 2008 - Online Program. Sydney Writers' Festival (2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი 2020. ციტირების თარიღი: 4 June 2011
  2. Kornheiser, Tony (1983-08-07). „JACK ANDERSON &“. The Washington Post (ინგლისური). ISSN 0190-8286. ციტირების თარიღი: 2017-06-21.
  3. Birnbaum, Robert. (October 18, 2004) Jon Lee Anderson. The Morning News. ციტირების თარიღი: 2017-06-21
  4. Anderson, Jon Lee (May 3, 2011). „Burial Lesson: From Che to Bin Laden“. ციტირების თარიღი: March 20, 2015. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  5. Canby, Peter (May 18, 1997). „Poster Boy for the Revolution“. New York Times. The New York Times Company. ციტირების თარიღი: June 4, 2011.
  6. CHE GUEVARA: A Revolutionary Life. Kirkus Reviews.
  7. Che Guevara: A Revolutionary Life. Goodreads.
  8. Notable books of the year 1997.
  9. Author Interview: Scott Anderson. NPR (2013). ციტირების თარიღი: 7 July 2014
  10. „The Conversation: Jon Lee Anderson, foreign correspondent“. The Independent (ინგლისური). 2013-05-11. ციტირების თარიღი: 2017-06-21.