ალბერტო გრანადო
ალბერტო გრანადო | |
---|---|
დაბადების თარიღი |
8 აგვისტო, 1922 არგენტინა |
გარდაცვალების თარიღი |
5 მარტი, 2011 (88 წლის) ჰავანა, კუბა |
საქმიანობა | ფარმაცევტ-ქიმიკოსი და მწერალი |
ცნობილია როგორც | ჩე გევარას ახლო მეგობარი |
ალბერტო გრანადო რომერო (ესპ. Alberto Granado Romero) (დ.8 აგვისტო, 1922 — გ. 5 მარტი, 2011) — არგენტინელ–კუბელი ბიოქიმიკოსი, ექიმი, მწერალი და მეცნიერი. ის ასევე იყო ჩე გევარას ახალგაზრდობის მეგობარი და თანამოაზრე, ლათინურ ამერიკაში, 1952 წელს, მოტოციკლით გამართული ტურის დროს. მოგვიანებით გრანადომ დააარსა სანტიაგო დე კუბის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა. მან დაწერა მემუარები " მოგზაურობა ჩე გევარასთან: რევოლუციონერის ჩამოყალიბება", რომელიც დაედო საფუძვლად 2004 წლის ფილმს "მოტოციკლისტის დღიურები", რომელშიც მის როლს როდრიგო დე ლა სერნა ასრულებდა. ხანდაზმული ალბერტო გრანადო ჩნდება ფილმის ბოლოს.
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გრანადო დაიბადა 1922 წლის 8 აგვისტოს, ერნანდოში, კორდოვა, დიონისიო გრანადოს (არგენტინის სარკინიგზო კომპანიის ესპანელი სასულიერო თანამშრომელი) და ადელინა ხიმენეს რომეროს ვაჟი. [1] 1930 წელს, მას შემდეგ, რაც ხოსე ფელიქს ურიბურუმ იპოლიტო ირიგოიენის ნაციონალისტური მთავრობა ჩამოაგდო, გრანადოს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა სანტა-ფეს პროვინციაში, ვილია კონსტიტუსიონში, მამის მებრძოლი პროფკავშირული პოზიციის გამო. 1931 წელს გრანადო თავის ბებიასთან და ბაბუასთან გაგზავნეს კორდოვაში, ხოლო 1940 წელს კორდოვას უნივერსიტეტში მიიღეს, სადაც სწავლობდა ქიმიას, ფარმაციას და ბიოქიმიას.
ჯონ ლი ანდერსონი თავის ყველაზე გაყიდვად ბიოგრაფიაში, სახელწოდებით ჩე გევარა: რევოლუციონერის ცხოვრება, გრანადოს ამ პერიოდში აღწერს, როგორც „თითქმის ხუთი ფუტის სიმაღლე და უზარმაზარი ცხვირით, ფლობდა კარგი იუმორის გრძნობას და იყო გემოვნებიანი ღვინის, გოგონების, ლიტერატურისა და რაგბის მიმართ“. [1]
1943 წელს გრანადო მონაწილეობდა გენერალ ხუან პერონის წინააღმდეგ პოლიტიკურ საპროტესტო გამოსვლებში და ერთი წლით დააპატიმრეს. ამ პერიოდში გაიცნო მან ერნესტო გევარა (რომელსაც ჯერ კიდევ არ ეძახდნენ " <i id="mwKA">ჩეს</i> ") მას შემდეგ, რაც გევარას ოჯახი კორდოვაში გადავიდა იმ იმედით, რომ მთის ჰაერი ერნესტოს ასთმას გააუმჯობესებდა. ისინი პირველად შეხვდნენ, როდესაც გევარა თან ახლდა გრანადოს ძმას, ტომასს (რომელთან ერთადაც სკოლაში დადიოდა), გრანადოს სანახავად პოლიციის საკანში სტუმრობისას. [2] მიუხედავად იმისა, რომ გრანადო ექვსი წლით უფროსი იყო გევარაზე, ისინი იზიარებდნენ ლიტერატურულ და პოლიტიკურ ინტერესებს, ამასთან ერთად ჰქონდათ უცხოეთში მოგზაურობის ენთუზიაზმი.[3] მალე ახლო მეგობრები გახდნენ, რომლებმაც გაიზიარეს "ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობა, შავი იუმორის გრძნობა და სურვილი შეესწავლათ თავიანთი კონტინენტი". [4] მრავალი წლის შემდეგ ინტერვიუში კითხვაზე გევარასთან მისი მეგობრობის შესახებ, გრანადომ გაიხსენა, რომ "ჩვენ ამას კარგად ვახერხებდით, როდესაც საუბარი იყო პოლიტიკაზე, დაავადებებზე, ჩვენ თითქმის ყოველთვის მსგავს აზრს ვიზიარებდით". [5]
1946 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ბიოქიმიაში. გრანადო გახდა კორდოვის უნივერსიტეტის ჰიგიენისა და ეპიდემიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელის სამედიცინო ასისტენტი. ის უკვე დაინტერესებული იყო ჰანსენის ბაცილით და ამიტომ შემდეგ წელს ლეპროსარიუმში ფარმაკოლოგიის დირექტორის პოსტი დაიკავა. შედეგად, 1947 წლიდან 1951 წლამდე, გრანადო სწავლობდა კლინიკურ ლაბორატორიაში სან–ფრანცისკო – დელ – ჩანიარის ლეპროსარიუმში. ამ პერიოდში, გევარამ მოინახულა გრანადო სან-ფრანცისკო - დე - ჩანიარში. [2] შემდეგ, გრანადომ მოიგო სტიპენდია ბუენოს აირესში, მალბრანის ინსტიტუტში.
