To Watch the Storms — ინგლისელი გიტარისტ სტივ ჰეკეტის 2003 წლის ალბომი. წინა სტუდიური ალბომი, Feedback 86, ეფუძნებოდა 1986 წელს ჩაწერილ მასალას, ამიტომ To Watch the Storms არის მუსიკოსის Darktown-ის შემდგომი ალბომი.
ალბომში შეიმჩნევა კომპოზიციური ტენდენციები, რომლებიც ახასიათებს ადრეულ Voyage of the Acolyte-სა და Spectral Mornings-ს. დისკი გამოიცა სამ ფორმატში, სტანდარტული და სპეციალური გამოცემების სახით. გარეკანის ავტორია კიმ პური. იაპონურ გამოცემაში დატამებულია კიდევ ერთი სიმთერა, რომელიც არ იყო გამოყენებული სტანდარტულ გამოცემაში. ამ ვარიანტს აგრეთვე ახლავს პურის ალტერნატიული ნახატი.