შინაარსზე გადასვლა

სტოკ სიტი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტოკ სიტი
Stoke City
სრული სახელი Stoke City Football Club
მეტსახელი მექოთნეები (The Potters)
დაარსდა 1863; 161 წლის წინ (1863)[1]
სტადიონი ბეთ365 ,
სტოკ-ონ-ტრენტი, ინგლისი
(ტევადობა: 27,902[2])
პრეზიდენტი ინგლისის დროშა პიტერ კოუტსი
მწვრთნელი უელსის დროშა მარკ ჰიუზი
კაპიტანი ინგლისის დროშა რაიან შოუკროსი
ლიგა პრემიერლიგა
2016-17 მე-13 ადგილი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

საფეხბურთო კლუბი „სტოკ სიტი“ (ინგლ. Stoke City Football Club) — ინგლისური საფეხბურთო კლუბი ქალაქ სტოკ-ონ-ტრენტიდან. ასპარეზობს ინგლისის პრემიერლიგაში.

კლუბი დაარსდა 1863 წელს, როგორც „სტოკ რამბლერსი“, 1878 წელს კლუბს „სტოკი“ ერქვა, ხოლო 1925 წლიდან სტოკ-ონ-ტრენტს მიენიჭა ქალაქის სტატუსი, რის შემდეგაც კლუბს „სტოკ სიტი“ დაერქვა. „სტოკ სიტი“ მეორე უძველესი საფეხბურთო კლუბია მსოფლიოში, „ნოტს ქაუნთის“ შემდეგ. კლუბი აგრეთვე არის ინგლისის საფეხბურთო ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელი.[3]

კლუბის პირველი და ამ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო, ლიგის თასი „სტოკ სიტიმ“ მოიგო 1972 წელს, ფინალში დაამარცხა „ჩელსი“. უმაღლეს ლიგაში საუკეთესო შედეგი იყო მე-4 ადგილი, რომელიც 1935-36 და 1946-47 წლების სეზონებში დაიკავა. 2011 წელს „სტოკ სიტიმ“ ითამაშა ასოციაციის თასის ფინალში, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედთან დამარცხდა. 3-ჯერ გავიდა ამავე თასის ნახევარფინალში, 1889 წელს და ზედიზედ 1971-1972 წლებში. „სტოკ სიტი“ არის საფეხბურთო ლიგის თასის 2-გზის გამარჯვებული, 1992 და 2000 წლების სეზონებში. 3-ჯერ ითამაშა ევროტურნირებზე, 1972-73, 1974-75 და ბოლოს 2011-12 წლების სეზონში. ამ უკანასკნელში შეძლო ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევა, შემდეგ „ვალენსიასთან“ დამარცხდა.

საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ „ბეთ365“-ზე, რომელიც გაიხსნა 1997 წელს, „ბრიტეანია სთედიუმის“ სახელით. მანამდე კლუბი თამაშობდა „ვიქტორია გრაუნდზე“. ვინაიდან სტოკ-ონ-ტრენტში ქოთნების ინდუსტრია იყო, კლუბის მეტსახელია „მექოთნეები. „სტოკ სიტის“ ტრადიციულ საშინაო ფორმაზე არის წითელი და თეთრი ვერტიკალური ზოლები. კლუბის ტრადიციული მეტოქეები არიან მიდლენდსის კლუბები, „ვესტ ბრომვიჩ ალბიონი“ და „ვულვერჰემპტონ უონდერერსი“, ხოლო ლოკალური მტერი არის „პორტ ვეილი“, მატ დაპირისპირებას მექოთნეთა დერბი ეწოდება.

მიმდინარე შემადგენლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე ინგლისი ინგლისი ჯეკ ბატლენდი
2 მცველი შოტლანდია შოტლანდია ფილ ბარდსლი
3 მცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები ერიკ პიტერსი
4 ნახევარმცველი უელსი უელსი ჯო ალენი
5 მცველი ესპანეთი ესპანეთი მარკ მუნიესა
6 ნახევარმცველი ირლანდია ირლანდია გლენ უილანი
7 ნახევარმცველი ირლანდია ირლანდია სტივენ აირლენდი
8 მცველი ინგლისი ინგლისი გლენ ჯონსონი
9 თავდამსხმელი ინგლისი ინგლისი სეიდო ბერაჰინო
10 თავდამსხმელი ავსტრია ავსტრია მარკო არნაუტოვიჩი
12 თავდამსხმელი კოტ-დ’ივუარი კოტ-დ’ივუარი ვილფრიდ ბონი
14 ნახევარმცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები იბრაჰიმ აფელაი
15 მცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები ბრუნუ მარტინს ინდი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
16 ნახევარმცველი შოტლანდია შოტლანდია ჩარლი ადამი (კაპიტანი)
17 მცველი ინგლისი ინგლისი რაიან შოუკროსი
18 თავდამსხმელი სენეგალი სენეგალი მამე ბირამ დიუფი
19 თავდამსხმელი ირლანდია ირლანდია ჯონათან უოლტერსი
20 მცველი ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ჯეფ კემერონი
21 ნახევარმცველი საფრანგეთი საფრანგეთი ჟანელი იმბიულა
22 ნახევარმცველი შვეიცარია  შვეიცარია ჯერდან შაჩირი
24 მცველი ირლანდია ირლანდია ლამინ კონე
25 თავდამსხმელი ინგლისი ინგლისი პიტერ კრაუჩი
29 მეკარე დანია დანია იაკობ ჰაუგორი
32 ნახევარმცველი ეგვიპტე ეგვიპტე რამადან სობჰი
33 მეკარე ინგლისი ინგლისი ლი გრანტი
35 მეკარე ავსტრია ავსტრია დანიელ ბაქმანი

