იპოლიტე ვართაგავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იპოლიტე ვართაგავა
დაბ. თარიღი 30 იანვარი 1872(1872-01-30)
დაბ. ადგილი ხეთა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 6 იანვარი 1967(1967-01-06) (94 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა კრიტიკოსი და მწერალი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სასულიერო სემინარია და ყაზანის სასულიერო აკადემია

იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა (ფსევდონიმები: ნეზდეშნის, სალგირ) (დ. 30 იანვარი, 1872, ხეთა, ახლანდელი ხობის მუნიციპალიტეტი — გ. 6 იანვარი, 1967, თბილისი) — ქართველი კრიტიკოსი, მწერალი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი (1946).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1895 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია ხოლო 1899 წელს — ყაზანის სასულიერო აკადემია. მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარსხი. 1899-1907 წლებში მსახურობდა ყოფილი ტავრიდის გუბერნიაში, ქალაქ სიმფეროპოლში სასულიერო სემინარიაში რუსული ლიტერატურის და სიტყვიერების მასწავლებლად; 1907-1918 წლებში იყო ტფილისის სასულიერო სემინარიაში რუსული ენის მასწავლებლად; 1918-1919 წლებში მე–8 გიმნაზიაში რუსული სიტყვიერების მასწავლებლად; 1919-1921 წლებში ამავე საგნის მასწავლებლად მე–14 ტექნიკუმში; 1921-1926 წლებში ჭიათურაში ჯერ ჰუმანიტარულ ტექნიკუმში ქართულ და რუსული ენების მასწავლებლად, შემდეგ ჭიათურის 9 წლედის გამგედ; 1925-1927 წლებში ხეთის 9 წლედის გამგედ; 1927-1928 წლებში ფინსახკომის გამგეობაში მყოფ უმაღლეს ეკონომიურ–ფინანსურ კურსების სასწავლო ნაწილის გამგედ; 1930 წელს მიიწვიეს გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქციაში სტილის კორექტორად; ამავე წელს დანიშნეს საქართველოს ცაკის საორგანიზაციო განყოფილების საინფორმაციო სექტორის გამგედ; 1936 წელს ქალაქ სოხუმში მესამე სკოლის მასწავლებლად; 1937 წლიდან ქალაქ გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ლექტორად; ამავე დროს იყო გორის 1 და 4 საშუალო სკოლებში ქართული ლიტერატურის მასწავლებელი. 1939-1946 წლებში იყო ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტის ლექტორი.

ავტორია უამრავი პუბლიცისტური, კრიტიკული, მეცნიერული ხასიათის სტატიებისა და წიგნებისა; მათ შორის: „საბჭოთა კავშირი – ერთად–ერთი ქვეყანაა, სადაც უმუშევრობა კლებულობს“, „აღდგომის დღესასწაულის წარმოშობა და მისი წესები“, „აღმოსავლეთის რელიგიების ისტორია“ (1931), „მარქსიმ გორკი“ (1931), „რას წარმოადგენს რელიგია თანამედროვე კაპიტალისტურ ქვეყნებში?“, „დავით კლდიაშვილი“; გარდა ამისა დაწერა მონოგრაფიები: „შევჩენკოს ცხოვრება და შემოქმედება“, „ლერმონტოვი როგორც ნაციონალური პოეტი“.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აღმოსავლეთ საქართველოს საშუალო სკოლების მასწავლებელთა კავშირი, წევრი, თავმჯდომარე
  • საქართველოს მწერალთა საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე
  • სრულიად საქართველოს განათლების მუშაკთა კავშირის გამგეობა, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა, წევრი
  • ქართული კულტურის მოყვარულთა საზოგადოების გამგეობა, წევრი
  • ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოების საბჭო, წევრი
  • ჭიათურის მასწავლებელთა ადგილკომი, თავმჯდომარე
  • ჭიათურის რაიონის განათლების მუშაკთა კავშირის სარევიზიო კომისია, თავმჯდომარე

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 142, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]