პინარ-დელ-რიო
მუნიციპალიტეტი | |||
---|---|---|---|
პინარ-დელ-რიო Pinar del Río | |||
სიგარის საწარმო პინარ-დელ-რიოში | |||
| |||
ქვეყანა | კუბა | ||
პროვინცია | პინარ-დელ-რიო | ||
კოორდინატები | 22°24′44″ ჩ. გ. 83°40′19″ დ. გ. / 22.41222° ჩ. გ. 83.67194° დ. გ. | ||
დაარსდა | 1774 წ | ||
ფართობი | 708 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 60 მ | ||
მოსახლეობა | 190 532 კაცი (2004) | ||
სიმჭიდროვე | 269,1 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||
სატელეფონო კოდი | +53-48 | ||
საფოსტო ინდექსი | 20100, 20200 y 20300 | ||
ოფიციალური საიტი | pinar.cu | ||
პინარ-დელ-რიო (ესპ. Pinar del Río) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, პინარ-დელ-რიოს პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს ჰავანიდან 156 კმ-ით დასავლეთით, ზღვის დონიდან 60 მეტრზე. მის ტერიტორიას კვეთს რიო-გუამა. 2004 წლის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენს 190 532 ადამიანს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი 1669 წელს დაარსდა და ნუევა-ფილიპინა ერქვა. იმის გამო, რომ რიო-გუამის მიმდებარე ტერიტორია ფიჭვის ტყეებით იყო დაფარული, ამიტომ ქალაქს სახელი გადაარქვეს და პინარ-დელ-რიო უწოდეს (pine — ფიჭვი). ძველად ამ ტერიტორიაზე ადგილობრივი გუანაჰატაბეიესის ტომები სახლობდა, რომლებიც დღეს მოსპობილია. ქალაქი სწრაფად იზრდებოდა, რაც კუბური თამბაქოს პოპულარობით იყო გამოწვეული. კუბის რევოლუციის შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქალაქის ინფრასტრუქტურა. დღეისათვის პინარ-დელ-რიო კუბის ერთ-ერთ ყველაზე აყვავებულ ქალაქად მიიჩნევა.
1896 წელს ქალაქი გენერალმა ანტონიო მასეომ დაიკავა. სწორედ ეს გახდა კუბის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში აშშ-ის ჩართვისა. კუბის კრიზისისას, რეგიონი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, რადგან სწორედ აქ იქნა დამონტაჟებული საბჭოურ ქობინათა უმრავლესობა.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი მთავარი მეთამბაქოეობის რეგიონში მდებარეობს, შესაბამისად წამყვანია სიგარების წარმოება.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 190 532 ადამიანს შეადგენდა.[1] 708 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 269,1 ადამიანი კმ²-ზე.[2]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (ესპანური) Pinar del Río.cu დაარქივებული 2006-02-03 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Atenas.cu. (2004)2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-10-06. (ესპანური)
- ↑ Statoids. (July 2003)Municipios of Cuba. ციტირების თარიღი: 2007-10-06.
|