„სტოკ სიტის“ ტიტულები:[4]

საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატი

  • მეორე ადგილი: 2007/08

საფეხბურთო ლიგის მეორე დივიზიონი: 3

  • ჩემპიონი: 1932/33, 1962/63, 1992/93
  • მე-2 ადგილი: 1921/22
  • მე-3 ადგილი: (აღზევდა) 1978/79
  • პლეი-ოფის გამარჯვებული: 2001/02

ჩრდილოეთის მესამე დივიზიონი: 1

  • ჩემპიონი: 1926/27

საფეხბურთო ალიანსი: 1

  • ჩემპიონი: 1890/91

უესტ-მიდლენდსის რეგიონალური ლიგა: 1

  • ჩემპიონი: 1910/11

სამხრეთის ლიგის მე-2 დივიზიონი: 2

  • ჩემპიონი: 1909/10, 1914/15
  • მეორე ადგილი: 1910/11

ასოციაციის თასი

  • ფინალისტი: 2010/11
  • ნახევარფინალისტი: 1898/99, 1970/71, 1971/72

ლიგის თასი: 1

  • გამარჯვებული: 1971/72
  • ფინალისტი: 1963/64

საფეხბურთო ლიგის ტროფი: 2

  • გამარჯვებული: 1991/92, 1999/00

უოტნის თასი: 1

  • გამარჯვებული: 1973/74

სტეფორდშირის თასი: 15

  • გამარჯვებული: 1877–78, 1878–79, 1903–04 (shared), 1913–14, 1933–34, 1964–65, 1968–69 (shared), 1970–71, 1974–75, 1975–76, 1981–82, 1992–93, 1994–95, 1998–99, 2016–17
  • ფინალისტი: 1882–83, 1885–86, 1894–95, 1900–01, 1902–03, 2002–03, 2005–06, 2010–11

ბირმინგემის თასი: 2

  • გამარჯვებული: 1901, 1914
  • ფინალისტი: 1910, 1915, 1920, 1921

მენის კუნძულის თასი: 3

  • გამარჯვებული: 1987, 1991, 1992
  • ფინალისტი: 1985

ბასის საქველმოქმედო ვაზა: 5

  • გამარჯვებული: 1980, 1991, 1992, 1995, 1998
  • ფინალისტი: 1890, 1894, 1990, 1996
სეზონი ტურნირი ეტაპი მოწინააღდეგე შინ გასვლითი ჯამში
1972-73 უეფა-ს თასი 1-ლი ეტაპი გერმანიის დროშა კაიზერსლაუტერნი 3–1 0–4 3–5
1974-75 1-ლი ეტაპი ნიდერლანდების დროშა აიაქსი ამსტერდამი 1–1 0–0 1–1 ()
2011-12 უეფა-ს ევროპის ლიგა მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპი ხორვატიის დროშა ჰაიდუკი სპლიტი 1–0 1–0 2–0
პლეი-ოფი შვეიცარიის დროშა თუნი 4–1 1–0 5–1
ჯგუფი E თურქეთის დროშა ბეშიქთაში 2–1 1–3 მე-2
უკრაინის დროშა დინამო კიევი 1–1 1–1
ისრაელის დროშა მაკაბი თელ-ავივი 3–0 2–1
1/32 ეტაპი ესპანეთის დროშა ვალენსია 0–1 0–1 0–2

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Stoke City FC Landmarks. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-13. ციტირების თარიღი: 6 მაისი, 2016.
  2. Bournemouth Victory Enjoyed By Record Attendance. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-12. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2015.
  3. 150 Celebration Tiles. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-03. ციტატა: „This is just one of the ways in which the Club will be marking this landmark in their history as the second oldest Football League club and the oldest in the Premier League.“ ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2016.
  4. Club Honours. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 სექტემბერი, 2015. ციტირების თარიღი: 20 თებერვალი, 2016.