ფუნაფუტი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
GiorgiXIII (განხილვა | წვლილი) No edit summary |
მ →გეოგრაფია: clean up, replaced: ქვია → ჰქვია using AWB |
||
ხაზი 88: | ხაზი 88: | ||
|} |
|} |
||
ატოლის შიდა [[ლაგუნა]]ს |
ატოლის შიდა [[ლაგუნა]]ს ჰქვია ტე-ნამო, მისი სიგრძეა დაახლოებით 20 კმ. წარმოადგენს მიწის ვიწრო ზოლს დიდი ლაგუნა ტე-ნამოს გარშემო სიგანით 20-დან 400 მეტრამდე. |
||
== მოსახლეობა == |
== მოსახლეობა == |
18:11, 7 სექტემბერი 2017-ის ვერსია
დედაქალაქი | |
---|---|
ფუნაფუტი ინგლ. Funafuti | |
ატოლის ლაგუნას სანაპირო ზოლი | |
ქვეყანა | ტუვალუ |
კოორდინატები | 8°31′00″ ს. გ. 179°13′00″ დ. გ. / 8.51667° ს. გ. 179.21667° დ. გ. |
ფართობი | 2,79 კმ² |
მოსახლეობა | 4492 კაცი (2002) |
სიმჭიდროვე | 1,61 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+12 |
ფუნაფუტი (ინგლ. Funafuti) — პატარა კუნძულოვანი სახელმწიფო ტუვალუს ატოლი-დედაქალაქი წყნარ ოკეანეში.
გეოგრაფია
ფართობი — 2,79 კმ².[1] ატოლი მოიცავს 30 მომცრო კუნძულს[2]. მათ შორის ყველაზე დიდია — ფონგაფალე (ინგლ. Fongafale), მას შემდეგ სიდიდით ყველაზე დიდია ფუნაფალა.
|
|
ატოლის შიდა ლაგუნას ჰქვია ტე-ნამო, მისი სიგრძეა დაახლოებით 20 კმ. წარმოადგენს მიწის ვიწრო ზოლს დიდი ლაგუნა ტე-ნამოს გარშემო სიგანით 20-დან 400 მეტრამდე.
მოსახლეობა
2002 წელს ატოლის მოსახლეობა შეადგენდა 4492 ადამიანს, ეს ყველაზე მრავალრიცხოვანი ატოლია ქვეყანაში. ატოლის ერთ-ერთ სოფელში (ვაიაკუში) მდებარეობს მთავრობა. ზოგჯერ ამბობენ, რომ ტუვალუს დედაქალაქია — ფონგაფალე ან ვაიაკუ, მაგრამ ოფიციალურად ქვეყნის დედაქალაქია მთელი ატოლი ფუნაფუტი. ფონგაფალეს, ფუნაფალას და ამატუკუს კუნძულებს ჰყავთ მუდმივი მოსახლეობა. სულ ატოლზე 9 დასახლებული პუნქტია:
ფონგაფალე
ფონგაფალეს ძირითადი კუნძული
- ფაკაიფუ 1007 ად.
- სენალა 589 ად.
- ალაპი 1024 ად.
- ვაიაკუ 516 ად.
ფონგაფალეს დანარჩენი კუნძულები
- ლოფეაგაი 399 ად.
- ტეონე 540 ად.
- ტეკავატოეტოე 343 ად.
ფუნაფალა
- ფუნაფალა 22 ად.
ამატუკუ
- ამატუკუ 52 ად.
სულ 2002 წლის აღწერით ამ 9 დასახლებულ პუნქტში მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 4492 ადამიანს.
ეკონომიკა
არსებობს აეროპორტი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლით, სასტუმრო (Vaiaku Langi Hotel), ადმინისტრაციული შენობები, ტრადიციული სტილით — პალმის ფოთლებით და თანამედროვე — ცემენტით აშენებული საცხოვრებელი სახლები.
ღირსშესანიშნაობები
ატოლ ფუნაფუტიზე ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა — ტუვალუს ეკლესია. მეორე ღირსშესანიშნაობაა — ამერიკული თვითმფრინავის ნარჩენები, რომელიც ჩამოვარდა ფუნაფუტიზე მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი გამოიყენებოდა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ გილბერტის კუნძულების დასაცავად (დღეისათვის კირიბატის შემადგენელი ნაწილი). აშშ პრეტენზიას აცხადებდა ფუნაფუტიზე 1970-იანი წლების ბოლოს მეგობრობის ხელშეკრულების ხელმოწერამდე.
სქოლიო
- ↑ Islands of Tuvalu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-27.
- ↑ Funafuti
|