რაულ კასტრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რაულ კასტრო
Raúl Castro
რაულ კასტრო Raúl Castro
კუბის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის
პირველი მდივანი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა19 აპრილი, 2011
პრეზიდენტი  თვითონ
მიგელ დიას-კანელი
პრემიერ-მინისტრი  თვითონ
მიგელ დიას-კანელი
წინამორბედიფიდელ კასტრო

თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 თებერვალი, 2008 – 19 აპრილი, 2018
ვიცე-პრეზიდენტი  ხოსე რამონ მაჩადო
მიგელ დიას-კანელი
წინამორბედიფიდელ კასტრო
მემკვიდრემიგელ დიას-კანელი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 თებერვალი, 2008 – 19 აპრილი, 2018
წინამორბედიფიდელ კასტრო
მემკვიდრემიგელ დიას-კანელი

დაბადებული3 ივლისი, 1931 (1931-07-03) (87 წლის)
ბირანი, ოლგინის პროვინცია, კუბა
ეროვნებაკუბელი
პოლიტიკური პარტიაკუბის კომუნისტური პარტია
მეუღლევილმა ესპინი (1959-2007)
შვილები4
პროფესიაადვოკატი
რელიგიაათეიზმი

რაულ მოდესტო კასტრო რუსი (ესპ. Raúl Modesto Castro Ruz; დ. 3 ივნისი, 1931) — კუბის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდენტი და 2008 წლიდან ასევე კუბის მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტი. 1950-იან წლებში, რაულ კასტრო მის ძმასთან, ფიდელთან ერთად აჯანყებულთა სარდალი იყო, ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ კი ფიდელ კასტროს უმცროსი ძმა ახალი რეჟიმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახდა და სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც სახელმწიფო საბჭოს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მინისტრთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, კუბის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურის ვიცე-მდივანი, შეიარაღებული ძალების მაქსიმუმ გენერალი. კუბის კონსტიტუციის 94-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო საბჭოს პირველი ვიცე-პრეზიდენტი ითავსებს საპრეზიდენტო მოვალეობებს პრეზიდენტის ავადმყოფობის ან გარდაცვალების შემთხვევაში.

2006 წლის 31 ივლისს რაულ კასტრომ დროებით შეითავსა სახელმწიფო საბჭოს პრეზიდენტის მოვალეობები ფიდელ კასტროს ავადმყოფობის გამო.

2008 წლის 24 თებერვალს, რაულ კასტრო ეროვნული ასამბლეის მიერ ოფიციალურად იქნა არჩეული პრეზიდენტად ფიდელ კასტროს შემდეგ.

2011 წლის 19 აპრილს, რაულ კასტრო კუბის კომუნისტური პარტიის მეექვსე ყრილობაზე მის პირველ მდივნად აირჩიეს, თუმცა მანამდე, თავისი ძმის მმართველობისას, 46 წლის განმავლობაში ის ამავე პარტიის მეორე მდივანი იყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: