ბალსა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბალსაბომბაქსისებრთა (ბაობაბისებრთა) ოჯახის ოქრომას (ლათ. Ochroma) გვარის სახეობები. გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტენიან ტროპიკულ ტყეებში. უფრო მეტად ცნობილია ლათ. Ochroma pyramidale (ლათ. Ochroma lagopus), რომელიც კულტივირებულია სხვადასხვა ტროპიკულ ქვეყანაში.

დიდი ზომის სწრაფმზარდი ხეა (7 წლის ასაკში 22 აღწევს, დიამეტრი 60 სმ), აქვს გამძლე და მსუბუქი მერქანი (გამომშრალი კორპზე მსუბუქია), რომელსაც ძველთაგანვე იყენებდნენ ტივებისა და ნავების გასაკეთებლად (თურ ჰეიერდალმა ტივი „კონტიკი“ სწორედ ამ მასალისაგან გააკეთა); იყენებენ აგრეთვე თვითმფრინავმშენებლობაში ბგერისა და სითბოს საიზოლაციო მასალად და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]