შინაარსზე გადასვლა

სანსუსის სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოტსდამისა და ბერლინის სასახლეები და პარკები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

სანსუსის სამხრეთის, ბაღის ფასადი
ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 52°24′12″ ჩ. გ. 13°02′19″ ა. გ. / 52.40333° ჩ. გ. 13.03861° ა. გ. / 52.40333; 13.03861
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1990  (მე-14 სესია)
ნომერი 532
გაფართოება 1992; 1999 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
ბაღის ფასადი. ფრიდრიხ დიდმა არ გაითვალისწინა არქიტექტორის რჩევა პირველი სართული მიწის დონიდან მაღლა აეწია. შედეგად სასახლემ მისი მდებარეობა მაქსიმალურად ვერ გამოიყენა - მისი ფანჯრებიდან ხედი არ მოჩანს და ბაღის ქვემო ტერასებიდან ის უფრო ორანჟერეას წააგავს ვიდრე სასახლეს.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 532ter
ინგლ.რუს.ფრ.

სანსუსი (ფრანგ. sans souci — უდარდელად) — სასახლე გერმანიაში, პოტსდამში. ეს იყო ფრიდრიხ დიდის, პრუსიის მეფის ზაფხულის სასახლე და დიდებულებით ხშირად ვერსალის გერმანულ მოპაექრედ ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ სანსუსი უფრო ინტიმურ როკოკოს სტილშია და გაცილებით მცირეა, ვინემ მისი ფრანგული ბაროკოს სტილის დობილი, ის გამოირჩევა ურიცხვი მცირე ტაძრითა და შადრევნით სანსუსის პარკში.

სასახლის პროექტი ეკუთვნის გეორგ ვენცესლაუს ფონ კნობელსდორფს (1745-47) ფრიდრიხ დიდის სურვილისამებრ ჰქონოდა კერძო რეზიდენცია, სადაც მას საშუალება ექნებოდა ბერლინის კარის პომპეზურობისა და ცერემონიებისგან დაესვენა. სასახლე სიდიდით ერთ-სართულიან ვილას ბევრად არ აღემატება, შესაბამისად, ის უფრო შატო დე მარლის ჰგავს ვინემ ვერსალს. მასში მხოლოდ ათი მთავარი ოთახია და შენობა ტერასებად დაყოფილ ბორცვზეა განლაგებული პარკის ცენტრში. სასახლის დიზაინსა და დეკორაციებზე მეფის პირადი გემოვნების გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ მას „ფრედერიკულ როკოკოს“ უწოდებენ.

XIX საუკუნის განმავლობაში სასახლე ფრიდრიხ ვილჰელმ IV-ის რეზიდენცია იყო. მან დაიქირავა არქიტექტორი ლუდვიგ პერსიუსი სასახლის აღდგენისა და გაფართოებისთვის, ხოლო ფერდინანდ ფონ არნიმს კი დაევალა მიდამოსა და ხედის გაუმჯობესება. ქალაქი პოტსდამი მისი სასახლებითურთ გამორჩეული ადგილი იყო გერმანიის საიმპერატორო ოჯახის რეზიდენციისთვის 1918 წელს ჰოენცოლერნთა დინასტიის მმართველობის დამხობამდე.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სასახლე აღმოსავლეთ გერმანიის პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა. 1990 წელს გერმანიის გაერთიანების შემდეგ აღსრულებულ იქნა ფრიდრიხ დიდის საბოლოო სურვილი: მისი ნეშტი დააბრუნეს მის უსაყვარლეს ადგილას და დაკრძალეს ახალ სამარხში მის მიერ შექმნილი ბაღების თავთან. სანსუსი და მისი ბაღები 1990 წელს იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში იქნა შეტანილი; მას ამჟამად ყოველწლიურად მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს მთელი მსოფლიოდან.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: