ოლიანტაიტამბო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლიანტაიტამბო

ოლიანტაიტამბო (ესპ. Ollantaytambo) — თანამედროვე ქალაქი და ინკების ცივილიზაციის არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც მდებარეობს პერუს სამხრეთით, ქალაქ კუსკოდან 60 კმ მოშორებით. განლაგებულია ზღვის დონიდან 2 792 მეტრზე, ოლიანტაიტამბოს რაიონში, ურუბამბის პროვინციაში, მდინარეების პატაკანჩასა და ურუბამბას შესართავთან ახლოს. ძირითადად დასახლებულია პატაკანჩას მარცხენა სანაპირო, ხოლო მცირე ნაწილი, კერძოდ კი არაკხამა მდებარეობს მარჯვენა სანაპიროზე. საცერემონიო ცენტრი მდებარეობს არაკხამასთან, მთა სერო-ბანდოლისტას ფერდობებზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინკების იმპერიის არსებობის წლებში ოლიანტაიტამბო იყო ინკა პაჩაკუტის სამფლობელო. 1540 წ. ერნანდო პისარომ ადგილობრივი მოსახლეობა გადაიყვანა ესპანურ ენკომენდაზე (ბატონყმობის სახეობა). დღეს ოლიანტაიტამბო არის მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი, რომელიც შედის ტურისტულ კომპლექსში "ინკების გზა" ("გზა მაჩუ-პიქჩუში")

დაგეგმარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძირითად სამოსახლოს ჰქონდა ტრაპეციის ფორმა, სადაც ოთხი გრძელი ქუჩა კვეთდა შვიდ პატარა პარალელურ ქუჩას. სავარაოდოდ ამ "გისოსების" ცენტრში მდებარეობდა მოედანი, რომელიც ღია იყო აღმოსავლეთიდან, ხოლო სხვა მხარეებიდან გარშემორტყმული იყო სხვადასხვა შენობებით. ეს შენობები აშენებული იყო დაუმუშავებელი ქვებით.

სატაძრო გორაკზე არსებული დაუმთავრებელი ნაგებობები და მრავალრიცხოვანი ქვის ბლოკები, მეტყველებენ იმაზე, რომ ტაძარი ჯერ კიდევ შენდებოდა როდესაც ინკებმა დატოვეს ქალაქი. არ არის ცნობილი თუ რამ შეაფერხა ტაძრის მშენებლობა. სხვადასხვა ვერსიების მიხედვით ეს შეიძლება ყოფილიყო ინკების სამოქალაქო ომი უასკარსა და ატაჰუალპას შორის, ესპანური ოკუპაცია ან მანკო ინკა იუპანკის ოლიანტაიტამბოდან ვილკაბამბაში გაქცევა.

ტერასები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე ურაბამბასა და პატაკანჩას ველები მოიცავენ სასოფლო-სამეურნეო ტერასების ფართო ქსელს. ტერასები საშუალებას იძლევა სოფლის მეურნეობა წარიმართოს ისეთ ადგილებში, რომლებიც ადრე გამოუსადეგარი იყო დასამუშავებლად. ტერასები ასევე სხვადასხვა სიმაღლეზე წარმოქმნილი ეკოლოგიური ზონების ქმედითი გამოყენების ასევე საშუალებას იძლეოდნენ.

ინკების ბეღელი ქალაქის მახლობლად

ბეღელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინკებმა რამდენიმე დიდი ბეღელი ააშენეს ოლიანტაიტამბოს მთების ფერდობებზე. ძლიერი ქარისა და დაბალი ტემპერატურის პირობებში მაღალ ადგილებში ინკები შესანიშნავად ინახავდნენ მარცვლეოლს.

ქვის საამქროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლიანტაიტამბოში ასაშენებელი ქვის საამქროები მდებარეობდა კაჩიკხატასთან, მდინარე ურუმბაბას ხეობაში, ქალაქიდან 5 კმ დაშორებით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]