ჩე გევარას ხელები (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჩე გევარას ხელები (ნიდ. De handen van Che Guevara; ესპ. Las manos de Che Guevara) — ნიდერლანდელი რეჟისორის, პეტერ დე კოკის მიერ 2005 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი. ფილმი ეხება ლათინოამერიკელი პარტიზანი მებრძოლის – ერნესტო ჩე გევარას – მოკვეთილი ხელების ძებნას.

1967 წელს, ბოლივიაში გევარას სიკვდილით დასჯის შემდეგ, იდენტიფიკაციის მიზნით, გვამს ხელები მოაჭრეს. თითის ანაბეჭდების აღების შემდეგ, ხელები და გევარას გვამი გაქრა. 1997 წელს, სხეული ბოლივიის ქალაქ ვალიეგრანდეს ასაფრენი ზოლის ქვეშ აღმოაჩინეს დამარხული. სამარხში არ აღმოჩნდა გევარას ხელები და მათი ბედი დღემდე უცნობია, მიუხედავა იმისა, რომ როგორც ზოგიერთი ანგარიშები იუწყება, ანტონიო არგედასის მიერ ისინი კუბაში იქნა გაგზავნილი.[1][2]

ფილმი ცდილობს ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გასცეს ჩე გევარას ხელების ადგილმდებარეობის საკითხს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]