ალექსანდრე VI (პაპი): განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ r2.7.2+) (ბოტის დამატება: tr:VI. Alexander |
მ r2.7.1) (ბოტის დამატება: ilo:Papa Alejandro VI |
||
ხაზი 56: | ხაზი 56: | ||
[[hu:VI. Sándor pápa]] |
[[hu:VI. Sándor pápa]] |
||
[[id:Paus Aleksander VI]] |
[[id:Paus Aleksander VI]] |
||
[[ilo:Papa Alejandro VI]] |
|||
[[it:Papa Alessandro VI]] |
[[it:Papa Alessandro VI]] |
||
[[ja:アレクサンデル6世 (ローマ教皇)]] |
[[ja:アレクサンデル6世 (ローマ教皇)]] |
20:27, 20 დეკემბერი 2012-ის ვერსია
ალექსანდრე VI (ლათ. alexander PP.; ერისკაცობაში როდრიგო დე ბორჯია (ბორხა) Roderic Llançol i de Borja, იტალ. Rodrigo Borgia; დ. 1 იანვარი, 1431, ხატივა, ვალენსიის მახლობლად, ესპანეთი — გ. 18 აგვისტო, 1503, რომი) – რომის პაპი 1492—1503 წლებში.
დაბადება და ოჯახი
როდრიგო დე ბორჯია (დაბადებით როდერიკ ლანკოლი) დაიბადა ხატივაში, ვალენსია. მისი მშობლები იყვნენ ხორხე ლანკოლ დე ბორხა (გარდაიცვალა 24 მარტი, 1437) და მისი მეუღლე და ნათესავი ისაბელ დე ბორხა (გარდაიცვალა 19 ოქტომბერი, 1468).
წარმოშობით ესპანელი. იშვილა და დააწინაურა ბიძამ, პაპმა კალიქსტუს III-მ. ალექსანდრე VI ცნობილი იყო თავისი გარყვნილობით, სიხარბითა და ნეპოტიზმით. შუა იტალიაში ძლიერი სახელმწიფო — ბორჯების საოჯახო სამფლობელო რომ შეექმნა, იგი მხარს უჭერდა თავის შვილს ჩეზარე ბორჯას, რომელიც სპობდა და ავიწროებდა ფეოდალურ მმართველებს რომანიაში. ალექსანდრე VI ვაჭრობდა თანამდებობებით, კრეფდა ჯვაროსნულ მეათედს, ახდენდა შეძლებულთა ქონების კონფისკაციას, რამაც დიდი შემოსავალი მისცა. იტალიის ომების (1494—1559) დროს ალექსანდრე VI ძლიერ სახელმწიფოთა შორის ლავირების პოლიტიკას ადგა. პოლიტიკურ მოწინააღმდეგებს იგი ხანჯლითა და საწამლავით უსწორდებოდა. 1497 წელს შერისხა, შემდეგ კი სიკვდილით დაასჯევინა მის წინააღმდეგ მებრძოლი სავონაროლა.
ალექსანდრე VI ყურადღებას უთმობდა მისიონერების მოღვაწეობას. 1493 წლის 18 აპრილის სიგელით მან თბილისის ეპისკოპოსად დაამტკიცა ფრანცისკელი ალბერტო ენჯელი.
იხილეთ აგრეთვე
წყარო
- Инфессура Ц., Бурхард И., Дневники, пер. с лат. , М. ,1939
ლიტერატურა
- თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობის ქართველთა შორის..., ტფ., 1902, თ. 2, გვ. 48-49, 590-591;
- Pepe G., La politica dei Borgia, Napoli, 1946
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 291.
წინამორბედი: ინოკენტი VIII |
რომის პაპი 1492 - 1503 |
შემდეგი: პიუს III |