საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი
დაფუძნდა 2008
ტიპი კერძო
რექტორი სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე)
ქალაქი აჭარა, შუახევის მუნიციპალიტეტი, სოფ. ტაკიძეები(ხიჭაური)
ქვეყანა საქართველო
ტელეფონი +995591408190 +995591054229
მეტსახელი Tasu
www.tbeli.ge

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი — მრავალპროფილიანი უმაღლესი სასწავლებელი. მისი დამფუძნებელია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ღვაწლით და ლოცვა-კურთხევით, 2008 წელს დაფუძნდა.

ქართული უნივერსიტეტის უმთავრესი ამოცანაა, ფუნდამენტური განათლების მიცემის გარდა, სულიერების, ეროვნული ფასეულობების შენარჩუნება, მეცნიერებისა და განათლების რწმენისგან განუყოფლობის იდეის დამკვიდრება, ქართული სააზროვნო სისტემის ერთგულება და უწყვეტი შემოქმედებითი პროცესი. უნივერსიტეტის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს უმაღლესი აკადემიური განათლების ორივე საფეხურის სასწავლო პროგრამის განხორციელება.

უნივერსიტეტის ეზო

უნივერსიტეტი მდებარეობს მაღალმთიან აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტის, სოფ. ტაკიძეებში (ხიჭაურში). უნივერსიტეტში სწავლა და დღეში სამჯერადი კვება უფასოა. უნივერსიტეტი აერთიანებს 4 ფაკულტეტს: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების, აგრარულ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების, სამართალმცოდნეობისა და საჯარო მმართველობის, სოციალურ მეცნიერებათა და ჯანდაცვის, და ქართველოლოგიური კვლევების განყოფილებას. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს 11 (თერთმეტ) საბაკალავრო და 11 (თერთმეტ) სამაგისტრო პროგრამას. ასევე მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამას და 5 (ხუთ) ავტორიზებულ პროფესიულ მოდულურ პროგრამას: ბუღალტერია, ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდამჭერი სპეციალისტი, პრაქტიკოსი ექთნის პროფესიულ მოდულურ პროგრამებს. ამჟამად მიმდინარეობს მზადება დოქტორანტურის პროგრამების განსახორციელებლად.

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შენობა

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტის დამფუძნებელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II. უნივერსიტეტის რექტორია სხალთის მთავარეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი(ერში გოჩა აბულაძე).

უნივერსიტეტის ეზო

პროგრამები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საბაკალავრო პროგრამები:
  1. ისტორია
  2. ფილოლოგია
  3. ხელოვნებათმცოდნეობა
  4. განათლება
  5. ჟურნალისტიკა
  6. აგრარული მეცნიერებები
  7. საექთნო საქმე
  8. ბიზნესის ადმინისტრირება
  9. საჯარო მმართველობა
  10. სამართალმცოდნეობა
  11. მათემატიკა
  • სამაგისტრო პროგრამები:
  1. ისტორია
  2. ფილოლოგია
  3. ქართველური ენათმეცნიერება
  4. ხელოვნებათმცოდნეობა
  5. განათლება
  6. აგრარული მეცნიერებება
  7. არქეოლოგია
  8. ჟურნალისტიკა
  9. მათემატიკა
  10. საჯარო მმართველობა
  11. ბიზნესის ადმინისტრირება – ფინანსები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]