მოგზაურობა სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„მჭირდებოდა მსოფლიო მენახა, მაგრამ პირველ რიგში მინდოდა ლათინური ამერიკის ნახვა, ჩემი საკუთარი მრავალტანჯული კონტინენტის. არა მხოლოდ ტურისტის თვალით, რომელიც მხოლოდ ლანდშაფტით ინტერესდება, ხანმოკლე კომფორტის და სიამოვნების თანხლებით, არამედ ადგილობრივის თვალითა და სულით.“
| |
(Alberto Granado[6])
|
1951 წლის 29 დეკემბრიდან 1952 წლის ივლისამდე გრანადომ თავისი საყვარელი Norton 500cc მოტოციკლით — Poderosa II — იმოგზაურა სამხრეთ ამერიკაში, თავის მეგობარ ჩე გევარასთან ერთად. მათი კონტინენტური ექსკურსიის განმავლობაში, ისინი პირისპირ შეესწრნენ უუფლებო აბორიგენი მოსახლეობის სიღარიბეს და ხშირ შემთხვევაში ნაკლებ ხელმისაწვდომობას ძირითად სამედიცინო დახმარებაზე . [1]
სამხრეთ ამერიკის "დაჩაგრულ და ექსპლუატირებულ" წარმომადგენლებთან შეხვედრამ, როგორებიცაა მიგრანტი მწყემსები, სპილენძის მომპოვებლები და ინდოელი გლეხები, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მათ ცხოვრებაზე. გრანადოსთვის ამან დაადასტურა, რომ უფრო ფართო სამყარო იყო სანახავი და დასახმარებელი, ვიდრე მისი საშუალო ფენის შტატი, ხოლო გევარასთვის ამან გააღვიძა ბრძოლის უნარი, გამკლავებოდა ასეთი სიდუხჭირის მიზეზს, რომელიც მან კაპიტალიზმად აღიქვა . ამ გამოცდილებამ ასევე ხელი შეუწყო ორივე მამაკაცს მათი მომავალი პროფესიის რეალიზებაში — გევარა მარქსისტული რევოლუციური პოლიტიკისკენ და გრანადო პრაქტიკული მეცნიერებისკენ.
"იმაზე ფიქრი, რომ ერნესტო, რომელსაც ვიცნობ 14 წლიდან, ასეთ ეფექტს მოახდენდა მსოფლიოზე, გასაოცარია. სანამ არგენტინას დავტოვებდით, არაფერი ვიცოდით ლათინური ამერიკის შესახებ, უზარმაზარ ნაპრალზე მდიდარ და ღარიბ მოსახლეობას შორის და ხალხის საშინელ ექსპლუატაციაზე. ამან საოცარი ეფექტი მოახდინა ჩვენზე." — ალბერტო გრანადო, The Independent, 2004[7]
|
გრანადოს მოგზაურობა დასრულდა კარაკასში, ვენესუელაში, სადაც დარჩა მაიკეტიას კაბო ბლანკოს ლეპროსარიუმში სამუშაოდ. თუმცა, გევარამ განაგრძო მოგზაურობა მაიამიში, სანამ ბუენოს-აირესში დაბრუნდებოდა და სამედიცინო ხარისხს მიიღებდა. ეს ორი ადამიანი ერთმანეთს აღარ შეხვედრია რვა წლის მანძილზე, რა პერიოდშიც გევარა იყო ფიდელ კასტროს 1959 წლის კუბის რევოლუციის გმირი და კუბის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი. [4]
რამდენიმე წლის შემდეგ, 1955 წელს, გრანადომ მოიგო Istituto Superiore di Sanità-ს სტიპენდია, რომში; ევროპაში ყოფნისას იგი საფრანგეთში, ესპანეთსა და შვეიცარიაში იმყოფებოდა. დაბრუნებისთანავე დაქორწინდა დელია მარია დუკე დუკეზე.
