მიხეილ სვიმონიშვილი
| მიხეილ სვიმონიშვილი | |
| გურიის გუბერნატორი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| ნოემბერი 2006 – თებერვალი 2008 | |
| პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე |
| პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ნოღაიდელი, ვლადიმერ გურგენიძე |
| წინამორბედი | ალეკო ცინცაძე |
| მემკვიდრე | რამაზ ნიკოლაიშვილი |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| დეკემბერი 2004 – ნოემბერი 2006 | |
| პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
| პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ჟვანია, ზურაბ ნოღაიდელი |
| წინამორბედი | დავით შერვაშიძე |
| მემკვიდრე | პეტრე ცისკარიშვილი |
| დაბადებული | 1977 თბილისი |
| მოქალაქეობა | |
| ეროვნება | ქართველი |
| პოლიტიკური პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
| განათლება | ციურიხის უნივერსიტეტი |
| საქმიანობა | მეწარმეობა |
| რელიგია | მართლმადიდებელი |
მიხეილ სვიმონიშვილი (დ. 1977, თბილისი) — ქართველი მეწარმე და პოლიტიკოსი.
განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1993 წელს დაამთავრა თბილისის მე-6 საშუალო სკოლა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გერმანიის ქალაქ ბრუხზალის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში, შვეიცარიაში, ციურიხის უნივერსიტეტში. მიღებული აქვს ასევე მუსიკალური განათლება და არის ფოლკლორული ანსამბლ „გეორგიკას“ წევრი.
საჯარო სამსახური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2004-2008 წლებში მუშაობდა საჯარო სამსახურში, 2004 წელს მცირე ხნის მანძილზე იყო თბილისის მერიის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი.[1] იმავე წელს დაინიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრად,[2] 2006-2008 წლებში იყო სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში.
ბიზნესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2008 წლიდან კვლავ ბიზნესში მოღვაწეობს. ხელმძღვანელობს კომპანია შ.პ.ს. „წყალი მარგებელს“, რომელიც 1997 წელს შვეიცარეილ პარტნიორებთან ერთად დააფუძნა და აწარმოებს მინერალური წყალ - ნაბეღლავს და სუფრის წყალ „ბახმაროს“.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მიხეილ სვიმონიშვილი“ ვიკისაწყობში.- საქართველოში ბიზნესის წარმოება შეიძლება
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ეკონომისტი მთავარ არქიტექტორად // 24 საათი. - 2004. - 5 ნოემბერი. - N263. - გვ.A6
- ↑ აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა