ლევან რაზიკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლევან ლუკას ძე რაზიკაშვილი (დ. 1887 — გ. 16 თებერვალი 1923) — ქართველი სამხედრო ოფიცერი, ვაჟა-ფშაველას ვაჟიშვილი.

სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში, სადაც დაუახლოვდა თავად ქაქუცა ჩოლოყაშვილს. 1917 წ. გაწევრიანდა საქართველოს სოციალ-ფედერალისტურ პარტიაში. შემდგომში სამხედრო სამსახურში იყო. მსახურობდა ფშავის მილიციის უფროსად. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ თანაუგრძნობდა ხევსურეთში მოქმედ პარტიზანებს, რის გამოც 1922 წელს დააპატიმრეს და „ბანდიტიზმის“ ბრალდებით დახვრეტა მიუსაჯეს. ქართველი მწერლების შუამდგომლობა სერგო ორჯონიკიძესთან უშედეგო აღმოჩნდა. 1923 წელს რაზიკაშვილი სიკვდილით დასაჯეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ციციშვილი, გოგი. რისთვის დახვრიტეს ვაჟა ფშაველას პირმშო ლევან რაზიკაშვილი: ჩეკისტური სამძებრო საქმე N2315/ [რედ.: ჯიბო ლომაშვილი; მხატვ.: გოგი ავსაჯანიშვილი]; ვაჟა-ფშაველას საზ-ბა - თბ.: ლეგა, 2001 - ISBN 99928-840-4-5

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]