საჯარო მმართველობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

საჯარო მმართველობა — დადგენილი წესრიგის უზრუნველყოფის მექანიზმია და მისი მთავარი თვისება, კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღებისა და აღსრულების უნარი. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური სისტემა არა მხოლოდ მმართველობის მექანიზმებს და სახელმწიფო ინსტიტუტებს გულისხმობს, არამედ იმ სტრუქტურებს და პროცესებსაც, რომელთა მეშვეობით სახელმწიფო ურთიერთობს საზოგადოებასთან.

მმართველობა იძენს თავის საჯარო ხასიათს, განსაკუთრებით მაშინ, როცა პირდაპირ კავშირშია ფორმალურ და ინსტიტუციონალურ პროცესებთან, რომლებიც სახელმწიფოებრივ დონეზე, საზოგადოების წესრიგის დასაცავად და კოლექტიური საქმიანობის ხელშესაწყობად მოქმედეს. ამ კონტექსტში საჯარო მმართველობას სამი მთავარი ფუნქცია აკისრია:

  • საკანონმდებლო (კანონშემოქმედება ან კანონთა შექმნა);
  • აღმასრულებელი (არსებული კანონების აღსრულება);
  • სასამართლო.

მმართველობის აღნიშნული ფუნქციები განსაზღვრავენ მის საჯარო ფენომენის არსსა და სტატუსს.

საჯარო-პოლიტიკური მმართველობა განსაზღვრავს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს, მმართველობის შინაარსს მის ხასიათს, დანიშნულებასა და ფორმას. საჯარო-პოლიტიკური მმართველობის პროცესი მოიცავს მთელ საზოგადოებას, ზოგადად საზოგადოებრივ ურთიერთობებს. ამდენად საჯარო-პოლიტიკური მმართველობის პროცესი გამოირჩევა მთელი რიგი სპეციფიკურობით და თავისებურებებით, და ეს თავის თავად ხასიათდება გარკვეული სირთულეებით და წინააღმდეგობებით. საჯარო-პოლიტიკური მმართველობის ერთ-ერთი თავისებურებაა თავისი შემოქმედებითი ხასიათი. საჯარო-პოლიტიკური მმართველობის პროცესში ძირითადია საზოგადოების ევოლუციის სტრატეგიული მიმართულების განსაზღვრა, სოციალურ-პოლიტიკური პროცესების ოპერატიული და ოპტიმალური წარმართვის მიზნით ტაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა და შემდგომში განხორციელება.

იმისათვის რათა საჯარო-პოლიტიკური მმართველობა იყოს ეფექტური და საბოლოო ჯამში წარმატებული მის დაგეგმარებაში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი – საზოგადოების მოთხოვნილებათა შესატყვის ზოგადპროგრამული მიმართულების შემუშავება.