კარიერა კუბაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1959 წელს კუბის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ, გრანადო ჰავანაში მიიწვია გევარამ, რომელიც ფიდელ კასტროს შემდეგ ქვეყანაში მეორე პირი გახდა. [8] ასე რომ, 1960 წელს გრანადო გევარას მიპატიჟეებით პირველად ეწვია კუბას. ერთი წლის შემდეგ იგი ოჯახთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად და შეუდგა მუშაობას ჰავანის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ბიოქიმიის პროფესორის თანამდებობაზე. იმავე წელს, იგი იყო ძირითადი და პრე-კლინიკური მეცნიერებების ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1962 წელს, კოლეგების ჯგუფთან ერთად, დააარსა სანტიაგოს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, რიგით მეორე კუბაში. ის 1974 წლამდე უფროს პროფესორად მუშაობდა. ამრიგად, გრანადო ნაწილობრივ პასუხისმგებელი იყო კუბის მაღალკვალიფიციური ექიმების დიდ რაოდენობაზე, რაც შეფასდა, როგორც "კასტროს მთავრობის ერთ-ერთი უდაო მიღწევა".
1975–დან 1986 წლამდე გრანადომ იცავდა დოქტორის ხარისხს ბიოლოგიურ მეცნიერებებში და დაესწრო მსოფლიო კონგრესს გენეტიკის შესახებ, მოსკოვში. იგი ასევე დაესწრო ლენინგრადის პოლიმორფიზმის კონგრესს და მონაწილეობა მიიღო ჰოლშტეინის ტროპიკული პირუტყვის ჯიშების განვითარებაში . 1978 წელს მან ესპანურ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე გამოაქვეყნა მისი და გევარას 1951–1952 წლების სამხრეთ ამერიკული ტური, სახელწოდებით Con el Che por Sudamerica .
1986-1990 წლებში მან მონაწილეობა მიიღო კუბის გენეტიკის საზოგადოების შექმნაში და დაინიშნა მის პრეზიდენტად.
1997 წელს იგი შეუერთდა კუბის სოლიდარობის კამპანიას და გევარას იდეების პოპულარიზაციას ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ.
2002–დან 2003 წლამდე ის იყო ვალტერ სალისის ფილმის ”მოტოციკლისტის დღიურების ” მრჩეველი, რომელიც დაფუძნებული იყო გრანადოს Con el Che por Sudamerica– სა და გევარას ჩანაწერებზე, მოტოციკლისტის დღიურები, რომელიც გამოქვეყნდა 1967 წელს. გრანადო, თავად გამოჩნდა ფილმის ეპილოგში.
