ვალიეგრანდე
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ვალიეგრანდე Vallegrande | |||
![]() | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
დეპარტამენტი | სანტა-კრუსი | ||
პროვინცია | ვალიეგრანდეს პროვინცია | ||
კოორდინატები | 18°29′00″ ს. გ. 64°06′00″ დ. გ. / 18.48333° ს. გ. 64.10000° დ. გ. | ||
დაარსდა | 1612 წ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 2 030 მ | ||
მოსახლეობა | 6 000 კაცი (2001) | ||
ვალიეგრანდე (ესპ. Vallegrande — დიდი ხეობა) — პატარა, კოლონიური ქალაქი ბოლივიაში. მდებარეობს სანტა-კრუსის დეპარტამენტში, ქალაქ სანტა-კრუს-დე-ლა-სიერიდან 125 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით. წარმოადგენს ვალიეგრანდეს პროვინციისა და მუნიციპალიტეტის დედაქალაქსა და რეგიონული მნიშვნელობის საბაზრო ქალაქს. პატარა ქალაქი მთელს მსოფლიოშია ცნობილი როგორც რევოლუციონერ ჩე გევარას პირველი განსასვენებელი, 1967 წელს მისი სიკვდილით დასჯის შემდეგ.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი მდებარეობს დიდ ხეობაში (საიდანაც მომდინარეობს მისი სახელი), ზღვის დონიდან 2 030 მეტრზე, მოსახლეობა 6 000 ადამიანია (2001). ხეობაში მდებარეობითა და სიმაღლიდან გამომდინარე, კლიმატი რბილია.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არეალის ინდუსტრიის მთავარი დარგია სოფლის მეურნეობა და მისგან მიღებული პროდუქტები. რეგიონი ძირითადად აწარმოებს მარცვლეულს, მათ შორის ხორბალსა და სიმინდს, ასევე ხილს — ატამს, ვაშლს, ყურძენს, მსხალს, ჩირიმოიასსა და ქლიავს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვალეგრანდე 1612 წელს ესპანელებმა დააარსეს და სიუდად-დე-ხესუს-ი-მონტეს-დე-ლოს-კაბალიეროს-დელ-ვალიეგრანდე (Ciudad de Jesús y Montes Claros de los Caballeros del Vallegrande) უწოდეს. ქალაქის ძირითადი დანიშნულება იყო აქ მცხოვრები გუარანის ხალხის მებრძოლების მასიური თავდასხმების აღკვეთა. ვალიეგრანდეს ბევრი თავდაპირველი მცხოვრები კათოლიციზმზე მოქცეული სეფარდი და აშკეზანი ებრაელები იყვნენ, რომლებსაც ინკვიზიცია დევნიდა ესპანეთიდან, ლა-პლატიდან და პოტოსიდან, რადგან მათ იუდაიზმის ფარულ მიმდევრობაში ადანაშაულებდა. დანარჩენი მოსახლეობა ქალაქ სანტა-კრუს-დე-ლა-სიერიდან გადმოსახლდა, ვინაიდან ვალიეგრანდე სანტა-კრუსისა და პერუს მაღაროების დამაკავშირებელი გზის მთავარი სატრანზიტო წერტილი გახდა.
XVIII-XIX საუკუნეებში ვალეგრანდე სწრაფად იზრდებოდა და რეგიონის ურბანული და კულტურული ცენტრი გახდა, 1900 წლისთვის მისმა მოსახლეობამ 25 000 ადამიანი შეადგინა. XX საუკუნეში, ვალიეგრანდემ მზარდ სანტა-კრუსთან კონკურენციას ვერ გაუძლო და მისი მნიშვნელობა თანდათან დაეცა.
ჩე გევარა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჩვენ მოვედით აქ, იმავე ადგილას, სადაც მისი მკვლელები მის გაქრობას ცდილობდნენ, იმის სათქმელად, რომ მისი ოცნებები სამართლიანობასა და საკუთრების უფლებაზე სისრულეშია მოყვანილი — რაფაელ დაუსა, კუბის ელჩი ბოლივიაში, ვალიეგრანდეს მემორიალი, 2009 წლის 14 ივნისი.[1]
სწორედ ვალიეგრანდეს ასაფრენი ზოლის ქვეშ, 1997 წელს აღმოაჩინეს ჩე გევარას ნეშტი, რომელიც შემდეგ კუბაში გადაასვენეს. ამ ადგილას გევარა 1967 წელს, ახლომდებარე სოფელ ლა-იგერაში სიკვდილით დასჯის შემდეგ დამარხეს.
როგორც გევარას პირველ განსასვენებელს, ვალიეგრანდეს ათასობით ტურისტი სტუმრობს მთელი მსოფლიოდან, რათა პატივი მიაგონ თავიანთ მემარცხენე კერპს.[2] ადგილობრივი წვრილი მაღაზიები ყიდიან ჩეს პოსტერებს, გულსაბნევებსა და ქუდებს; სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების კედლებიდან იყურება გევარას ცნობილი სურათი. ასევე გახსნილია ჩე გევარას ცხოვრების ამსახველი მუზეუმი. როგორც ადგილობრივმა ჩეს თემატიკის რესტორნის მეპატრონე კარლოს რობერტ პენამ 2007 წელს Reuters-ს განუცხადა, „რომ არა ჩე, აქ ამდენი უცხოელი ტურისტი არ მოვიდოდა.“[2]
ამასთანავე, ვალიეგრანდეს ზოგიერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი გევარას „წმინდა ერნესტოდ“ მიიჩნევს. ლიხია მორონი, რომელიც ვალიეგრანდეში ათასობით სხვა ბოლივიელის მსგავსად 1967 წლის ოქტომბერში გევარას გვამის სანახავად ჩამოვიდა, განაცხადა, რომ „ამ ქალაქში ჩეს სული ცოცხალია. მე ვფიქრობ, რომ ის წმინდანად შეირაცხება.“[2]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Map of Vallegrande Province დაარქივებული 2007-10-12 საიტზე Wayback Machine.
- Vallegrande Travel Guide დაარქივებული 2012-02-27 საიტზე Wayback Machine.
- The Che Trail in Bolivia
- Che Guevara Route, Vallegrande Region დაარქივებული 2010-03-02 საიტზე Wayback Machine.
სტატიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Local Deity: Bones or Not, Vallegrande's a Must Stop on the Che Route დაარქივებული 2011-06-16 საიტზე Wayback Machine. by Joshua Hammer, Newsweek, 1997
- Che Guevara Legacy Lives on in Bolivia BBC News, August 24 2004
- Bolivian Town Recalls Che Assassination[მკვდარი ბმული] Prensa Latina, October 8 2008
- Che Sat Here: The Making (and Marketing) of a Martyr დაარქივებული 2009-10-10 საიტზე Wayback Machine. by Alex Ayala Ugarte, Virginia Quarterly Review, Winter 2009 Issue
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Birthday of Ernesto Che Guevara Commemorated in Bolivia by the Cuban News Agency, June 15 2009
- ↑ 2.0 2.1 2.2 Bolivian Town Cashes in on Che Guevara Legacy დაარქივებული 2010-03-08 საიტზე Wayback Machine. by Eduardo Garcia, Reuters, October 7 2007
|