ვაჟა-ფშაველა: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
94.240.228.122-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Jaba1977-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
No edit summary
(94.240.228.122-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Jaba1977-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
გიორგი
 
{{მმ*|ვაჟა-ფშაველა (მრავალმნიშვნელოვანი)}}
{{ინფოდაფა მწერალი}}
'''ვაჟა-ფშაველა''' (ნამდვილი სახელი და გვარი '''ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი'''; დ. [[26 ივლისი|26ივლისი]] <small>[ ძვ. სტ. 14 ივლისი ]</small>, [[1861]], [[ჩარგალი]], ახლანდელი [[დუშეთის მუნიციპალიტეტი]] ან [[27 მაისი]] <small>[ ძვ. სტ. 15 მაისი]</small>, [[1862]]<ref name="სახალხო გაზეთი" /> — გ. [[9 აგვისტო]], <small>[ძვ. სტ. 27 ივლისი]</small>, [[1915]], [[თბილისი]]) — ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი და მწერალი.
 
== ბიოგრაფია ==
გავრცელებული ვერსიის თანახმად ვაჟა-ფშაველა დაიბადა [[1861]] წლის 2614 ივლისს, თუმცა [[1912]] წელს „სახალხო გაზეთში“ გამოქვეყნებულ ვაჟასავე წერილში მითითებულია, რომ დაიბადა ძვ. სტილით [[1862]] წლის 15 მაისს (ახ. სტილით 27 მაისი)<ref name="სახალხო გაზეთი">ვაჟა-ფშაველა, მცირე შენიშვნა, გაზ. „სახალხო გაზეთი“, 1912 წლის 26 აპრილი, № 584</ref>.
 
8 წლამდე იზრდებოდა ფშავში, სოფელ ჩარგალში მამის, სოფლის მღვდელი პავლეს და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც [[ბაჩანა]] და [[თედო რაზიკაშვილი|თედო რაზიკაშვილები]] ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა [[თელავი]]ს სასულიერო სასწავლებელში, [[1877]]-1879 — თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, [[1879]]-დან [[გორი]]ს სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც [[1882]] წელს დაამთავრა. სიმართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა-ფშაველა გორის ხალხოსანთა წრესთან დააახლოვა. ერთხანს ამტნისხევში (დღევანდელი ტოლაანთ სოფელი, თიანეთი) მასწავლებლობდა, [[1883]]-[[1884]] წლებში [[პეტერბურგის უნივერსიტეტი]]ს იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო.

სანავიგაციო მენიუ