ჩეს შესახებ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„რასაც ყველაზე მეტად ვაფასებდი იყო ჩეს პატიოსნება — მისი შესაძლებლობა გარდაექმნა ნეგატიური საკითხები პოზიტიურად... იგი არ იყო კომპრომისული. არ იყო მარტივი მისი ხედვის და რწმენის გაზიარება.“
| |
(Alberto Granado[9])
|
ფილმში "ჩემი საუკეთესო მეგობარი", პროდიუსერი კლერ ლევინსი გრანადოს ეკითხება, თუ რა მიაჩნია ჩე გევარას პერსონის მუდმივი მიმზიდველობის მიზეზად, მისი პასუხი იყო:
„იმიტომ, რომ ის იყო კაცი, რომელიც იბრძოდა და დაიღუპა იმისთვის, რაც სამართლიანობად მიაჩნდა. ამრიგად, ახალგაზრდებისთვის არის ადამიანი, რომელსაც უნდა მიჰყვნენ. რაც დრო გადის და ქვეყნების მთავრობებში იზრდება კორუფციონისტი ხალხის რიცხვი.. ჩეს პერსონა მეტად დიდი და დიდებული ხდება, გარდაიქმნება კაცად, რომელსაც უნდა მიბაძო. ის არ არის ღმერთი, რომელსაც ლოცვა სჭირდება, არამედ კაცი რომელიც სამაგალითოა, გვიჩვენებს საუკეთესოს ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ [10]“
|
სანამ გევარა კუბას დატოვებდა, 1965 წელს, საზღვარგარეთ რევოლუციების გასაგრძელებლად, მან დატოვა რამდენიმე წიგნი წარწერებით ახლო მეგობრებისთვის. მათ შორის იყო ერთი წიგნი, შაქრის ინდუსტრიის შესახებ, მისი ძველი მეგობრის გრანადოსთვის. [4] გზავნილი, რომელიც ბოლივიაში ჩეს გარდაცვალების შემდეგ, 2 წლის დაგვიანებით, მიიღო წინასწარმეტყველური ჩანდა. მასში ვკითხულობთ: "ჩემს ოცნებებს, როგორც ჩანს, საზღვრები არ აქვს, მინიმუმ, სანამ ტყვიები სხვაგვარად არ გადაწყვეტენ. გელოდები, მჯდომარე ბოშა, როდესაც დენთის სუნი ჩაცხრება. გეხვევით ყველას, ჩე ”.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გრანადო გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით 2011 წლის 5 მარტს, 88 წლის ასაკში. [1] [11] კუბის ტელევიზიის ცნობით, გრანადომ მოითხოვა, რომ მისი სხეული დაეწვათ და ფერფლი გაებნიათ კუბაში, არგენტინასა და ვენესუელაში .
მისი სიკვდილი დაემთხვა, ალბერტო კორდას მიერ ჩეს ცნობილი Guerrillero Heroico-ს ფოტოს გადაღებიდან 51 წლისთავს.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვენესუელაში დაბადებულ მეუღლესთან დელია მარია დუკე დუკესთან (რომელზეც დაქორწინდა 1955 წელს) მას ჰყავდა სამი შვილი (ალბერტო, დელიტა და როქსანა). [8] [4] მისი ვაჟი, სახელად ალბერტო გრანადო, არის კუბის აფრიკის სახლის ხელმძღვანელი, აფრიკის კულტურის ცენტრი ჰავანაში. [1]
ფილმოგრაფია და პოპ-კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბერტო გრანადო 2006 წელს გადაიღეს დოკუმენტურ ფილმში ჩე: აღზევება და დაცემა. როდრიგო დე ლა სერნამ გრანადო განასახიერა 2004 წელს გადაღებულ ფილმში „მოტოციკლისტის დღიურები“, რომელიც გადაღებულია მისი და გევარას მოგზაურობის შესახებ სამხრეთ ამერიკაში. ფილმის ეპილოგის შემდეგ თავად გრანადოც მოკლე ხნით ჩნდება ეკრანზე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- BBC: 'My Best Friend Che' May 9, 2005
- Alberto Granado's Motorcycle Diaries Timeline[მკვდარი ბმული]
- Interview with Alberto for the film The Motorcycle Diaries
- The Guardian: My Ride With Che by Geoffrey Macnab, February 13, 2004
- Interview with Alberto and additional information about his life for The Motorcycle Diaries
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Obituary for Alberto Granado by The Associated Press
- ↑ 2.0 2.1 David Sandison, Che Guevara (St. Martin's Griffin, 1998).
- ↑ Biochemist and Che's Motorcycle Companion by The Irish Times, March 12, 2011
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 Alberto Granado, 88, Friend of Che, Dies by Victoria Burnett, The New York Times, March 6, 2011
- ↑ Obituary: Alberto Granado by The Courier Mail, March 10, 2011
- ↑ Alberto Granado, Che Guevara's Motorcycle Companion, Dies at 88 by Emma Brown, The Washington Post, March 8, 2011
- ↑ A Country Mourns Che Guevara's Motorcycle Companion by David Usborne, The Independent, March 7, 2011
- ↑ 8.0 8.1 Biochemist and Che's Motorcycle Companion by The Irish Times, March 12, 2011
- ↑ 'My Best Friend Che' BBC News, May 9, 2005
- ↑ "Che Guevara: Revolutionary & Icon", by Trisha Ziff, Abrams Image, 2006, pg 13
- ↑ Che Guevara's Motorcycle Diaries Companion Granado Dies by BBC News, March 5, 2011
|