ხისკაირუმოკო
იერსახე


ხისკაირუმოკო — კოლუმბამდელი არქეოლოგიური ძეგლი პერუში, ქალაქ პუნოდან სამხრეთით 54 კილომეტრზე. მდებარეობს ტიტიკაკას ტბის აუზში, ზღვის დონიდან 4 115 მეტრზე. ეს ტერიტორია დასახლებული იყო ძვ.წ. 3000-1400 წლებში. 1994 წელს იგი აღმოაჩინა მარკ ალდენდერფერმა, როდესაც ის ფეხით მიუყვებოდა მდინარე ილავეს სანაპიროებს.
ობიექტის დასახელება მომდინარეობს კეჩუას სამი სიტყვის კომბინაციიდნ: "ხისკა" (პატარა), "ირუ" (ბალახის კონა), "მოკო" (პატარა ბორცვი).
ხისკაირუმოკო მნიშვნელოვან როლს თამაშობდა კოლუმბამდელი პერუს ისტორიაში. აქ ამზადებდნენ უმაღლესი კლასის ნაკეთობებს, სარიტუალო ნივთებს, აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები და ა.შ.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უძველესი ამერიკული ყელსაბამი ხისკაირუმოკოდან დაარქივებული 2010-05-14 საიტზე Wayback Machine.
- ვიდეო
- ყველაზე ძველი ამერიკული ოქროს არტეფაქტი