შოთა ადამია
| შოთა ადამია | |
| საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1991 – 1992 | |
| პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე |
| პრემიერ-მინისტრი | თენგიზ სიგუა, ედუარდ შევარდნაძე (მოვალეობის შემსრულებელი), ოთარ ფაცაცია |
| მემკვიდრე | ნინო ჩხობაძე |
საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 24 ნოემბერი, 1992 – 21 დეკემბერი, 1995 | |
| დაბადებული | 25 იანვარი, 1929 (87 წლის) თბილისი, |
| მოქალაქეობა | საქართველო |
| ეროვნება | ქართველი |
| განათლება | დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრეფია-გეოლიგიის ფაკულტეტი 1956 წელს |
| პროფესია | გეოლოგი პედაგოგი |
შოთა ადამია (დ. 25 იანვარი 1929, თბილისი) — ქართველი გეოლოგი და პედაგოგი. საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაზე არჩეულ იქნა 1992 წლის 24 ნოემბერს. გეოლოგია-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1969); პროფესორი (1991). 1991 წლიდან საქართველოს გეოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1953-1955 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; შემდგომ მეცნიერ თანამშრომელი; 1971-1976 წლებში ამავე ინსტიტუტის კომპლექსური კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი; 1976-1988 წლებში დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1988-1995 წლებში დირექტორი; 1992 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრი; 1991 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; მისი მეცნიერული ინტერესები მოიცავს გეოლოგიის, ასევე გეოფიზიკის პრობლემების ფართო წრეს; მის შრომებში ახლებურადაა გადაწყვეტილი საქართველოსა და კავკასკიის ალპურისწინა და ალპური წარმონაქმნების რეგიონული გეოლოგიის, სტრატიგრაფიის, პალეოგეოგრაფიის, ტექტონოლოგიის, პეტროლოგიის და სხვა საკითხები; ნაჩვენებია, რომ კავკასიონის გრანიტ-მეტამორფული კომპლექსები ძირითადად პალეოზოურია, ხოლო მათი ზეწრული აგებულება გვიანდელი ჰერცინული დანაოჭების შედეგია. ნეომობილიტურ იდეებზე დაყრდნობით კოლეგებთან ერთად გამოთქვა მოსაზრება კასპიისა და შავი ზღების ღრმულების რიფტულ წარმოშობაზე.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გეოტექტონიკა (თანაავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2000. - -284გვ.
- მასალები კავკასიონის წინამთების გეოლოგიური აგებულების შესახებ მდ. პატარა ლიახვის აუზსა და ქ. დუშეთის მერიდიანს შუა (ავტორი). - თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, , 1958. - 934გვ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 48.